გარდერობი გამოვაღე და შავი კაბა გამოვიღე, ეს კაბა უკვე დიდი ხანია აღარ მცმია. კაბა და მაღალყელიანი ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, მაკიაჟი გავიკეთე და მისაღებ ოთახში გავედი. შოკი, გაოცება, აღფრთოვანება და გაკვირვება ვიგრძენი როცა სასადილო მაგიდასთან მჯდომი ლევანი და ელენე დავინახე. მაგიდასთან როზა, დედა და კიდევ ერთი დედას ხნის ქალიც ისხდნენ. დაბნეული თვალებით ვიყურებოდი და ვერ გამეგო აქ რა ჯანდაბა ხდებოდა. რა ესაქმებოდა ლევანს ჩემს სახლში? ან ვინ იყო ის უცხო ქალი? თავში ძალიან ბევრი კითხვა მიტრიალებდა მაგრამ პასუხები არსად ჩანდა. ლევანი უცნაური თვალებით მიყურებდა, ვერ ამოვიცანი რა ემოცია გამოიწვია მასში ჩემმა დანახვამ, ის ძნელად ამოსაცნობი იყო და ამით უფრო მიზიდავდა. თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა. უცნობი ქალი ღიმილით მიყურებდა. ტელეფონი ახმაურდა, დემეტრე მირეკავდა.
-გისმენ დემეტრე- დაბნეული ხმით ვუპასუხე ზარს
-ბატკანო უკვე შენს ბინასთან ვარ, არ ჩამოდიხარ? თუ გინდა ამოგაკითხო?- ვგრძნობდი რომ ამის თქმისას იცინოდა
-5 წუთი მაცადე და ჩამოვალ-
-სად მიდიხარ ძვირფასო?-
-ნენესა და დემეტრესთან ერთად კლუბში, ძალიან მთხოვეს წასვლა-
-ხომ მაგრამ ჩვენ ხომ სტუმრები გვყავს?-
სულ დამავიწყდა რომ სტუმრებს მივსალმებოდი და ამის გამო თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი
-გამარჯობა ლევან, ელენე-
-როგორც ჩანს ერთმანეთს უკვე იცნობთ-
-მე და ლევანი რამდენიმე დღის წინ შევხვდით კორპუსში, ელენეს კი კარები აერია-
-ეს ლევანის და ელენეს დედა და ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარი ლინდაა-
გავშეშდი. დედაჩემი იცნობდა ბიჭის დედას რომელიც მომწონდა, უფრო მეტიც ის მისი საუკეთესო მეგობრის შვილი იყო რომლის შესახებ ჩემთვის არაფერი არ მოუყოლია.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-
-ჩემთვისაც საყვარელო, იმაზე ლამაზი ყოფილხარ ვიდრე დედაშენი აღგწერდა-
-დიდი მადლობა-
-იქნებ სახლში დარჩე კრავაი, სტუმრებთან უხერხულია-
-კარგი დედა დემეტრეს ვეტყვი-
-არა ღმერთო ჩემო მაგდალენ გოგონას გეგმებს ნუ ჩაუშლი-
კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.
-მე გავაღებ დე-
დემეტრე და ნენე იყვნენ. დემეტრეს ჯინსის მოსასხამი, თეთრი მაისური და შავი ჯინსები ეცვა. ნენეს კი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები, მოკლე ვარდისფერი კაბა და ღია ფერების მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული. აი ისეთი ნენეს სახელს რომ ყვიროდა.
-რა ლამაზი ხარ- ვუთხარი ნენეს
-მადლობა კრავაი შენც-
-მადლობა 5 წუთის მნიშვნელობა რატომ გაზარდე და მე რომ არ შემაქე-
-დემეტრე რა თავის ტკივილი ხარ, შემოდით- სახლში შემოვიპატიჟე
-საღამო მშვიდობისა ქალბატონებო- დემეტრეს გაუკვირდა ლევანის დანახვა, სულ არ მიკვირს ამ ფაქტმა ხომ მეც გამარკვია და სულ დამაბნია.
