საღამოს ნენეს და დემეტრეს ველოდებოდი, მანამდე კი დაძინება გადავწყვიტე. კარზე კაკუნის ხმამ გამომაღვიძა. თვალები გავახილე, ტელეფონი ჩავრთე და უცებ საწოლიდან წამოვვარდი. უკვე 7:15 წუთი იყო, ალბათ უკვე უნდა მოსულიყვნენ. გაწეწილი თმებით, ფეხშიშველი გავვარდი კარებისკენ და გავაღე. ხელში ახალი კარის მეზობელი ლევანი შემომრჩა. დავიბენი, ამასთან გამახსენდა რომ მოუწესრიგებელი ვიყავი რადგან ახლა ხანს გამომეღვიძა, თმები აწეწილი მქონდა და ალბათ ვინ იცის შეიძლება ლევანი დავაფრთხე კიდეც. ზოგადად თავდაჯერებული ადამიანი ვიყავი, არასდროს მქონდა იმის განცდა რომ დამცინოდნენ, ზურგს უკან ჩემზე იცინოდნენ და ასე შემდეგ. მიყვარდა მაკიაჟის წასმა და აქსესუარები მაგრამ ნორმის ფარგლებში რა თქმა უნდა. უფრო თავდაჯერებული ვხდებოდი როცა მაკიაჟი მესვა და გემოვნებიანად მეცვა, მაგრამ ხშირად ასე არ ხდებოდა. თუ ცუდ ხასიათზე გავიღვიძებდი სულაც არ მადარდებდა როგორ გამოვიყურებოდი ან რას ჩავიცვამდი. ამ დროში ადამიანებს სილამაზით და სიმდიდრით განსჯიან. მე არასდროს მინდოდა გავმხდარიყავი განსჯის საგანი, მაგრამ შეიძლება ყველა სურვილი არ ხდება.
-კიდევ გამარჯობა-
-გამარჯობა ლევან-
-შენთან სათხოვარი მაქვს, დახმარება მჭირდება-
-რა თქმა უნდა გისმენ-
სულ დამავიწყდა მისი სახლში შემოპატიჟება, თითქოს შემრცხვა კიდეც ეს აქამდე რომ არ გავაკეთე.
-შემოდი გთხოვ, ცოტა სტუმართმოყვარეობის გამოჩენა დამავიწყდა- გამეცინა
სახლში შემოვიდა და პერიოდულად იღიმოდა ჩემს ნათქვამზე
-ხომ ხედავ ბედი საერთოდ არ დაგვცინის, ძალიან მალე დაუგეგმავს მომავალი შეხვედრა. რას იტყვი?-
-ყველაფერს ბედს ხომ არ მივწერთ, ასე მალე რომ დადგა მომავალი შეხვედრა შენი დამსახურებაა. აბა გისმენ, რაში გჭირდება ჩემი დახმარება?-
-ლამის გადამავიწყდა. უნივერსიტეტში განცხადება დავწერე ჩარიცხვის თაობაზე, მითხრეს პასუხს მეილით გამოგიგზავნითო, მაგრამ სახლში ინტერნეტი არაა და მეც ვერ ვამოწმებ ჩავირიცხე თუ არა-
-ანუ ჩემი ინტერნეტით სარგებლობა გჭირდება?-
-ლოგიკურად დიახ-
-არაა პრობლემა, ინტერნეტის პაროლია „მძინარე მზეთუნახავი“-
-რატომ მაინცდამაინც „მძინარე მზეთუნახავი“?
-პატარაობაში ბაბუა მეძახდა ხოლმე, რადგან სულ მეძინა-
-ახლა სადაა?-
-ალბათ უკეთეს ადგილას, მისნაირი ადამიანები ხომ სამოთხეში მიდიან-
ბაბუის გახსენებამ დამანაღვლიანა. ჩემში ის ცარიელი ადგილი გამახსენა რომლის ამოვსებაც ვერასდროს შევძელი. 6 წლის ვიყავი როცა ბაბუა გარდაიცვალა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ტყიდან დაბრუნებულს სახლში ბევრი ადამიანი დამხვდა, მახსოვს გამიხარდა ამდენი ადამიანის სტუმრობა მაგრამ მოსვლის მიზეზს ვერ ვხვდებოდი. მაშინ რომ მცოდნოდა იმ ადამიანს ვკარგავდი რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მომენატრებოდა უფრო დიდხანს ვიქნებოდი მის გვერდით. ბაბუას ორგანიზმს ჩირქი მოსდებოდა და გადარჩენის ცოტა შანსი ჰქონდა. ბოლოს სავადმყოფოში ვნახე, მოგატყუებთ თუ ვიტყვი რომ ბუნდოვნად მახსოვს რადგან გონებიდან ეს მომენტი არასდროს ამომსვლია. ყოველთვის თავს ვადანაშაულებდი და ვტუქსავდი იმის გამო რომ ბოლოჯერ როცა ჩახუტება მთხოვა არ ჩავეხუტე რადგან ისეთ მდგომარეობაში იყო შემეშინდა. მას მერე მძულს ექიმები რაც ბაბუაჩემი ვერ გადაარჩინეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინაა მთელი გულით მძულს სიტყვა და საქმიანობა ექიმი.
