თავი 18

532 42 65
                                    


შეემზადეთ ჩემო საყვარლებო ცეცხლი თავიაა 🤭🤭
_________________________________________
და ხუთი ოქტომბერიც დადგა.
დღევანდელი დღის წვეულების, შემდეგ ჯეისი და დათა საგვარეულოს მმართველის ტიტულს საჯაროდ მიიღებენ და ოფიციალურად დაიწყებენ საგვარეულოების მართვას.
წვეულება საფრანგეთში გაიმართება. კაიზენის ერთ-ერთ ვილაში და იქ თავს მოიყრის ხალხი, ყოველივე ფენიდან.
ოთხივე საგვარეულოში დილიდანვე არეულობა სუფევდა და ის რომ ჯეისი ჯერ კიდევ კაიზენთან იმყოფებოდა რომანოებს საქმეს უფრო ურთულებდა.

- წესით უნდა ჩამოსულიყო და წვეულებაზე ოჯახი ერთად უნდა წავსულიყავით.

ამბობს ემა და იზაბელს კაბის არჩევაში ეხმარება.
გოგონას ჯეისისმსგავსი ქერა თმა და დედას მსგავსი ნარინჯისფერი თვალები ჰქონდა.
კარადის წინ იდგა და უამრავ კაბას შორის ვერ აერჩია თუ რომელი ჩაეცვა. არ იყო მიჩვეული წვეულებაზე სიარულს და არც ემა და ბრეიდენი არ აძალებდნენ, მაგრამ დღევანდელი დღე ხომ ჯეისისთვის მნიშვნელოვანი იყო.
ამიტომ იზაბელის იქ ყოფნაც მნიშვნელოვანი გახლდათ..

- ვიცი საყვარელო, მაგრამ ასე გადმომცა კაიზენთან ერთად მოვალო..

ამბობს ბრეიდენი და ჰალსტუხს ეჩალიჩება.
ბოლოს როდესაც ვერაფერს ხდება მის წინააღმდეგ იკურთხება და ემას უბრუნდება.

- შეგიძლია მომეხმარო?

ემაც ჯერ ქალიშვილს უყურებს, შემდეგ კი ქმარს.
" ორი მოუხერხებელი. " გაიფიქრა თავში და ბრეიდენის ჰალსტუხის შეკვრა დაიწყო, როდესაც შეკრა ბრეიდენს საყელო გაუსწორა და დაამატა.

- ორმოცდაშვიდი წლის ხარ. დროა ჰალსტუხის შეკვრა ისწავლო. მოგიწევს სადმე ისეთ ადგილას წასვლა სადაც გვერდით მე არ გეყოლები და მერე ნეტავი რის გაკეთებას აპირებ?

ბრეიდენი ტუჩის კუთხეს ტეხავს და ემას გაჰყურებს რომელსაც თმები კვლავ წითლად შეეღება და ვაღიაროთ ძალიან უხდებოდა.
ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ ქალი რომელიც მათ თვალ წინ იდგა ორმოცდახუთი წლის იყო..

მისი თვალებიWhere stories live. Discover now