10 :: სიცრუით ნაქარგი წარსული

568 76 17
                                    

უკვე მომდევნო დღის დაისია, ისევ საწოლზე ვწევარ და ბზარებით დაფარულ ჭერს ვაშტერდები. სულ რამოდენიმეჯერ ავდექი ფეხზე, საპირფარეშოში და  ისევ საწოლზე დავბრუნდი.რამდენჯერაც არ უნდა მეცადა დაძინება, არაფერი გამომდიოდა, გადატანილი სტრესისგან აგზნებული გონება, უფლებას არ მაძლებდა რამდენიმე საათით მაინც დამეღწია თავი მტანჯველ რეალობას.მგონია ,რომ ძალები წამართვეს და ერთიანად გამწურეს,როგორც ტილო.თავს ისე ვგრძნობ, თითქოს უძლიერესი ნერვული შეტევა გადავიტანე, წყლის დასალევადაც კი გაჭირვებით ვდგები ფეხზე. გათიშული ტელეფონი კი , რომელიც შენობის დატოვებისას დამიბრუნეს, დასატენი აგდია გვერდით.ფიქრებში ისევ და ისევ იმ ადგილას ვბრუნდებოდი, სადაც საშინლად გამაწბილეს და მომატყუეს,ისევ ჯონგუკს ვუყურებ თვალებში და საერთო ტკივილს ვუზიარებ.
მონოლოგის შემდეგ ,შვება საერთოდ ვერ ვიგრძენი , პირიქით თითქოს უფრო გაძლიერდა, რადგან ჯონგუკის ასეთი აგონია პირველად ვიგრძენი ასე მკაფიოდ.

კარზე კაკუნი მესმის, არვიცი ვინ შეიძლება იყოს,მაგრამ ხმამაღლა ვიძახი,რომ "ღიაა" და თვალებს ვხუჭავ. კარი ჭრაჭუნით  იღება და ვიღაც ნელი ნაბიჯებით შემოდის.

- იონჯე! - გოგონას ნაცნობ ხმაზე თვალებს ვაფართოვებ და საწოლიდან ვიწევი. - რა დაგემართა?

- მართა?! - ლამის ადგილიდან ვვარდები ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობრის დანახვაზე, რომელიც უცხოეთში იყო. - აქ როგორ? როდის ჩამოხვედი?

- ამას მე  მეკითხები? შენ თვითონ რას აკეთებ აქ?  იონჯე , რა ხდება.- დაჟინებით მიყურებს, სანამ მე ვდგები და მჭიდროდ ვეხუტები, ძალიან მომენატრა და მისი ნუგეში მაკლდა.

- ნურაფერს მკითხავ, უბრალოდ ჩამეხუტე. - დანებების სახით ამოიოხრა და მანაც ხელები მომხვია. ასე ვიყავი რამდენიმე წუთი, სანამ ისევ თვითონ არ მომთხოვა ყველაფრის ახსნა, და მეც ყველაფერი მოვუყევი, ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც მაშინ ვენდობოდი.

ოაზისი/OASIS || J.JKWhere stories live. Discover now