დილით ტელევიზორის ხმამ გამაღვიძა. როგორც ყოველთვის როზას ბოლო ხმაზე აეწია ტელევიზორისთვის და სერიალს უყურებდა. როზა როზა-ლინდას მოკლე ვერსიაა რომელსაც ბებიას მოფერებით ვეძახდი. მას არასდროს მოსწონდა როცა ბებიათი მოვიხსენიებდი, ხშირად ამბობდა ეგ სიტყვა ძალიან მაბერებსო. ისე როზას რომ შეხედავდი ვერც კი გაიფიქრებდი იმას რომ შვილი ან შვილიშვილი ჰყავდა. როგორც ყოველთვის მაღვიძარამ გვიან დარეკა და სასწავლებელში მაგვიანდებოდა. სწრაფად წამოვხტი საწოლიდან, თავი მოვიწესრიგე და სასტუმრო ოთახში გავედი, როზასთან დასამშვიდობებლად.
-დილა მშვიდობის როზა, სასწავლებელში მაგვიანდება, უნდა გავიდე.
-ძვირფასო, გესაუზმა მაინც
-არაუშავს, გარეთ რამეს შევჭამ
-კარგი ჩემო ერთადერთო, წარმატებული დღე
-მადლობა როზა, შენც ასევე
ფეხსაცმელები ჩავიცვი, ქურთუკი ავიღე და სადარბაზოს კიბეზე დავეშვი. გაჩერებისკენ ჩქარი ნაბიჯებით მივდიოდი, არ მინდოდა ავტობუსი ჩემზე ადრე მისულიყო და გაესწრო. გაჩერებაზე მისვლისთვის დიდი დრო არ დამჭირვებია და ავტობუსსაც მივუსწარი. ამ დროს არც საცობებია და არც ხალხით გადატვირთული ტრანსპორტი ამიტომ დანიშნულების ადგილას ზუსტ დროს მივედი. უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტის მეორე კურსზე ვსწავლობდი. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი რაზე მინდოდა ჩაბარება, რა იყო ჩემი გატაცება, და აი ბოლოს მივაგენი მას. უნივერსიტეტის კორიდორში ვიყავი და აუდიტორიაში შესვლას ვაპირებდი როცა გავიგე ვიღაც ჩემს სახელს ყვიროდა, არ იქნებოდა სამართლიანი ამისთვის „დაძახება დაგვერქვა. შევტრიალდი, ჩემკენ სირბილით დემეტრე და ნენე მოდიოდნენ.
-კრავაი დაგვიცადე- ყვიროდა ნენე
ნენე ძალიან ლამაზი, სათუთი გოგონა იყო, თმის ქერა ფერი და ცისფერი თვალები არაამქვეყნიურ სილამაზეს ანიჭებდა. მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო და ამასთან ძალიან გულკეთილი. დემეტრე მაღალი იყო, მუქი ქერა თმებით და მწვანე თვალებით. ფიცხი და სარკასტული იყო რაც მასში ძალიან მომწონდა მაგრამ ზოგჯერ აუტანელიც კი ხდებოდა ხოლმე. ორივემ მოაღწია ჩემამდე, ნენემ სული ძლივს მოითქვა
-კრავაი სად გარბოდი, რატომ არ დაგვიცადე
-ნენე დერეფნის მეორე მხრიდან როგორ გამეგო შენი ძახილი, რა თქმა უნდა არ გამიგია
-ოჰო, გამარჯობა ქალბატონო
-გამარჯობა დემე. ცნობისთვის მინდა შეგახსენოთ რომ ლექციაზე გვაგვიანდება და აშკარად ვეღარ ავიტან გოჩას გაწამაწიას დაგვიანების გამო
-კრავაი მოეშვი ამ დემეს ძახილს, ბავშვი კი არ ვარ და ისე ხო გოჩას ვინ გაუძლებს ერთი- გაიცინა დემეტრემ
- კარგით, წავედით კლასში?
-წავედით სხვა რა გზაა- ვთქვი და აუდიტორიისკენ დავიძარით
აუდიტორიაში შევედით და სულ ბოლო რიგში დავსხედით, წინ არასდროს ვსხდებოდით რადგან იქ მხოლოდ პოპულარული ბავშვები სხდებოდნენ, და მე და ნენე მათ არ მივეკუთვნებოდით. იმის მიუხედავად რომ დემეც არა ნაკლებ პოპულარული იყო წინა რიგში მსხდომებზე, სასწავლებელში წინ არასდროს ჯდებოდა და სულ ჩვენს გვერდით იკავებდა ადგილს. ლექცია დაიწყო. ხვალისთვის ჯგუფური პროექტები მოგვცეს გასაკეთებლად. რა თქმა უნდა ჯგუფში მე, ნენე და დემეტრე ვიყავით. ლექცია საათ ნახევარს გაგრძელდა. დრო საშინლად ნელა გადიოდა. როგორც იქნა ლექციაც დამთავრდა და აუდიტორიიდან გავედით.
