1 :: დასასრულის დასაწყისი

1.2K 65 39
                                    

::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
არ გიფიქრიათ,

რა ემართებათ მათ

ვინც უკან, წარსულში რჩება?

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

(პირველი თავი და პროლოგი)

მიტოვებული, ერთსართულიანი შენობის სახურავზე ვზივართ,მზე ზლანზვით იმალება ჰორიზონტის უკან,მას კი ამაყად მნათობი მთავრე ანაცვლებს. ციურები იცვლებიან, მაგრამ ჩვენი სხეულები,რომლებიც ერთმანეთს იყვნენ აკრულნი_არა.

- ცა  დღეს ძალიან ლამაზია.- ღიმილით ამოვთქვამ და ჩემი ფავორიტი მაინტის ნაყინის ზედაპირს ენას ვუსვამ.კარგა ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბოლოს ვჭამე ის.

- მართლაც.მოგწონს ნაყინი, ისეთივეა, როგორიც გინდოდა? - მეკითხება ჯონგუკი და სახეზე ჩამოყრილ თმებს თითებით ყურს უკან მიწევს.

-ძალიან.მადლობა. - გაწითლებულ ლოყებს თავის ჩახვრით ვმალავ და კიდევ ერთხელ ვკბენ ნაყინს. - საიდან მოიტანე?

-აქაურ მაღაზიებში არ ქონდათ ეს არომატი ,ამიტომ ცენტრში წავედი. - მშვიდად მპასუხობს და ისევ ცისკენ ატრიალებს თავს.

- ცენტრში?  აქედან ხომ შორსაა.

- ყველაფერი რიგზეა.

- დაიღლებოდი,- ტუჩებს წინ ვწევ და ნაყინს ვუყურებ,ვიწყენ, ჯონგუკი  გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში მხოლოდ ერთი ნაყინის გამო წავიდა,უნდა მიხაროდეს რომ ეს ჩემთვის გააკეთა,მაგრამ მე მხოლოდ იმაზე მეფიქრება თუ როგორ დაიღლებოდა და საკუთარ თავს ვუბრაზდები,იმის გამო,რომ ამ არომატის გარდა არცერთ ნაყინს არ ვჭამ, ასეთი კაპრიზული რომ არ ვიყო, პრობლემებიც არ იქნებოდა.

- თუ საქმე შენს სახეზე ღიმილის მოგვრას ეხება, შემიძლია დღეში ათჯერ წავიდე მანდ და არც დავიღალო. - ნაზი ღიმილით ამბობს და თავზე მეფერება,მეც ფართოდ ვიღიმი და თავს მაღლა ვწევ.

ოაზისი/OASIS || J.JKWhere stories live. Discover now