-კიმ დამმალე!-თეჰიონი ხელებს ატრიალებს, ვერ გაუგია ამ ომეგას თავი აქვს დარტყმული თუ სულ ასეთი იყო.
-ვის ემალები?-კიმი გრძელ ჟაკეტშია გახვეული, იუნგის კალთაში ლეკვი უზის და თვალები აქვს შუბლზე ასული.
-მამიკოჩემს.-ბუზღუნებს იუნგი.
-ამჯერად რა დააშავე?
-აუ შენ სულ მე მაბრალებ, ჩემი მეგობარი ხარ თუ მაგის?
-ენა გააჩუმე და მოყევი ახლა.
-აუ, მამამ ჰოსოკზე გაიგო, ამისთვისაც უთქვამს და მოკვდა კაკანით, მაგ ალფას დაშორდიო, მკვლელიაო, ასეთიაო ისეთიაო და ვიჩხუბეთ.
-მართალია, ჯერ მაგის მეგობარი რომ იცოდეს სუბინმა საერთოდ კარში არ გაგაყოფინებდა თავს.-კმაყოფილი იყურება თეჰიონი, იუნგის ლოყები აქვს დაბერილი, პირის გასაღებად ემზადება რომ წუწუნით მოკვდეს და თეჰიონიც მიაქოქოლოს.
-შენ რაღაც ხშირად ახსენებ ჰოსოკის მეგობარს.
-ჰო, მიყვარს და სულ ვნატრობ.-იგესლება თეჰიონი.
-ჰო კიდევ მაქვს თხოვნა.
-ახლა შენი ნერვები მქონდეს ნეტა,-თეჰიონი ვერ იტანს თხოვნებს, თან იუნგის პატარა თხოვნა არასოდეს აქვს. ქოლდფლეის კონცერტზე წაყოლა, ფერების ფესტივალზე ტინგიცი და ასეთი რამეები უყვარს.
-ნუ იქნები ტრაკი.
-ჰო და ვინც არაა ტრაკი მიდი და იმას მიადექი თხოვნებით.
-ჰო და რას გეუბნებოდი, ე.ი ზეგ მე და შენ სასეირნოდ მივდივართ.
-მე რატომ მოვდივარ, მარტო გრცხვენიათ?
-არა, მამიკომ მომაწია როცა არ უნდა დავრეკო ყოველთვის თეჰიონთან იყავიო და თუ რამე ვითომ შენთან ერთად ვარ რა.
-მოდი რა გააჯვით, მე სუბინს არ მოვატყუებ.
-შენ რომ მოგწონს იმ შანელის ჩანთას გაჩუქებ.
-რომელ საათზე მივდივართ?-თეჰიონს არ მოსწონს სხვების დაგეგმილი აქტივობები, მაგრამ თუ ამისგან გამორჩენას მიიღებს, რატომაც არაა.
