5

443 56 9
                                    

თეჰიონი ცდილობს ძლიერი დარჩეს, როგორც გამტაცებლებისგან გაიგო "ბოსი" საღამოს მოვა და თავად მიხედავს ომეგას, რომელმაც ყველას, ვინც მიუახლოვდა სახეზე ფრჩხილების ღრმა კვალი დააჩნია. თეჰიონს შიშისგან გონება აქვს გათიშული.

კიმი დიდ სახლში მიიყვანეს, ფანჯრიდან რომ გადაიხედა დაასკვნა, რომ მინიმუმ მესამე სართულზეა გამოკეტილი. ირგვლივ იმის გარდა ვერაფერს აღიქვამს რომ კარში გორილები დგანან ფანჯრის მიღმა კი დიდი თხრილია. ომეგას ნერვები ეშლება, ყველა გზა მოუჭრეს. თითებს იწვალებს, პირს არ აკარებს მორთმეულ საჭმელს, არც წყალს სვამს, ეშინია რომ რამეს გაურევდნენ. პირველად ცხოვრებაში ღამის დადგომა აშინებს, ბინდი ნელ-ნელა ეპარება მთებს და ბოლოს სულ მთლად ღამდება.

  ომეგა მომთმენად ელოდება განაჩენს, გადაწყვიტა ძლიერი დარჩეს, კარის საკეტში გასაღების ჩხაკუნი ისმის და შეშლილი თვალებით, რომელშიც მოჩვენებითი სიმამცე ჩასდგომია ხისფერ მასალას მისჩერებია. ნაცნობი შავი თვალები თავიდან ფეხებამდე სწავლობენ, ომეგას სამის დათვლაც არ სჭირდება, კი არ გარბის მიფრინავს ალფასკენ. ჯონგუკი ფართოდ შლის მკლავებს მკერდში მალავს აქვითინებულს, ბრაზით უყურებს კარს მიღმა გაქვავებულ სხეულებს.

-ომეგა შემიშინეთ?!-გრგვინავს ჩუმად, მაგრამ ყველას ესმის გარდა თეჰიონისა, ომეგას ჯერ კიდევ აკანკალებს და საკუთარი ქსუტუნის იქეთ ვერაფერს ისმენს, მხოლოდ ჯონგუკის მკერდიდან წამოსულ ვიბრაციას გრძნობს.

-მორჩა, კიმ, აქ ვარ, ნუ გეშინია.-თეჰიონი უარს აცხადებს ალფას გაშვებაზე, ჯონი კარს კეტავს, მასზე მიკნუტული ომეგა ხელში აჰყავს, საწოლზე ეწყობა პირდაპირ მანტოთო და ყელიანი ფეხსაცმლით.

თეჰიონს ხმა აღარ ამოუღია, დაახლოებით თხუთმეტ წუთში სუნთქვა დაურეგულირდა, მისმა სხულმაც შეწყვიტა თრთოლვა და ჯონგუკმაც შეძლო საწოლიდან ადგომა და შესაფერისად ჩაცმა.

ველური სასახლიდან Where stories live. Discover now