-მაგდა დეიდა რამდენიმე საათით კრავაი უნდა მოგტაცოთ მე და ნენემ-
-დემეტრე ვერ წამოვალ სტუმრები გვყავს, შენ და ნენე გაერთეთ მე სხვა დროს შემოგიერთდებით-
-არაა საჭირო შეგიძლია წახვიდე, მაგრამ იქნებ ლევანი და ელენეც წაგეყვანათ აქ მოიწყენენ-
-აი რატომ მიყვარხართ ასე მაგდა, ყოველთვის გამოსადეგი აზრები მოგდით-
-რა თქმა უნდა დემეტრე, მაგრამ ლევანი და ელენე რა აზრის არიან წამოსვლაზე?-
ლევანს შევხედე, მანაც შემომხედა და მიხვდა რომ მინდოდა ჩვენთან ერთად კლუბში წამოსულიყო.
-სიამოვნებით თუ ელენეც თანახმა იქნება-
-მეც მინდა წამოსვლა-
მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ ელენე არაამქვეყნიურად ლამაზი იყო. მბზინავი, კაშკაშა ყავისფერი თვალები, ლამაზი სხეულის ფორმები, სახის ნაკვთები, ლამაზი თმები და შესაშური ღიმილი ჰქონდა. მისი ხმას კი დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა. ძალიან ლამაზი იყო და არ გამკვირვებია რომ ადრე მასზე ვიეჭვიანე, მაგრამ ეს ახლა სულელურ საქციელად მეჩვენებოდა რადგან ელენე ლევანის და იყო.
-მაშინ ჩვენ წავალთ, გემრიელად მიირთვით ქალბატონებო- დაემშვიდობა დემეტრე ყველას
-ლევან და დემეტრე გოგონებს თქვენ გაბარებთ- თქვა მაგდამ
-არ ინერვიულოთ, მივხედავთ-
-გენდობი ლევან-
-მე არა?- ჩაახველა დემეტრემ
-ოხ შენც აბა რა. მასხარა ხარ- თქვა დედამ და დემეტრეს ჩაეხუტა
-კარგად გაერთეთ- თქვა ლინდამ
ლინდა ძალიან ლამაზი ქალი იყო ალბათ ყველა კაცის გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა მის დანახვაზე. და როგორც შვილებს, ლინდასაც არაჩვეულებრივი ღიმილი ჰქონდა. სულში ჩამწვდომი, ყველაზე ბნელსაც რომ გაანათებდა. უცებ ის და დედაჩემი ერთმანეთს ისე მივამსგავსე მეც კი გავოცდი ამით. სახლიდან გავედით და დემეტრეს მანქანისკენ დავიძარით. არასდროს მიყვარდა წინა სავარძელში ჯდომა ამიტომ წინ სულ ნენეს ვაჯენდი. ვუყურებდი და ვხედავდი როგორ შესცქეროდა დემეტრე ელენეს, დიდი დრო არ დამჭირვებია იმის მისახვედრად რომ გოგონა ძალიან მოეწონა. დემეტრეს მუჯლუგუნი გავკარი რომ ჩემკენ შემოეხედა
-რა ხდება? სახეზე რა გჭირს?-
-რა მჭირს? პომადა მაცხია?- გაეცინა
-მაგას არ ვგულისხმობ დემეტრე, ელენე მოგეწონა?-
-ელენე, რა ლამაზი სახელი აქვს არა?-
-წამოდი მანქანაში ჩაჯექი, გადარეულო-
უკანა სავარძელში გოგოები დავსხედით, წინ კი ლევანი და დემეტრე. როგორც მჩვევია კვლავ ჰორიზონტს, ვარსკვლავებსა და მთვარეს შევცქეროდი. მაგრამ დღეს თვალს სხვა რამაც მჭრიდა. ლევანი. დავინახე სარკიდან რამდენჯერმე გამომხედა და თბილად გამიღიმა, მეც ღიმილზე ღიმილითვე ვუპასუხე. კლუბში რომელშიც მივდიოდით „სფეისჰოლი“ ერქვა. მანქანიდან გადმოვედით და კლუბში შევედით. მუსიკა ბოლო ხმაზე უკრავდა, ხალხი ყვიროდა, იცინოდა, იქაურობა ლამაზი ფერებით იყო აჭრელებული.
