საშინელი კოშმარი დამესიზმრა. გამომეღვიძა. ოფლში ვცურავდი. ეს კოშმარი პირველად 10 წლის ასაკში ვნახე როცა მამამ დედა მიატოვა და ჩემი თან წაყვანა სცადა. მახსოვს როგორ მიმათრევდა მამა მანქანისკენ , დედა ჩემს თავს არ ატანდა მაგრამ უძლური იყო. გზის მეორე მხარეს გადავდიოდით როცა დარტყმა ვიგრძენი. მე და მამაჩემს მანქანამ დაგვარტყა. მახსოვს დედაჩემის ხმამაღალი კივილი, მახსოვს სასწრაფოსა და პოლიციის სირენების ხმა, მახსოვს როგორ მეხვეწებოდა დედა რომ არ დამეტოვებინა. მამაჩემი იმ დღეს გარდაიცვალა, მე კი ცოცხალი გადავრჩი. ექიმები ამბობდნენ რომ მამას ხელში რომ არ ვყოლოდი აყვანილი შეიძლება ვერც მე გადავრჩენილიყავი. ეს კოშმარი მტანჯავდა 11 წლის განმავლობაში, არ მასვენებდა, მფატრავდა. 14 წლის იმდენად ძლიერი საძილე წამლებს ვსვამდი რომ სიზმრების ნახვა ვეღარ შემძლებოდა. საძილე წამლებს ოთხი თვის განმავლობაში ვსვამდი. მოვიწამლე. დედაჩემს დილით საწოლში მძინარე დავხვდი, პირიდან ქაფი გადმომდიოდა და ფერდაკარგული ვიყავი. დედა პანიკამ მოიცვა, გულის მასაჟების გაკეთება დაიწყო რომ ჩემი გული აემუშავებინა. გონს სავადმყოფოში მოვედი, გვერდით დედაჩემი იჯდა ნამტირალევი, დაღლილი, იმედგაცრუებული სახე ჰქონდა. ექიმებმა ფსიქოლოგთან კონსულტაცია გვირჩიეს რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი. ასაკის მატებასთან ერთად ვაანალიზებდი რომ მამაჩემის სიკვდილში დამნაშავე მე არ ვყოფილვარ, ნამდვილი დამნაშავე თვითონ მამაჩემი იყო. თითქმის წამართვა სიცოცხლის და დედასთან ყოფნის შესაძლებლობა და ამისთვის ალბათ ღმერთმა დასაჯა. ამ ყველაფრის შემდეგ შემზიზღდა ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ალბათ სასაცილო იქნება თუ გაიგებთ რომ მეთორმეტე კლასამდე არც ერთი ბიჭი არ მომწონებია. შემდეგ მომეწონა ბიჭი სახელად ირაკლი, მისი ყურადღების მიქცევა არ გამჭირვებია. სულ მალე წყვილი გავხდით და სკოლის დამთავრებამდე ერთი თვით ადრე დავშორდით. ამ ყველაფრის შემდეგ დამეკარგა ინტერესი ბიჭების მიმართ. დემეტრე ერთადერთი ბიჭი იყო რომელიც მიყვარდა და რომელსაც ვენდობოდი. საწოლიდან ავდექი, სამზარეულოში გავედი და წყალი დავლიე. საწოლში დაბრუნება არ მინდოდა, ყოველი შემთხვევისთვის ჩემს საწოლში. დედას ოთახის კარი შევაღე, და დავინახე იმ ადამიანის სახე რომელიც ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა იმედგაცრუებასა და ტკივილს. დედაჩემი იყო ის ვინც მხარში მედგა ყველგან და ყოველთვის. მაგდალენას ტკბილად ეძინა, ფეხაკრეფით შევედი ოთახში და ლოგინში შევუძვერი.
-რა ხდება ძვირფასო, ხომ კარგად ხარ?
-კი დე, უბრალოდ შენთან მინდოდა დაძინება
დედა ჩამეხუტა და მალე ისევ სხვა სამყაროში გადავეშვი. მაგრამ ეს სამყარო დედას გვერდით სიზმრების იყო და არა კოშმარის.
დილით მაგდალენას კოცნამ და ტკბილმა ხმამ გამაღვიძა. ნეტავ ჩემს მაღვიძარასაც ასეთი ტკბილი, ნათელი ხმა ჰქონოდა.
-დილა მშვიდობის მზეთუნახავო
-დილა მშვიდობის დე- გავუღიმე
დღეს საუზმობისთვის საკმარისი დრო მქონდა და გადავწყვიტე სანამ მაგდა და როზა ემზადებოდნენ მათთვის საუზმე მომემზადებინა.
