მარლენი:
სააბაზანოს სარკის წინ ვიჯექი და ვაკვირდებოდი, თუ როგორ მიჭრიდა ნიკოლი თმებს. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მოგონებების ნაწილს მაჭრიდა ტვინიდან.
- კისრამდე შევჭრა, ხომ? - მკითხა უცებ ნიკოლიმ.
- კი. - მოკლედ ვუპასუხე და თვალები დავხუჭე.
- წინამო გინდა? - მკითხა ისევ.
- არა. - თვალის გახელის გარეშე ვუპასუხე.
რამოდენიმე წუთში ნიკოლიმ დაასრულა თავისი საქმე. თვალები გავახილე და ჩემი თავი დავინახე, მოკლე ქერა თმებში.
ნიკოლი მოშორებით იდგა და თმის საღებავს ამზადებდა.- ღია ვარდისფერი მოგიხდება. - მითხრა. მომიახლოვდა და ფუნჯით დამიწყო თმის შეღებვა.
- ჩემით ვიზამ. მანამდე შენს თმას მიხედე. - საღებავი გამოვართვი და თმის შეღებვა დავიწყე.
ჩემს მოკლე თმას ბევრი არ დასჭირდა და ცოტა საღებავი მომრჩა კიდეც. დარჩენილის გადაგდება მომიწია, რადგან ნიკოლი სხვა ფრად აპირებდა შეღებვას.
ის საძინებელ ოთახში იყო. მეც საღებავიან თმაზე სპეციალური პარკი შემოვიკარი და მასთან გავედი. ნიკოლი თავის ხუჭუჭა თმას ისწორებდა.- შენც შეიჭრი? - ვკითხე და საწოლზე ჩამოვჯექი.
- მხოლოდ შავად შევიღებავ და ალბათ წინამოსაც გავიკეთებ.
- მოგიხდება. - ვუთხარი მას შემდეგ, რაც წარმოვიდგინე მისი ესეთი გარეგნობა.
********
ნიკოლიმ და მარლენმა საკუთარი თავები რადიკალურად შეიცვალეს.
დანიელი ახალი პირადობის მოწმობების გაკეთებაში დაეხმარა და ბელგიაში გასამგზავრებელი ბილეთებიც უყიდა.დადგა გამგზავრების დღეც. ნიკოლი უკვე მზად იყო და მარლენს ელოდა, რომელიც ოთახიდან ჯერ არ გამოსულა.
- მალე ჩამოხვალ? დანიელი უკვე მოვიდა! - ასძახა გოგომ.