-წამოდით ბარისკენ წავიდეთ რამე სასმელი ავიღოთ- ხმამაღლა თქვა დემეტრემ რადგან მუსიკის ხმაში ძნელი იყო სიტყვების გარჩევა.
-გამარჯობა ტრუდი, თუ შეიძლება ხუთი ლუდი მომეცი-
-დემე მე ალკოჰოლს არ ვსვამ წამოსვლამდე გაგაფრთხილე-
-არც ჩვენ ვსვამთ- თქვა ელენემ
-ლევან ძმაო შენ ხომ მაინც დალევ რამეს- ლევანს მხარზე ხელი დაადო დემეტრემ
-ორი ლუდი თუ შეიძლება- თქვა ლევანმა
-ლევან როგორი სიურპრიზია აქ შენი დანახვა-
ისევ ის ქერა თმიანი გოგონა იყო რომელსაც უნივერსიტეტში ელაპარაკებოდა.
-ქეთა, სასიამოვნოა შენი ნახვა-
-ჩემთვისაც-
რაც უფრო ხშირად ვხედავდი ამ გოგოს მით უფრო ვგრძნობდი მისგან წარმოშობილ საფრთხეს რომელსაც რატომღაც სახელს ვერ ვარქმევდი. ბარმენმა კოლა და ლუდი მოგვაწოდა.
-როგორც ჩანს თქვენი გოგოები არ სვამენ, მოსაწყენია-
-უფრო მოსაწყენია დათვრე, რეალობის შეგრძნება დაკარგო და ვერ მიხვდე რომ ცხოვრება სასმლის და ნარკოტიკების გარეშე უფრო ლამაზი აღსაქმელია- თავი ვეღარ შევიკავე
-ეს გოგონა მომწონს, სახალისოა-
-ნეტავ შემეძლოს შენზეც იმავეს თქმა- ჩამეცინა
-სიტუაცია უნდა განვმუხტოთ- უხერხულად გაიღიმა დემეტრემ
-მოდით შეჯიბრი მოვაწყოთ ვინ უფრო მეტს დალევს-
-კარგი აზრია ქეთა მომწონს-
-არც ისე კარგი აზრია დემეტრე, საჭესთან ხარ-
-არაუშავს ტაქსის გამოვიძახებთ, მიდი რა-
-არა შენ და ქეთამ დალიეთ მე თავს შევიკავებ-
-კარგი რა ძმაო-
-არაყი გვჭირდება ტრუდი, ბევრი არაყი- დაიყვირა დემეტრემ.
ტრუდის ჩაეცინა. ქეთამ და დემეტრემ იმდენი დალიეს ფეხზე ძლივს იდგნენ.
-წამოდი ნენე შენი საყვარელი სიმღერაა ვიცეკვოთ- თქვა დემეტრემ
-წამო ლევან ჩვენც ვიცეკვოთ რა-
-ქეთა არ ვცეკვავ- მტკიცედ უპასუხა ლევანმა მაგრამ ქეთამ ხელი ჩაავლო და საცეკვაო მოედნისკენ გაიტაცა. ბართან დავრჩით მე და ელენე.
-სხვათა შორის რაც ქეთას უთხარი სიმართლე იყო, მომეწონა-
-დაუმსახურებლად არც ვაკადრებდი ასეთ რამეს-
ვუყურებდი როგორ იკლაკნებოდა ქეთა ლევანის სხეულზე და ეს მიჩენდა ზიზღის შეგრძნებას მის მიმართ. ეტყობოდა თავაშვებული და ურცხვი გოგო რომ იყო. ფიქრებიდან ელენეს ხმამ გამომიყვანა
-არ ვართ დაინტერესებული-
თავს ოთხი ბიჭი გვედგა და საცეკვაო მოედანზე გვიწვევდა. ეტყობოდათ ძალიან ბევრი ალკოჰოლი უნდა დაელიათ, ნორმალურად ვერ ლაპარაკობდნენ აზროვნებაზე რომ არაფერი ვთქვათ. უეცრად ერთ-ერთმა ბიჭმა ელენეს მკლავზე ხელი წაავლო და ძალით მიჰყავდა მოედნისკენ
-ხელი გაუშვით, უკვე გითხრათ რომ არ უნდა წამოსვლა-
და ვცადე რომ ბიჭის ხელი ელენეს მკლავიდან მომეშორებინა მაგრამ მეორე ბიჭმა ხელი წამავლო და მთელი ძალით მომიჭირა. ბიჭს ფრჩხილი ჩავარჭე და თავი გავითავისუფლე ხმამაღლა დაიღრიალა ტკივილისგან და ხელი ისე მკრა რომ იატაკზე დავეცი.