ბლინები შოკოლადით და ომლეტი მოვამზადე. როზას და მაგდალენას ყავა დავუსხი და მაგიდასთან დავსხედით.
-ძალიან გემრიელი საუზმეა ბატკანო- თბილად გაიღიმა როზამ
-მადლობა, როზა-ლინდა-
ვისაუზმეთ და უნივერსიტეტში წასასვლელად მოვემზადე. ავტობუსი უკვე წასულიყო რადგან გაჩერებაზე 10 წუთი დამაგვიანდა. უეცრად უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა
-გინდა წაგიყვანო?
-ლევან- უკან შევტრიალდი და ლევანი დავინახე. შავი ტყავის ქურთუკი, თეთრი მაისური და ჯინსები ეცვა. მოტოციკლზე იჯდა და ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა.
-გამარჯობა- გაეცინა
-სიამოვნებით მაგრამ უნივერსიტეტში დაგაგვიანდება-
-სულაც არა, ორივე ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ-
-რა?- დავიბენი
-მოიცა შენ რა იცი რომელ უნივერსიტეტში ვსწავლობ?-
-მე ბევრი რამ ვიცი- თვალი ჩამიკრა
-აბა მოდიხარ?-
-ალბათ სხვა დროს უარს ვიტყოდი მაგრამ ახლა ძალიან მაგვიანდება, მე კი პროექტი მაქვს წარსადგენი-
-ხოდა დაჯექი. ისე გავიგე გუშინ ჩემ დას სახლი შეშლია და შენთან ამოყო თავი-
-დას?-
-დიახ, ელენე ჩემი დაა. გუშინ ჩამოვიდა, ერთად ვცხოვრობთ-
-ძალიან სასიამოვნოა. მე ელენე შენი...
წინადადება შევწყვიტე, რატომ უნდა მეფიქრა რამე ახლად გაცნობილ ბიჭზე, ან უარესი მასზე ეჭვიანობა დამეწყო
-ჩემი რა?-
-არაფერი, შეიძლება წავიდეთ?-
-დაბრძანდი- თქვა და ხელში ჩაფხუტი მომაწოდა
ხელები წელზე მოვხვიე ეს ერთდროულად უხერხულიც იყო და სასიამოვნოც.
-ხელები ქურთუკს შიგნით მომხვიე გთხოვ, უფრო გამიადვილდება ტარება-
-ღმერთო- ჩავილაპარაკე ჩემთვის
-კრავაი რამე თქვი?-
-არა-
-მაშინ ხელი მომხვიე და წავიდეთ-
ხელები წელზე ქურთუკს შიგნით მოვხვიე.
-ასე უკეთესია- თქვა მან.
არასდროს მიგრძვნია ისეთი სიამოვნება როგორიც ახლა მოტოციკლზე ჯდომისას. თითქოს თავისუფალი ვიყავი, ამს მთელი გულით ვგრძნობდი. თავისუფლად სუნთქვა, აზროვნება შემეძლო. არ ვიცი ეს მოტოციკლის ბრალი იყო თუ ლევანის. უნივერსიტეტის ჭიშკართან ნენე და დემეტრე მელოდებოდნენ.
-გამარჯობა ბატკანო- მომესალმა დემეტრე და თმები ამიწეწა
ბატკანი იმიტომ შემარქვეს ჩემი სახელი ძალიან წააგავს სიტყვა ,,კრავს“. პირველად ეს სახელი დემეტრემ შემარქვა შემდეგ როზას მოეწონა და ისიც ბატკანს მეძახის ხოლმე.
-ბატკანი, ორიგინალური ზედმეტ სახელია- ჩაეცინა ლევანს
-ხო დემეტრემ მოიფიქრა-
-მაგარი სახელია ძმაო ყოჩაღ-
-აბა რას ამბობ ძმაო- გაეცინა დემეტრეს
-ბავშვებო ეს ჩემი კარის მეზობელია, ლევანი. ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობს-
-სასიამოვნოა შენი გაცნობა- თითქოს დაიმორცხვა ნენემ
-ჩემთვისაც-
-აბა წავედით, ლექციაზე გვაგვიანდება- თქვა დემეტრემ და ორივეს ხელი გადაგხვია.
აუდიტორიაში შევედით და ამოჩემებულ ადგილებზე დავსხედით. ეს ადგილები ძალიან მომწონდა, აქედან ყველასთვის თვალ-ყურის დევნება შემეძლო. არ გეგონოთ ვინმე “stalker” ვარ უბრალოდ როცა აქ ვარ თითოეულ ადამიანს ჩემეული ხედვით ვაფასებ.
