6

693 63 31
                                    

ჯონგუკის პირსინგი ერთადერთი მანიშნებელია იმის, რომ ალფას ოდესღაც წარბი ჰქონდა. ორივე წარბი ნულზე აქვს გაპარსული, თმა კი ავატარი აანგის სტილში, ერთადერთი ისარი ახატია თავზე, შავი და მოკლე ბეწვებით.

თეჰიონი უაღრესად კმაყოფილია, კმაყოფილებას მთელი არსებით განიცდის ჩადენილისაგან. ჯერ მაშინაც ძლივს შეიკავა თავი ალფა რომ დაინახა.

-ეგრე მოგიხდება,-ჩაიდუდღუნა სიცხიანმა ომეგამ, როდესაც გაიგონა როგორ ჩართო ჯონმა საპარსი, დარჩენილი თმაც რომ აეღო.

-პატარა, ბოროტი ჭინკა ხარ.

-კაი წამოსატყაპუნებელი თავი გქონია, ჯონგუ.

-ბოდიში ხომ მოგიხადე, ეს აუცილებელი იყო?-ბრაზობს ალფა, ცდილობს თეჰიონზე არ ანთხიოს თავისი ბრაზი, მაგრამ გაჭირვებით გამოსდის.

-ბოდიში ჯონგუკ, მართლა მაპატიე.-ომეგა თვალს არიდებს, ზუსტად ორი წამი და ისევ მისკენ ატრიალებს თავს.

-უიიი, თმა არ ამოგივიდა? მეგონა ბოდიში ყველაფერს გამოასწორებდა.-იღიმის კიმი. დივანზეა წამოკოტრიალებული, რომელიც გაშლილი აქვთ, რადგან გასულ ღამეს ერთად ეძინათ.

ალფა მშვიდად ჯდება დივანზე, აზრი არააქვს ამ ციცქნასთან კამათს, დააშავა და ღირსია, სამაგიერო გადაუხადონ, მაგრამ ასეთი? ომეგას ფინჯნიდან სვამს ჟოლოს ჩაის. სულს უბერავს სანამ უკან დაუბრუნებს რომ ისედაც ცხელი ენა უფრო არ დაეწვას ქერას.

-მცივა, გუკ.-წუწუნების კიმი, ალფას მუცელთან ასრიალებს ხელს და მაგრად ეკრობა ტანზე.

-გათბობოას ბოლომდე ავუწიე, დაიძინე და გათბები, ჩემო ლამაზო.-გავარვარებულ შუბლზე კოცნის ქერას.

-მშია, მაგრამ ვერაფერი ვჭამე, ყელი მტკივა.-შესაბრალისად ხავ-ხავებს ომეგა.

-უკვე დავურეკე დაცვას, ჩემი მზარეული საოცრებებს ახდენს, წვნიანებსა და პიურეს გამოგვიგზავნის, აი ნახავ შეჭამ და ეგრევე გაგივლის ყველაფერი.

ველური სასახლიდან Where stories live. Discover now