თავი 14

596 34 24
                                    

🔞🔞🔞🔞🔞🔞🔞
________________________________________
კაი ნიშნის მოგებით უფროსს თავს უკრავს და მანქანის გასამზადებლად მიემართება, ხოლო კაიზენი კი კაბინეტს ტოვებს და მძიმე ნაბიჯებით დედის ოთახისკენ მიემართება, მესამე სართულიდან მეორე სართულზე ჩადის, კარებს აგრესიულად აღებს და ოთახში დაკაკუნების გარეშე შედის.

ოლივიას ხალათი მოეცვა და ყავით ხელში ფანჯარასთან იჯდა. გარემოს ათვალიერებდა რა დროსაც კარი ხმაურიანად გაიღო და ოთახში კაიზენი შევიდა. მაშინვე დივანზე დაეშვა და დედას მკვლელი მზერით გახედა.

- შენ ჯეისის დასახვედრად არ უნდა წასულიყავი?

ეკითხება ბიჭს, ისე რომ მზერას ფანჯარას არ აშორებს. ფანჯრიდან ყვავილებით სავსე ბაღის ხედი იშლებოდა. თავის დროს ამ ადგილას ეს ყვავილები ჰენრიმ და ოლივიამ ერთად დარგეს. ოლივია ამ ყვავილებზე ჰენრის სიცოცხლეშივე ზრუნავდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ კი ეს ადგილი მათი მოგონებების შემნახავი გახდა.

- დედა, რის მიღწევას ცდილობ?

ოლივია ყვავილების ბაღს მზერას სწყვეტს და შვილისკენ 360 გრადუსით ტრიალდება.

- უკაცრავად?

კაიზენი ღრმად სუნთქავს და დედას ხმამაღლა ეპასუხება.

- რის მიღწევას ცდილობმეთქი?!
რატომ თანხმდები ისეთ საკითხებს რაც მე მეხება და რატომ მაიძულებ გავწვრთნა მამაჩემის მკვლელის შვილი?

ოლივია ხმამაღლა ოხრავს, ყავით სავსე ფინჯანს, ფანჯრის რაფაზე ტოვებს, ბიჭისკენ მიიწევს და მის გვერდით ჯდება.

- შვილო.. კაიზენ.. საბოლოოდ უნდა აღიარო, რომ რომანოები ჩვენი მტრები არ არიან...

ამბობს და შვილის ხელებს თავისასში იქცევს. კაიზენი მალევე იშორებს დედის ხელებს.

- არა დედა ისინი მტრები არიან!
მათ მამა მომიკლესს, გესმის?!
ბრეიდენმა მე და ირისს მამა მოგვიკლა?!
ეს მე ვიყავიი, ვუსმენდი თუ როგორ წერდა საახალწლო წერილებში პატარა ირისი, რომ უნდოდა მამა ენახაა!
ის მამის გარეშე გაიზარდა წარმოდგენა მაინც თუ გაქვს ახლა რას ვამბობ?!
მაგრამ საიდან გექნება წარმოდგენა როდესაც შვილს ყურადღებას თითქმის საერთოდ არ აქცევ...
ბრეიდენისს გამოო მოკვდაა ჰენრიი..

მისი თვალებიWhere stories live. Discover now