-პროექტის გასაკეთებლად სად შევიკრიბოთ?- ნენეს ხმამ დაარღვია სიჩუმე
-მოდით აქვე რომ კაფეა მანდ შევიდეთ, რას იტყვით? თან პროექტს გავაკეთებთ თან ვისაუზმებთ
-კარგი იდეაა, დილით არ მისაუზმია. მგელივით მშია
-შენ როდის არ გშია- მუჯლუგუნი გამკრა დემეტრემ
-ოჰო გამოხტა ახლა ეს, ეგ შენ ხარ სულ რომ გშია და სულ რომ ჭამ
-კარგით მორჩი ჩხუბს და წავიდეთ, მეც მშია
ახლომდებარე კაფეში შევედით, ეს კაფე ძალიან მოგვწონდა და როცა ხელში შანსი ჩაგვივარდებოდა სულ ვსტუმრობდით ხოლმე. კარები შევაღეთ თუ არა წიგნებისა და ორქიდეების სასიამოვნო სურნელი ვიგრძენი და მოვდუნდი. კაფეს ლურჯი ფერმა ერქვა მაგრამ თითქმის ვერასდროს ვპოულობდი კავშირს სახელსა და გარემოს შორის. მაგიდასთან დავსხედით, ფანჯრიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა, ისეთი რომ ადამიანს ფიქრს მოანდომებდა, და მეც გავერთე ფიქრებში სანამ ნენს ხმას გავიგონებდი
-კრავაი, რას შეჭამ?
ოფიციანტი უკვე ჩვენს მაგიდასთან მოსულიყო და შეკვეთას იღებდა, მე კი ფიქრებში გართულმა ეს ვერც კი შევამჩნიე.
-დიახ, მე ავიღებ ბლინებს და ცხელ შოკოლადს
-გასაგებია, სამი ცხელი შოკოლადი, ერთი ლორის სენდვიჩი და ორი ბლინი. კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?
-არა, მადლობთ. სულ ესაა.
ოფიციანტი შეკვეთის გადასაცემად წავიდა.
-რას იტყვით, პროექტისთვის რომელი ნახაზი გავაკეთოთ?
-მგონი ნახაზის გაკეთებას ისევ მაკეტის გაკეთებას ჯობია, მეტად გენიალური იქნება და გოჩაც დამატებით ქულებს დაგვიწერს.
-ხო კარგი აზრია, მაგრამ აქ ნივთები არ გვაქვს მაკეტის გასაკეთებლად.
-არაუშავს, ჩემთან შევიკრიბოთ თან არც როზა და არც დედა სახლში არ იქნებიან.
დედაჩემს მაგდალენა ერქვა, ძალიან ლამაზი ქალი იყო. სავადმყოფოში ექთნად მუშაობდა და სახლში თითქმის ვერ ვხედავდი. ან ღამის სმენა იყო ან დილით ისე ადრე მიდიოდა სამსახურში რომ მე ჯერ კიდევ არ მეღვიძა. მაგრამ არასდროს მიგრძვნია მისი მხრიდან უყურადღებობა ან სიყვარულის ნაკლებობა. ჩემთან შეკრებაზე 7 საათზე შევთანხმდით. ვისაზუმეთ და დემეტრემ სახლში მიგვიყვანა. ლიფტი გამოვიძახე მაგრამ როგორც ყოველთვის არ მუშაობდა. კიბეზე ავდიოდი და თან გასაღებს ვეძებდი, როგორც იქნა გასაღები ვიპოვე. უკვე მეხუთე სართულს მივაღწიე და დავინახე ჩვენი სახლის წინა ბინის კარები ღია იყო და ბინის წინ ყუთები ელაგა. ალბათ ახალი მეზობლები უნდა გადმოსულიყვნენ რადგან ამ სახლში დიდი ხანია არავინ ცხოვრობდა. ბინიდან ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა. ჩემზე ორი წლით უფროსი იქნებოდა, ძალიან მაღალი და მომხიბვლელი იყო. მაყვლისფერი თვალები უელავდა, თითქოს შესაძლებლობა ჰქონდა ადამიანების სულში ჩაეხედა და ამოეცნო როგორნი იყვნენ. განიერი მხრები ,მუქი ყავისფერი თმები და დაკუნთული მკლავები ჰქონდა. გაშტერებული ვუყურებდი, თითქოს მოჩვენება დამენახა. მისმა ხმამ გამომაფხიზლა
-გამარჯობა, მე ლევანი ვარ ბინის ახალი პატრონი-
-საღამო მშვიდობის, მე კრავაი ვარ შენი ბინის პირდაპირ ვცხოვრობ-
-კრავაი, როგორი მომნუსხველი და უცნაური სახელია-
-ხო, ჩემს სახელზე მაგას ხშირად ამბობენ- გამეღიმა
ღიმილზე ღიმილითვე მიპასუხა
-სასიამოვნოა შენი გაცნობა კრავაი-
-ჩემთვისაც ლევან, ხომ არ გჭირდება დახმარება ნივთების შეზიდვაში?-
ამ ბიჭმა ძალიან დამაინტერესა და ახლა დახმარება არა ზრდილობის არამედ იმის გამო შევთავაზე რომ მინდოდა მასზე უფრო მეტი შემეტყო.
-მადლობა შემოთავაზებისთვის მაგრამ დარჩენილი რამდენიმე ყუთი ძალიან მძიმეა, მირჩევნია მე შევიტანო-
-კარგი წარმატებები, მომავალ შეხვედრამდე-
-დარწმუნებული ვარ მალე შევხვდებით ასე რომ არ მოხდეს ალბათ უნდა ითქვას რომ ბედი დაგვცინის- გაეცინა
-აშკარად ასეა. ნახვამდის-
-ნახვამდის, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა-
ბინის კარები გავაღე და სახლში შევედი.
YOU ARE READING
ბიჭი შავ კარს მიღმა
Romanceეს ყველაფერი უბრალო მეზობლობით დაიწყო. ბიჭი სახელად ლევანი გადმოდის ახალ ბინაში და ხდება მასზე 2 წლით უმცროსი გოგონას კრავაის მეზობელი. გოგონას ბიჭი პირველივე დანახვისას ინტერესს და სიმპათიას აღუძრავს. კრავაი არასდროს ყოფილა იმ ტიპის გოგო რომელსაც ე...