-რას აკეთებთ შე ნაბი**არო- ლევანის ხმა გავიგე
დემეტრე და ნენეც მოვიდნენ. დემეტრემ ბიჭს რომელსაც ელენეს ხელი ეჭირა სახეში შემოარტყა და ძირს დააგდო. ლევანი ფეხზე წამოდგომაში დამეხმარა.
-რამე ხომ არ დაგიშავეს?-
-არაფერია კარგად ვარ-
დავინახე როგორ ჩაეჭიდა დემეტრეს ელენეზე ხელი მეორე ხელით კი ნენეს იცავდა. ლევანი კი ფეხზე მყარად დგომაში მეხმარებოდა რადგან დაცემისას ფეხი ვიღრძე და თავს ძლივს ვიკავებდი. დემეტრეს სახეში მუშტი მოხვდა და წარბიდან სისხლი წამოუვიდა. დანარჩენი ორი ბიჭი შეტევაზე გადასულიყვნენ და წამის მეასედებში ლევანი და დემეტრე იმ ოთხ ბიჭთან ჩხუბობდნენ. ნენეს და ელენეს ხელი ჩემზე ჩაეკიდებინათ რომ ტავი შემემაგრებინა. დაცვა მოვიდა და ჩხუბიც დასრულდა. ყველანი გარეთ გავედით და მანქანაში ჩავსხედით. მანქანას ლევანი მართავდა რადგან არ დაულევია. დემეტრე წინა სავარძელში დაჯდომაში დამეხმარა რადგან ფეხი საშინლად მტკიოდა და უკან ვერ გავშლიდი. დემეტრე და ნენე სახლებში მივიყვანეთ. დემეტრეს მანქანას ხვალ მე მივუყვანდი. ბინასთან მივედით. ელენე და ლევანი მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარნენ და სახლისკენ წავედით. კიბეებზე ასვლა არ გამჭირვებია რადგან მესამე სართულზე ვცხოვრობდით.
-ღამე მშვიდობის კრავაი, იმედია ხვალ უკეთ იქნები. მადლობა რომ დამიცავი-
-მგონი ვერ დაგიცავი ტუ ამას გავითვალისწინებთ მე თვითონ გავხდი დასაცავი- ფეხზე დავიხედე
-ღამე მშვიდობის- ელენე ბინაში შევიდა მაგრამ ლევანი არ შეყოლია
ახლაღა შევამჩნიე რომ ლევანს ტუჩი გახეთქილი ჰქონდა და სისხლი მოდიოდა
-ლევან სისხლი მოგდის- ტუჩთან ხელი მივუტანე
-არაფერია გადავრჩები- გაიღიმა
ჩემი ხელი აიღო და დამხედა
-ეს დაცემისას იტკინე-
-არა ერთ ერთმა ბიჭმა მომიჭირა ხელი-
-რამდენი სახეობის ნაბი**არს აღარ გადაეყრები ამ კლუბში. სახლში რომ მიხვალ ყინული დაიდე-
-კარგი. ღამე მშვიდობის ლევან-
-ღამე მშვიდობის კრავაი-
ლევანი დაელოდა ბინაში როდის შევიდოდი და შემდეგ თვითონაც სახლში შევიდა.
YOU ARE READING
ბიჭი შავ კარს მიღმა
Romanceეს ყველაფერი უბრალო მეზობლობით დაიწყო. ბიჭი სახელად ლევანი გადმოდის ახალ ბინაში და ხდება მასზე 2 წლით უმცროსი გოგონას კრავაის მეზობელი. გოგონას ბიჭი პირველივე დანახვისას ინტერესს და სიმპათიას აღუძრავს. კრავაი არასდროს ყოფილა იმ ტიპის გოგო რომელსაც ე...