-ვიზიარებ, არ ვიცოდი- აღმოთქვა ლევანმა მისუსტებული ხმით
-რა თქმა უნდა არ იცოდი, შენ ხომ ჩემზე არაფერი იცი-
-იქნებ უკეთ მინდა შენი გაცნობა?-
-მოტივი?-
-არაა საჭირო მოტივი იმისთვის რომ მეგობარი შეიძინო ან ვინმეს შესახებ მეტის გაგება გინდოდეს-
-ვერ დაგეთანხმები. ყველაფერს სჭირდება მოტივი, სიყვარულსაც კი. გიყვარს მაშინ როცა ხვდები რომ გჭირდება, გაბედნიერებს, ღიმილს გგვრის, ენდობი-
-მომწონს რომ ყველა გოგოსავით ჩემს ყოველ წინადადებას არ ეთანხმები და საკუთარი აზრის გამოხატვა შენთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს-
-მაპატიე მაგრამ მიმზიდველი ბიჭებიც კი ვერ მართმევენ რაციონალურად აზროვნების უნარს-
-და შენ ამბობ რომ შენთვის მიმზიდველი ვარ?-
-შეამოწმე ჩაირიცხე თუ არა უნივერსიტეტში?-
-ახლავე გავხსნი წერილს-
ტელეფონს დიდი ხანი აკვირდებოდა, არაფრის მთქმელი გამოხედვა ჰქონდა მანამ სანამ
-მოვხვდი, ჩამრიცხეს უნივერსიტეტში-
-გილოცავ, ძალიან კარგია-
მისმა თვალებმა კვლავ ნათება დაიწყო, კვლავ იკითხებოდა მის თვალებში ჩასახული ბედნიერება, აღტაცება, შიში, სიმტკიცე. სახლის კარები გაიღო და სახლში ნენე და დემეტრე შემოვიდნენ.
-კრავაი, გინდა საკეტის სრული ფუნქცია განგიმარტო? საკეტი- გამოიყენება კარების დასაკეტად რადან სახლში არავინ შემოგვეჭრას-
-შენც საღამო მშვიდობის დემე-
-გამარჯობა კრავაი- უსუსური კატასავით ამოიკნავლა ნენემ
-მგონი ჩემი წასვლის დროა, მადლობა დახმარებისთვის-
-არაფრის, მიხარია თუ დაგეხმარე-
ლევანი კარებისკენ წავიდა, მეც უკან გავყევი. კარის ზღურბლს გადააბიჯა და კიდევ ერთხელ გადამიხადა მადლობა დახმარებისთვის. მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ ლევანი ჩემზე იმდენად მაღალი იყო მხრებამდეც ვერ ვწვდებოდი, არადა არ ითქმოდა ჩემზე “დაბალიაო“. აშკარად მაღალი ვიყავი ჩემი ასაკისთვის. 5 ივლისს 21 წლის ვხდებოდი. ჩემი დაბადების დღე ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა, დიდი ხანია აღარ აღმინიშნავს არც დიდ და არც ოჯახურ წრეში. ვხედავდი როგორ მიდიოდა ლევანი მისი სახლის კარისკენ და როგორ გაუჩინარდა შავ კარს მიღმა. ვიცოდი ნენე და დემეტრე ბევრ შეკითხვას დასვამდნენ ახალ მეზობელზე მაგრამ ჯერ მათთვის არ ვაპირებდი იმის თქმას რომ ამ ბიჭმა მომხიბლა, რადგან ასე არასდროს არ ხდებოდა. არც ერთ ბიჭს არ ვაფასებდი გარეგნობით და არავინ მომწონებია ისე როგორც ლევანი, ამიტომ გადავწყვიტე ეს უცნაური შემთხვევა ჩემი საიდუმლო ყოფილიყო. საიდუმლოები არასდროს მქონდა გარდა ერთისა რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრებაა ვინახავ და რაც დიდი ხანია შინაგანად მჭამდა. ოთახში დავბრუნდი, ნენეს მაკეტის გასაკეთებელი ყველა საჭირო ნივთი მაგიდაზე დაეწყო, დემეტრე კი აქეთ იქით დადიოდა.
