აქ ვიღაცამ გამოცდები ახსენა? :)
----------
ორი დაწყევლილი თვის მანძილზე საინტერესო არაფერი მომხდარა. ჯონგუკი ჯიუტად აგრძელებდა მამამისის სამეგობროს შეკრებებზე სიარულს, არც ერთ ივენთს არ ტოვებდა იმის იმედით რომ თეჰიონს შეხვდებოდა სადმე. რამდენჯერმე"შემთხვევით" მის უბანშიც მოხვდა, ომეგას კორპუსის წინაც იდგა, მაგრამ სახლში შუქი არ ენთო. ალბათ, მამამისთან დაბრუნდაო ბოლოს დაასკვნა, მაგრამ ვერც იქ ნახა.
ომეგა აპრილის თბილ საღამოს ნარ-ნარად მოდიოდა ქუჩაში. გატაცების მერე ძალების აღსადგენად კაპრიზე წავიდა. რამდენიმე თვე და კოკტეილების დიდი პორციები დასჭირდეა რომ ის "შავ-ბელი" დღეები ამოეგდო გონებიდან. ის იყო გზაზე გადასვლა დაიწყო რომ მანქანამ მაღალი ხილვადობის ფარები აუნთო, თეჰიონმა ფეხს მოუჩქარა, ეცადა გადაესწრო მაგრამ მანქანა, თითქოს სპეციალურად უმიზნებდა, ზედ ფეხებთან გაუჩერა აკანაკალებული ომეგა, მყარად იდგა ქვეითთათვის განკუთვნილ გადასასვლელზე, მიუხედევად იმისა რომ გარეუბანში ცხოვრობდა და აქ არც ისე ბევრი მაქანა ირეოდა კიმს მუდამ ზებრაზე ერჩივნა გზის გადაჭრა.
-ოე, შუმახერ!-ძალა მოიკრიბა ომეგამ.
-ღმერთო, ეს რა ჩხავილი მესმის.-ნაცნობი ხმის მოსმენისგან თეჰიონს ტაომ დააყარა.
-ისევ თუ ჩემს მოტაცებას აპირებ, იცოდე ძილში მოგკლავ. ?მიიიიშველეთ!- დაიყვირა ომეგამ.
-რა გაჩხავკებს, გააფრინე?!-ჯონგუკი ეგრევე ჩააფრინდა ხელებში, თავისკენ მოქაჩა, მისი მკერდის პირისპირ ზურგით დააყენა და პირზე ააფარა ხელი.
-გამიშვი,-ომეგამ კბილებში აარტყა თავი, ჯონი შევარბაცდა, მაგრამ ხელი არ გაუშვი.
-აი, ახლა ნამდვილად დაგენძრა, პატარავ.-თეჰიონს შიშისაგან თვალები გაუფართოვდა, ნამდვილად არ უნდიდა ეს სიმპათიური სახე ბოლო ყოფილიყო, რასაც ცხოვრებაში ნახავდა. მიზნები და ოცნებები ჰქონდა.