-მოდი მე დავიწყებ იმის ახსნას თუ რა და როგორ გავაკეთეთ, ეგ ყველაზე ადვილი და მოკლე ტექსტია- ცინიკურად თქვა დემეტრემ
-კარგი მაშინ მე ძირითად ნაწილს ვიტყვი, კრავაი შენ კი დასასრული თქვი-
-ხო ბატკანს უყვარს კულმინაციების გაკეთება- გადაიხარხარა დემეტრემ
-დემეტრე ახლა თუ არ მოკეტავ შენი ცხოვრების კულმინაციას გავაკეთებ- გამეცინა
მე და დემეტრე დაჯილდოვებულნი ვიყავით სარკაზმით, ერთმანეთს არცერთ სიტყვას არ ვარჩენდით. ნენე სარკაზმული საერთოდ არ იყო და არც სიტყვებზე გამოგყვება, ალბათ იმიტომ რომ ხალხის აზრს ყურადღებას არ აქცევს და თავისი გააქვს.
-კარგით ბავშვებო ვის აქვს სურვილი პირველმა გააკეთოს პრეზენტაცია.
ხელი არც ერთს არ აგვიწევია, არ ვიცი დემეტრემ ან ნენემ რატომ არ აიწიეს მაგრამ მე ფიქრებში იმდენად ვიყავი გართული რომ გოჩას ლაპარაკს ყურადღებას ვერ ვაქცევდი.
-რადგან თავისით გამოსვლის სურვილი არავინ გამოთქვა მოდით მე გადავწყვეტ ვინ გააკეთებს პირველი პრეზენტაცია.
-მოდი ნიძლავი დავდოთ პირველს ჩვენ ჯგუფს გამოიძახებს- თვალები გადაატრიალა დემეტრემ
-ამ კაცის გადაკიდება გვაკლდა- აჰყვა ნენე
-მოდით ქალბატონო კრავაი, პირველი თქვენი ჯგუფის პრეზენტაციას მოვისმენთ
-ადექით ბავშვებო-
აუდიტორიის წინაშე დავდექი და ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ განსჯის საგანი ვიყავი და საყვედურებით და სალანძღავი სიტყვებით მამკობდნენ. ყოველთვის მეშინოდა ხალხის წინაშე გამოსვლის, მეშინოდა რომ ჩემზე იჭორავებდნენ და დამამცირებდნენ. ეს ფიქრები ზრდასრული კრავაის გონებაშიც შემორჩა და მისგან თავის დაღწევა უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა და როგორც დემეტრემ ივარაუდა დამატებითი ქულებიც მივიღეთ.
-აღსანიშნავად კლუბში მიმყავხართ-
-დემეტრე ხომ იცი ეგეთ ადგილებში არც მე დავდივარ და არც ნენე-
-კარგით რა მოსაწყენი ბებიებივით იქცევით-
-მე თანახმა ვარ წამოსვლაზე-
ნენეს თანხმობამ გამაკვირვა, არ მეგონა წასვლას თუ მოინდომებდა. დემეტრესთან შედარებით არც მე და არც ნენეს არ გვიყვარდა ხმაურიანი ადგილები და განსაკუთრებით ღამის კლუბები სადაც ჩემსა და ნენეს ნაირ გოგონებს არაფერი არ ესაქმებოდათ. ალბათ დაინტერესდებით თუ რას ვგულისხმობ ჩემსა და ნენეს ნაირ გოგონებში არა? ჩვენ ალკოჰოლს ან მის შემცველ სასმელებს არ ვსვამდით, ხმაურიანი მუსიკა არც ერთ არ გვხიბლავდა, ცეკვა არც ერთმა არ ვიცოდით და ღლაბუცი ჩვენი საქმე საერთოდ არ იყო. აი რას ვგულისხმობ როცა ვამბობ რომ ჩვენნაირი გოგონები ისეთ ადგილებს არ მიეკუთვნებიან როგორიცაა ღამის კლუბები.
-კარგი და კრავაი, ვიცი ასეთ ადგილებში მე და შენ არ დავდივართ მაგრამ ერთხელ მაინც შეიძლება ცდა, არაფერი დაშავდება-
-არ ვიცი-
-ძალიან კარგად იცი, დღეს საღამოს ცხრა საათზე მოგაკითხავ და მზად დამხვდი-
-კარგი ხო, საღამოს 9 საათზე მზად ვიქნები-
ჭიშკართან გამოსულს ლევანი დამხვდა, ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა. მაღალი, ქერა, მოკლე კაბა და „crop top“-ი ეცვა. თმები ცხენის კუდად შეეკრა და იმხელა საყურეები ეკეთა შიგნით უპრობლემოდ გაეტეოდი. ლევანმა შეგვამჩნია და ნელი ნაბიჯებით ჩვენკენ წამოვიდა.
