სახლის კარზე დავაკაკუნე. კარი როზამ გააღო.
-სიურპრიზი- დავიყვირეთ
-ოო ღმერთო დიდებულო- როზას იმდენად გაუკვირდა მგონი გონს ჯერაც ვერ მოდიოდა
-მოგენატრე ბებო?-
-როგორ არ მომენატრე ჩემო სიცოცხლე-
-მოიცა, როზა მეგონა სიტყვა ბებო გაბერებდა- ვითომდა გაბრაზებული გამომეტყველება მივიღე
-კარგი რა ბიძაშვილო ხო იცი ბებოს მე უფრო ვუყვარვარ- გაიცინა გიორგიმ
-იოცნებე- ხუმრობაში ავყევი
-კარგით ცინიკოსებო, ხომ იცით ორივე ძალიან მიყვარხართ-
სახლში შევედით და როზამ გიორგი გულში ისე მაგრად ჩაიკრა მეგონა თვალებით შველას ითხოვდა. როგორც ჩანს დედა სახლში ჯერ არ იყო მოსული ან მოვიდა და იმდენად დაღლილი იყო რომ პირდაპირ დასაძინებლად წავიდე. დედა ზოგჯერ დამატებით საათებსაც მუშაობდა ხოლმე. ჯერ კიდევ სკოლის დასრულების პერიოდში დედას ძალიან იშვიათად ვხედავდი რადგან სულ მუშაობდა და ჩემი უნივერსიტეტისთვის ფულს ინახავდა. დედას ყოველთვის ყველაზე მეტად ვაფასებდი და თანა-ვუგრძნობდი ამიტომ მტკიცედ გადავწყვიტე რომ ისე კარგად ვისწავლიდი რომ 100%-იან გრანტს ავიღებდი და სასწავლებელში უფასოდ ჩავირიცხებოდი. წიგნებს თავს ვაკლავდი და ამან გაამართლა. როგორც ამბობენ ხოლმე სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდება. უნივერსიტეტში გარკვეული პერიოდის შემდეგ სტიპენდიაც დამენიშნა. ახლა კი როცა ვხედავდი დედა კიდევ დამატებით საათებს მუშაობდა გადავწყვიტე მუშაობა დამეწყო, მაგრამ ამის შესახე ჯერ არავისთვის არაფერი არ მითქვამს, არც ნენესა და დემეტრესთვის. დედას ოთახის კარები გაიღო და გარეთ გამოვიდა. ახალი გაღვიძებული იყო. თმები აწეწილი ჰქონდა და ისე უხდებოდა რომ ასე მოვლილ თმასაც ვერ მოიხდენდა ადამიანი. დედა ულამაზესი ქალი იყო და ამას დღითიდღე უფრო მკაფიოდ ვხედავდი.
-აქ რა ხდება- გიორგის დანახვა გაუკვირდა დედას
-როგორ ხარ ბიცოლა?-
დედა და გიორგი ერთმანეთს გადაეხვივნენ, მაგრამ მაგდალენას როზასავით არ გაუგუდია გიორგი.
-რატომ არ გვითხარი რომ ბრუნდებოდი?-
-სიურპრიზი აღარ გამომივიდოდა-
-დედა და მამაც ჩამოვიდნენ?-
-არა, ჯერჯერობით მარტო მე დავბრუნდი-
-ძალიან კარგი-
მე და როზამ ვახშამი მოვამზადეთ. დედას დახმარება უნდოდა მაგრამ თან ეტყობოდა როგორი დაღლილი იყო ამიტომ უარით გავისტუმრეთ. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. საფრანგეთზე, უნივერსიტეტზე, თითოეულის ცხოვრებაზე. უკვე 5 საათი იყო და ახლახან გამახსენდა რომ 6 საათზე ნაყინის საჭმელად რომ მივდიოდით. ჩემს ოთახში გავედი და დემეტრეს დავურეკე.
-საღამო მშვიდობის ბატკანო-
-დემე მომისმინე, 6 საათზე ნაყინის საჭმელად მივდივართ მე, შენ, ლევანი, ნენე და ელენე-
-კარგი რა, რა დროს ნაყინია, მოიცა რა თქვი? ელენეც მოდის?-
ჩემთვის გამეღიმა, ვიცოდი დემეტრეს ელენე რომ მოსწონდა და აუცილებლად წამოვიდოდა.
-კი ელენეც იქნება. მისამართს მოგწერ. ნენეს უთხარი და იქ შევხვდეთ-
-კარგი ბატკანო-
მისაღებ ოთახში დავბრუნდი და დედას და როზას ვუთხარი რომ სანაყინეში მივდიოდით. დემეტრემ იცოდა წასვლას რომ ვაპირებდით ამიტომ არ გაჰკვირვებია. ტელეფონზე მესიჯი მომივიდა.
ლევანი: ელენე თავის სამხატვრო სახელოსნოშია და იქიდან ტაქსით წამოვა
მე: თუ საქმე აღარ აქვს ჩვენ მივაკითხოთ
ლევანი: მუშაობა დიდი ხანია დაასრულა
მე: მაშინ გავუაროთ და ჩვენ წავიყვანოთ
ლევანი: კარგი ასე იყოს
YOU ARE READING
ბიჭი შავ კარს მიღმა
Romanceეს ყველაფერი უბრალო მეზობლობით დაიწყო. ბიჭი სახელად ლევანი გადმოდის ახალ ბინაში და ხდება მასზე 2 წლით უმცროსი გოგონას კრავაის მეზობელი. გოგონას ბიჭი პირველივე დანახვისას ინტერესს და სიმპათიას აღუძრავს. კრავაი არასდროს ყოფილა იმ ტიპის გოგო რომელსაც ე...