6

121 15 3
                                    

უკვე ერთი თვეა ჯონგუკთან ერთად ვცხოვრობ,თავს რათქმაუნდა კარგად არ ვგრძნობ რადგან მის ხარჯზე ვცხოვრობ.ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება რომ, ჩემი კომიქსების ხატვა ისევ გავაგრძელო. აქ უკვე ყველა საჭირო ნივთი მაქვს,ჩემი ძველი სახლიდან ყველაფერი წამოვიღეთ სანამ ფერფლად იქცეოდა და რათქმაუნდა ამას იუნგის გარდა ვინ გააკეთებდა!? ვგრძნობ რომ ჯონგუკის მიმართ გულგრილი არ ვარ და სიმპათიებიც გამაჩნია,მაგრამ ის რას ფიქრობს ჩემზე არ ვიცი. ჩემს სამუშაო მაგიდასთან დავჯექი და კომიქსის ხატვა დავიწყე,გვერდით კი ჩემი საყვარელ ყავას ვსვამდი, ნახევარი საათის შემდეგ კარზე ზარია რამაც გამაკვირვა რადგან ჯონგუკი არასდროს რეკავს ზარს. ნელა

წამოვდექი ქვევით ჩავედი და კარები გავაღე, იქ კი მხოლოდ წერილი დამხვდა ავიღე კარი დავკეტე და წერილი გავხსენი.

"კარგად გარრთე შენს საყვარელთან"

მხოლოდ ეს ეწერა სხვა არაფერი, არც სახელი იმის თუ ვინ გამოგზავნა მაგრამ ეჭვები ისევ იუნგიზე მაქვს. შიშის გრძნობამ დამიარა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ისევ ჩემი კომიქსების ხატვა განვაგრძე.

***
ზუსტად ერთი კვირა მომდიოდა ასეთი წერილები, სხვადასხვა წარწერებით როგორიცაა:

" ალბათ მოგენატრე არა ?"

" სანამ დრო გაქვს დატკბი ამ ბედნიერებით"

" როგორი საყვარელი ხარ როცა გეშინია"

" ძალიან მენატრება შენი შეშინებული სახის ნახვა "

" მალე შევხვდებით ჰაჰა მალე ნახავ როგორი იქნება სისხლში ამოსვრილი ჯეონი "

" ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომენატრე სულ ცოტაც და შენს ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვაქცევ "

ბოლო წერილმა ძალიან შემაშინა მაგრამ ჯონგუკს ისევ არაფერს

ვეუბნებოდი,ეჭვი კი ისევ იუნგიზე მქონდა,შიში ძალიან მიპყრობდა მაგრამ ჯონგუკთან არაფერს ვიმჩნევდი.

- სახლში ვარ - მისაღებში ჯონი შემოვიდა, როგორც ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდა.

- მინი რა გჭირს რატომ ხარ ანერვიულებული ? - მკითხა, მე ისევ ჩუმად ვიყავი ხმის ამოღება არ შემეძლო.

- გთხოვ მითხარი რატომ ნერვიულობ ასეთს ვერ გიყურებ - მის ხმაში ვამჩნევდი რომ ჩემზე ღელავდა.

- ჯონ..გუუ... - ცრემლებს უფლება მივეცი ჩემს სახეზე ჩამოვარდნილიყო მეტის მოთმენა

აღარ შემეძლო,ძალიან მეშინიდა ამას ვეღარ დავმალავდი, ისტერიული ტირილი ამივარდა გუკი გულში მიკრავდა და ჩემს დამჩვიდებას ცდილობდა.

- გთხოვ მითხარი რატომ ტირიხარ პატარავ,გევედრები მითხარი რა გჭირს - უკვე მოთმენა არც მას შეეძლო. კითხვებს მაყრიდა მე კი ვტიროდი.

- გუკი რაღაც უნდა გითხრაა... - შეპარვით ვუთხარი

- მითხარი პატარავ, მითხარი რა გჭირს - მითხრა და შუბლზე მაკოცა, მე კი მის მკერდს მივეკარი.

- ერთი კვირის განმავლობაში რაღაც წერილები მომდიოდა თავიდან

ყურადღებას არ ვაქცევდი მაგრამ ბოლოს ძალიან შემეშინდა მითხრეს რომ სისხლში ამოსვრილი გნახავდი, ჯონგუუ... - ისევ მის მკერდზე ვტიროდი და მას ვეკვროდი.

- პატარავ მაჩვენე წერილები,გთხოვ ნუ გეშინია შენთან ვარ და არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს.

მას მოვშორდი ჩემს ოთახში ავედი ერთ-ერთი უჯრიდან წერილები ავიღე და ქვევით ჩავუტანე მაშინვე ყველა წერილი წაიკითხა.

- არ შეგეშინდეს ყველაფერს მოვაგვარებ - მითხრა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა მეც მალევე ავყევი როგორ ვნატრობდი ამ ტუჩებს არც კი მჯერა რომ ეს რეალობაა.

ყოველთვის დაგიცავ [Jikook] Where stories live. Discover now