-გამარჯობა ბავშვებო როგორ ხართ?-
-კარგად ძმაო შენ?-
-ასევე ძმაო ასევე-
-როგორ ჩაიარა პირველმა დღემ, როგორც ჩანს უკვე გოგოების გული დაიპყარი- თვალით ქერათმიან გოგოზე ანიშნა ლევანს
-არა ზმა რა სისულელეა, უბრალოდ კურსელია-
-ჩემს ყოფილ შეყვარებულზეც ეგრე ვამბობდი მახსოვს- გადაიხარხარა დემეტრემ
ლევანი ჩემკენ მობრუნდა და თავისი მაყვლისფერ თვალთა მზერა მომაპყრო. არ ვიცი რატომ მოქმედებდა ეს ადამიანი ასე ძალიან ჩემზე, მაგრამ ფაქტი იყო ძლიერი შარმი ჰქონდა. ადრე ჩემს აქსიომებს ვიგონებდი და ვინიშნავდი. ბოლო აქსიომა მაშინ დავწერე რაც ირაკლის დავშორდი. არასდროს მისცე გარეგნულ შარმს შინაგანის დაფარვის უფლება. და ეს აქსიომა ერთ-ერთი ჩემი საყვარელია სხვა რამდენიმეს შორის.
-გინდა სახლში წაგიყვანო?-
-არაა საჭირო, დემეტრე წამიყვანს მაგრამ მადლობა ყურადღებისთვის-
-როგორც თქვენ ინებებთ ქალბატონო ბატკანო- გაეცინა ლევანს
დემეტრემ ცინიკურად შემომხედა ჯერ მე და მერე ლევანს
-ძმაო ხომ დასაშვებია შენი დარქმეული ზედმეტ სახელის გამოყენება?-
-აბა რას ამბობ ლევან დასაშვებია აბა რა- ორივემ გადაიხარხარა
-აბა ხვალამდე-
-კარგად ლევან-
მანქანის უკანა სავარძელში ჩავჯექი და ყურსასმენები გავიკეთე. ჰორიზონტს ვუყურებდი, შემდეგ კი ეს ჰორიზონტი სიბნელედ გადაიქცა. ვიღაცის ნაზმა შეხებამ გამაღვიძა
-კრავაი მოვედით- ნენე იყო
-კარგით წავედი, შეხვედრამდე- მანქანიდან ზოზინით გადავედი
ბინაში ავედი და გასაღების ძებნა დავიწყე, უეცრად კარი გაიღო და დედა დავინახე. გამიკვირდა ასე ადრიანად არასდროს მოდის სახლში. მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი კითხვის თავი არ მქონდა ამიტომ მივესალმე და დასაძინებლად წავედი. ისევ ბოლო ხმაზე ვუსმენდი ლანა დელ რეის “Yes to heaven”. ყურსასმენებით და ტანსაცმლით ჩავწექი ლოგინში და დავიძინე. დამესიზმრა ბაბუა და მე ტყეში გვირილების მოსაკრეფად ვიყავით წასული და ვიცინოდით. შემდეგ მდინარის ნაპირთან ჩამოვჯექით და მდინარეში კენჭების ჩაყრაში ვეჯიბრებოდით, ვინც უფრო შორს გადააგდებდა კენჭს გამარჯვებულიც ის იყო. ბაბუა მე მაგებინებდა თამაშში და მხიარულად იცინოდა.
-ყოჩაღ ბაბუ, როგორ ისროლე ქვა. რომ გაიზრდები ძლიერი გოგო გაიზრდები-
ბაბუას ჩასახუტებლად წავედი მაგრამ მაღვიძარამ დარეკა და მეც გამომეღვიძა სიზმრიდან, სადაც შემეძლო ისევ ბაბუასთან ყოფნა და დროის გატარება.
YOU ARE READING
ბიჭი შავ კარს მიღმა
Romanceეს ყველაფერი უბრალო მეზობლობით დაიწყო. ბიჭი სახელად ლევანი გადმოდის ახალ ბინაში და ხდება მასზე 2 წლით უმცროსი გოგონას კრავაის მეზობელი. გოგონას ბიჭი პირველივე დანახვისას ინტერესს და სიმპათიას აღუძრავს. კრავაი არასდროს ყოფილა იმ ტიპის გოგო რომელსაც ე...