2

151 18 1
                                    

ჭამის შემდეგ ისევ მისაღებში გავედით,ამჯერად ბამმა ბიჭის ფეხებთან დაჯდა და ცქერა დაიწყო.

- მოსწონხარ.
- რა ?
- ბამს მოსწონხარ, ის უცხოებთან ასე არ იქცევა ხოლმე.
- გასაგებია - თქვა და ბამს გახედა .
- მოდი ერთმანეთი გავიცნოთ,მე ჯეონ ჯონგუკი ვარ 25 წლის, ერთ ერთი მსხვილი კომპანიის უფროსი და დიზაინერი,როგორც ხედავ ამ საყვარელ არსებასთან ერთად ვცხოვრობ - ჩემს სიტყვებზე ჩაეღიმა, ღმერთო რა საყვარელია,უეცრად ბამმა თავი კალთაში ჩაუდო ბიჭი კი შეკრთა.

- მომისმინე, არ შეგეშინდეს მას მოსწონხარ არაფერს დაგიშავებს. -თავზე მოეფერე კარგი ? - ბიჭმა ნელა თავი დამიქნია და ფრთხილად გადაუსვა თავზე ხელი, ბამი კი გაირინდა, ბიჭს ეტყობოდა რომ ცოტა დამამშვიდა.

- მ..მე პარკ ჯიმინი ვარ 23 წლის,მე სახლიდან ჩემს ნახევარძმას გამოვექეცი.
- რატომ ?
- მა..ნ.
- მან ?
- მ...ან ჩემი მოკვლა ს..ცადა,გთხოვთ დამეხმარეთ - ჯიმინმა ტირილი დაიწყო და ბამმაც იგრძნო მისი მღელვარება და უფრო მიეკრა.
- კარგი დამშვიდდი,გთხოვ არ იტირო დაგეხმარები კარგი ?
- მ...მართლა ძალიან დიდი მადლობა.
- უკვე გვიანია უმჯობესია დაისვენო. ოთახს გაჩვენებ - ჩემს გვერდით სტუმრების ოთახში შევიყვანე, კარადიდან პიჟამა გამოვიღე და საწოლზე დავდე.

- მადლობა ყველაფრისთვის.
- არაფრის ღამე მშვიდობისა.
- ღამე მშვიდობისა - მეც და ბამიც ოთახიდან გავედით და ჩემს ოთახში შევედით მაშინვე ვიბანავე,დავწექი და ბამსაც დავუძახე რომელიც ოთახში თამაშობდა, ჩემთან მოვიდა და გვერდით მომიწვა.

ჯიმინის pov :
ძალიან სასიამოვნო ადამიანია ჯონგუკი და ბამიც ძალიან საყვარელია უბრალოდ ჯერ კიდევ მეშინია მისი, მადლობა ღმერთს რომ სახლიდან არ მომისროლა. მალევე დავწექი და სიზმრების სამყაროში გადავეშვი .

***
გვიან ღამით მეღვიძება და ვიღაცის ძლიერ სუნთქვას ვგრძნობ სახესთან ახლოს, შეშინებული ვახელ თვალებს და უფრო ვშინდები როცა ბამს ვხედავ მახსენდება ჯონგუკის სიტყვები და ნელა ვეფერები ბამს მალევე კი ისევ მეძინება.

ყოველთვის დაგიცავ [Jikook] Where stories live. Discover now