9

178 13 3
                                    

⚠️სადისტობები იქნება⚠️
________________

დადგა ის დღე, როცა ნიკოლი და მარლენი უნდა გაქცეულიყვნენ. მაგრამ ნიკოლის სხვა ფსიქიატრიულში გადაყვანის დღეს ყველაფერი აირია. გაბრიელმა მარლენი საკუთარ სახლში წაიყვანა. ნიკოლის კი გაქცევა მარტოს მოუწია.

გაქცევიდან ერთი კვირის შემდეგ

მარლენი:

ოთახში ყველაფერი მზად იყო. საწოლის თავზე ბორკილები, თოკები, რეზინის ხელთათმანები, ბასრი დანები და რაც მთავარია რევოლვერი. 

უკვე ღამის ათი საათი იყო. მალე გაბრიელი დაბრუნდებოდა, ამიტომ მომზადება დავიწყე. სრულიად გავშიშვლდი და გარედან მხოლოდ გამჭვირვალე თეთრი ხალათი მოვიცვი. ოთახში შუქი ჩავაქრე და მხოლოდ პატარა სანათი ავანთე, რომელიც ტუმბოზე იდგა. საწოლზე ჩამოვჯექი, ფეხი-ფეხზე გადავიდე და ხელებით საწოლს დავეყრდენი. და კარიც მალე გაიღო. ოთახში გაბრიელი შემოვიდა და როცა დამინახა გაშეშდა. თვალებით კარგად ამათვალიერ-ჩამათვალიერა და პირი დააღო. მე მხოლოდ კმაყოფილებით ვუღიმოდი და თვალებში ვუყურებდი. 

- მარლენ?- მის ხმაში დიდი კითხვის ნიშანი იკითხებოდა. 

- რა მოხდა? არ გინდივარ?- ეშმაკური ღიმილით ვკითხე და გამჭვირვალე ხალათი მკერდთან შევიხსენი. 

უცებ გაბრიელი გიჟივით მომვარდა და ტუჩებში მეცა. მეც ავყევი. ძალა მოვიკრიბე, საწოლზე დავაგდე, მის ზემოდან მოვექეცი და ასე განვაგრძე კოცნა. ბალიშის ქვეშ ხელი შევაცურე, შპრიცი გამოვიტანე და საჭირო ადგილას, კისერზე გავუკეთე დამაძინებელი საშუალება. 

- ახ!! ეს რა არის?!- დაიღრიალა ტკივილისგან შეწუხებულმა.

- დაიძინე საყვარელო.- ღიმილით ვუთხარი და ტუჩებში მოწყვეტით ვაკოცე.

მაშინვე დაეძინა. მის სხეულს მოვშორდი. ბორკილებით ხელები თავსზემოთ დავუბი და ნიკოლის დაველოდე.

არასრულწლოვან გოგონათა ფსიქიატრიულიWhere stories live. Discover now