ერთი კვირის შემდეგ :
?? Pov :
ჩემი პირადი თვითმფრინავით ჩამოვედი სეულში, რადგან გადავწყვიტე ჩემი პატარებიც თან წამომეყვანა, ბიჭებს ვუთხარი რომ ჩემი პატარები სახლში მიეყვანათ მე კი ჩემს მანქანაში ჩავჯექი და კომპანიისკენ დავიძარი,
დიდი ხანია იქ არ ვყოფილვარ მომენატრა აქაურობა .
მალევე კომპანიასთან გავაჩერე მანქანა, დაცვამ მაშინვე მიცნო თავი დამიკრა და მანქანის გასაღები გამომართვა მე და დანი კომპანიაში შევდით, ისევ ისეთი ლამაზია ყველაფერი, არაფერი შეცვლილა. სვლა ჯონგუკის კაბინეტისკენ დავიწყეთ, ყველა თავს მიკრავდა და
ღიმილით მესალმებოდნენ, სიმართლე ვთქვა მომენატრა ეს გრძნობა. ლიფტში შევედი და მე-13 სართულს დავაჭირე .- ახლებიც არიან - მითხრა დანიმ როცა ლიფტში შევედით,
- ჰო მეც შევამჩნიე მაგრამ ხომ იცი მალე აღარ იქნებიან - ეშმაკურად შევხედე მას კი ჩაეცინა, მალევე ლიფტიც გაიღო და გამოჩნდა გუკის კაბინეტიც, დაუკაკუნებლად შევედი და წინ ვიღაც ბიჭი და ჯონგუკი შემეფეთა რონლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ .
- ახხხ ჩემი საწყალი თვალები - დავიწუწუნე
- ნუნა დაკაკუნება არ იციი ? - მანაც
დაიწყო წუწუნი- შე უსინდისო შენს რჩეულს ღალატობ ? - ვუყვურე,დანი არ შემომყოლია თქვა რომ სემის ნახვა უნდოდა .
- რაა ? ნუნა ესაა ჯიმინი - მითხრა და ხელი ბიჭს წელზე შემოხვია.
- ამმ მაპატიე, ჯიმინ რადგან ერთმანეთი პირველად ვნახეთ მეგონა გღალატობდა - ვთქვი დარცხვენილმა მან კი გაიღიმა.
- არაფერია - ჩემთან ახლოს მოვიდა ხელი გამომიწოდა და მითხრა - მე ჯიმინი ვარ პაკ ჯიმინი.
- ჯეონ ლიზი - მეც ხელი ჩამოვართვი.
- რაა ? გუკი შენ და გყავს ? - გუკის კითხა მე კი ამაზე გამეცინა.
- კი უბრალოდ ის საქართველოში ცხოვრობდა და მაგიტომ ვერ გაგაცანი.