თავი 1

2.2K 72 10
                                    

- სებასტიან ჩვენ ის ვიპოვეთ.

კარები შეაღო ენზომ და სებასტიანის ფიქრები სასწრაფოდ გაფანტა. ბიჭმა თვალები ენზოს მიაპყრო, სამუშაო მაგიდიდან წამოდგა და ნელ-ნელი ნაბიჯებით მას მიუახლოვდა.
ენზოს სახეზე ღიმილი გადაჰკროდა. გამარჯვებისმაგვარი ღიმილი.

- ადამიანმა, რომ შემოგხედო იფიქრებს, ისეთი პიროვნება იპოვე ვისაც წლებია ეძებ.

ჩაიცინა და მეგობარს მხარი გაჰკრა. ენზო წამში დასერიოზულდა, სებასტიანის მსგავსად მხრებში გაიმართა, რამოდენიმე წამში სებასტიანმა და ენზომ კაბინეტი დატოვეს, დერეფანში გზას გაუდგნენ. სებასტიანის უზარმაზარ სახლში მხოლოდ ამ ორის ფეხის ნაბიჯების ხმა ისმოდა. კიბეს მიუყვებოდნენ და ხმას არ იღებდნენ.
უცნაურია არა? ცხოვრობდე ოთხსართულიან, უზარმაზარ სახლში და სახლში მხოლოდ ორი პიროვნება და რამოდენიმე დაცვა იმყოფებოდეს.

- სად არის ის?

იკითხა სებასტიანმა, როდესაც უკვე პირველი სართულისკენ მიმავალ კიბეს მიუყვებოდნენ.

- სამზარეულოშია. ჩვენი ბიჭები არიან მასთან, მაგრამ სებასტიან, - ბიჭის შეჩერება სცადა ენზომ, მაგრამ ამაოდ, სებასტიანი გზას დაადგა სამზარეულოსკენ და ბიჭის სიტყვები დააიგნორა, - ოო, ღმერთო ჩემო სებასტიან გაჩერდი და ორი წუთით მაინც მომისმინე!

ენზომ სებასტიანს ხელები მკლავებზე ჩასჭიდა და მისკენ შეატრიალებინა თავი. სებასტაინმა ენზოს ხელები მკლავებიდან მალევე მოიშორა, მოაჯირს მიეყრდნო და ენზოს გახედა.

- კარგი ენზო გისმენ, რა ხდება?

- სანამ მას გაუმკლავდები, მამაშენმა მთხოვა შენთვის გადმომეცა, მის კაბინეტში გელოდება.

- ჯოზეფი მოიცდის.

ხოო ჯოზეფ დე ლუკა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მამაკაცი იტალიაში. ჯოზეფს ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს ხალხში. ყველა იცნობს მას როგორც მხიარულ, გავლენიან, მოსიყვარულე და ყველაზე მთავარი მზრუნველი მშობლის სტატუსით, მაგრამ რათქმაუნდა ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი უბრალო მასკები, უბრალო ნიღბებია.

მისი თვალებიWhere stories live. Discover now