თავი 7

140 14 2
                                    

თეჰიონმა საუბრის დროს უეცრად გონება დაკარგა. ძალიან შემეშინდა არ ვიცოდი რა დაემართა. მაშინვე ხელში ავიყვანე და საავადმყოფოსკენ დავიძარი. უკან შეშინებული ჯიმინი და ქალბატონი კიმი მომყვებოდნენ. საავადმყოფოში მისვლისთანავე ომეგა ხელიდან გამომტაცეს და პალატაში წაიყვანეს გასასინჯად.მინდოდა რომ მასთან ვყოფილიყავი მაგრამ შესვლის უფლება არ მომცეს. ექიმის გამოსვლამდე ანერვიულებული დავდიოდი.
არვიცი რატომ მაგრამ ჩემთვის სრულიად უცხო პიროვნებაზე ძალიან ვნერვიულობდი.უეცრად პალატიდან ექიმი გამოვიდა. ამბობდა რომ ნერვიულობამ და სტრესმა გამოიწვია თეჰიონის გონების დაკარვა და რომ მას სიმშვიდე სჭირდებოდა. უეცრად მკლავზე დაქაჩვა ვიგრძენი.ჯიმინმა გარეთ გამათრია და რაღაცეებს მეუბნებოდა არ შემეძლო მისი მოსმენა.ახლა ჩემს ფიქრებში მხოლოდ თეჰიონი იყო.
ფიქრებიდან ჯიმინის ხმამ გამომაფხიზლა, მხოლოდ ის გავიგე როგორ მეუბნებოდა რომ უნდა წავსულიყავი და თეჰიონს აღარ მივკარებოდი.
არ მინდოდა მისი მიტოვება,წასვლა არ მინდოდა მაგრამ რა მიზეზით უნდა დავრჩენილიყავი მე ხომ მისთვის არავინ ვიყავი და ჩემს გამო იყო თეჰიონი ასეთ დღეში.

წამოვედი არ ვიცოდი სხვა რაუდა გამეკეთებინა არაფერი არ ვიცოდი. სახლში მისვლისთანავე შხაპი მივიღე , მოვემზადე და სამსახურში წავედი.

რამოდენიმე დღის შემდეგ

თეჰიონზე ფიქრს თავიდან ვერ ვიშორებდი. ძალიან მინდოდა მისი კიდევ ერთხელ ნახვა, მისი ხმის გაგონება, მინდოდა რომ მისი სურნელი კიდევ ერთხელ შემეგრძნო.
სიცოცხლეზე მეტად მჭირდებოდა

- რა ჯანდაბა გამიკეთე თეჰიონ ასეთი. ჩემს ცხოვრებაში უეცრად შემოიჭერი და ყველაფერი თავდაყირა დააყენე.

ვეღარ ვითმენ ის აუცილებლად უნდა ვნახო.
ტელეფონს ხელი დავავლე და ნომერი მოვძებნე.

- გამარჯობა პატარა ბიჭო იმედია არ გაწუხებ. თუ გცალია იქნებ შევხვდეთ და ვისაუბროთ გპირდები არ შეგაშინებ🥺😟🧐

სამი სიტყვა Where stories live. Discover now