-ვინ იყო ეს ბიჭი?- იკითხა ნენემ
-დღეს გადმოვიდა პირდაპირ ბინაში, უნივერსიტეტიდან დაბრუნების დროს შევხვდი და გამოველაპარაკე-
-და ახლა აქ რაღა უნდოდა?- თითქოს გაბრაზებული ყოფილიყო დემეტრე
-ინტერნეტი სჭირდებოდა იმის გასარკვევად მოხვდა თუ არა უნივერსიტეტში და მეც ჩემის გამოყენების უფლება მივეცი-
-ხომ არ შეგაწუხა?- არ წყნარდებოდა
-დემეტრე აზვიადებ, არ შევუწუხებივარ იმით რომ ჩემი ინტერნეტი გამოიყენა-
დემეტრე ძმასავით იყო და ხშირად ძალიან “overprotective” ხდებოდა ჩემი და ნენეს მიმართ. მას შემდეგ რაც ჩემმა ყოფილმა რომელიც დემეს ახლო ძმაკაცი იყო სხვა გოგოსთან მიღალატა, შემდეგ კი მემუქრებოდა რომ არავისთან მეთქვა ეს ამბავი თითქმის ფიზიკური შეურაცყოფა მომაყენა, დემეტრე ძალიან მეამბოხე გახდა. მახსოვს სკოლის ეზოში როგორ ეგდო დასისხლიანებული ბიჭი და მას დემეტრე გამწარებული მუშტებს ურტყამდა იმდენად შემძრა გარკვეული პერიოდით ლაპარაკიც კი შევწყვიტე. ვაფასებდი იმას რომ ჩვენზე ზრუნავდა მაგრამ არანაირი სახის ძალადობას არ ვეთანხმები, განსაკუთრებით კი ფიზიკურს.
-კარგი გეყოს დემეტრე, მოდით მაკეტზე დავიწყოთ მუშაობა- შეაწყვეტინა ნენემ.
მაკეტზე მუშაობას საათ ნახევარი მოვანდომეთ, მაგრამ შედეგი იმდენად კარგი იყო რომ ამხელა დროის დახარჯვად ღირდა. ნენე და დემეტრე კარამდე გავაცილე.
-ალბათ გოჩას შექება არ აგვცდება- გადაიხარხარა ნენემ
-ეგ ისეთი ძუნწი კაცია თუ არ გაგლანძღა რას შეგაქებს- აჰყვა დემეტრე
დემეტრემ ლიფტი გამოიძახა
-როგორც ყოველთვის გაფუჭებულია, ამის დედაც-
-ერთი შენ ხარ სპორტსმენი და მეორე მე კაილი ჯენერი-
-ოჰო, რა შედარება გააკეთა ერთი ამანაც- გაიცინა დემეტრემ
დემეტრე ბავშვობიდან კალათბურთს თამაშობდა, ეს ასე ვთქვათ მისი ჰობი იყო. როცა 15 წლის იყო ფეხი სერიოზულად დაიზიანა და კალათბურთს ჩამოშორდა. მრავალი ოპერაციისა და მედიკამენტის შემდეგ ისევ დაუბრუნდა კალათბურთს და ახლაც კი უნივერსიტეტში სიარულის მიუხედავად კალათბურთის მიტოვებაზე მტკიცე უარს განაცხადებს. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ნენე და დემეტრე კიბეზე დაეშვნენ. სახლში შევედი. 5 წუთი არ იქნებოდა გასული რომ კარზე ისევ კაკუნი მომესმა. ვიფიქრე ნენეს ან დემეტრეს რამე დარჩათ და უკან მობრუნდნენ, კარი გავაღე და ჩემს წინ სრულებით უცხო გოგონა აღმოჩნდა.
-გამარჯობა, ეს ლევან ჭანტურიას ბინაა?-
-არა ბინა შეგეშალათ-
-არადა მგონი ეს კორპუსი იყო მითითებული მესიჯში-
- პირდაპირ რომ ბინაა იქ გადმოვიდა ახალი მეზობელი, ლევანი. ალბათ მას ეძებთ-
-დიახ ალბათ ასეა, ბოდიში შეწუხებისთვის-
-არაუშავს-
კარი დავხურე. ცნობისმოყვარეობამ ამიტანა, ვინ იყო ის გოგო ლევანისთვის , ან რატომ ეძებდა. ცდუნებას ავყევი და საჭვრეტში დავიწყე ყურება. თავი დეტექტივი მეგონა, ჩემი მოვალეობა იყო გამეგო რა საერთო ჰქონდათ ამ გოგოსა და ლევანს. კარი გაიღო და ლევანი გამოვიდა შემდეგ კი ისე მაგრად ჩაიკრა გოგონა გულში უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა რომ შეყვარებული იყო. ვიეჭვიანე. ცხოვრებაში არასდროს მიეჭვიანია ბიჭზე რომელისაც სულ რამდენიმე საათი იყო რაც ვიცნობდი. ეს ძალიან უჩვეულო იყო ჩემნაირი უკარება გოგოსთვის.
YOU ARE READING
ბიჭი შავ კარს მიღმა
Romanceეს ყველაფერი უბრალო მეზობლობით დაიწყო. ბიჭი სახელად ლევანი გადმოდის ახალ ბინაში და ხდება მასზე 2 წლით უმცროსი გოგონას კრავაის მეზობელი. გოგონას ბიჭი პირველივე დანახვისას ინტერესს და სიმპათიას აღუძრავს. კრავაი არასდროს ყოფილა იმ ტიპის გოგო რომელსაც ე...