12 :: შერწყმა 🔞

916 81 11
                                    

(🔞) :დდ მე არ დამაბრალოთ

________
მეორე დღეს ყველაფერი კარგად მიდის, გასაუბრებამ იდეალურად ჩაიარა და ახალ სამსახურშიც ამიყვანეს.ჩემმა მომავალმა კოლეგებმა ამის აღსანიშნავად კლუბში დამპატიჟეს, და მეც გადავწყვიტე, რომ განტვირთვა მჭირდებოდა და დავთანხმდი. სეულში ყველაზე კარგი კლუბი მაშინ "ENGIMA" იყო, ამიტომაც მათაც არ დააყოვნეს და ,რა თქმა უნდა, სწორედ იქ გადაწყვიტეს წასვლა.

საღამოსკენ, მოვემზადე და ტაქსით კლუბში წავედი. როგორც ყოველთვის,უამრავი ხალხი და თვალისმომჭრელი განათებები და ხმამაღალი მუსიკა.

ჩვენ ერთ-ერთი მაგიდა დავიკავეთ და სწორედ აქ დაიწყო ნამდვილი გახურება. სასმელს ერთი მეორეს მიყოლებით ასხამდნენ, რამდენჯერაც ვიაურე, ფაქტობრივად, ძალით ჩამასხეს, შემდეგ მე გავთამამდი, ვისკის ჭიქებს ერთი მეორეს მიყოლებით ვცლიდი, ისე,რომ თავი სულ დავკარგე. სასმელმა ჩემი ორგანიზმი დაიმორჩილა, დამავიწყა ვინ ვიყავი და საერთოდ რა ხდებოდა ჩემს გარშემო, უაზროდ ცეკვა და უფრო მეტი მინდოდა, ბარმენს ყველაზე ძლიერი სასმლის დასხმა ვთხოვე და მანაც ყოყმანის შემდეგ, დამიხსა. დამანჭული სახით გადავკარი და ისევ ბრბოს შევერიე.

Author' s pov

ღამე იყო,როცა კაბინეტში მჯდარ ჯონგუკს ტელეფონზე დაურეკეს, როდესაც იონჯეს დაცვის ნომერი დაინახა, მაშინვე დასტაცა ხელი და აფორიაქებული სახით ჰკითხა რა მოხდა.

- გვითხარით ,ყველაფერი მოგვეხსენებინა, ქალბატონი იონჯე ახლა თქვენს კლუბშია, ბევრი დალია და თავს ვერ აკონტროლებს, რა გავაკეთოთ?

ჯონგუკი ღრმად ისუნთქავს ჰაერს, თვალებს ერთმანეთს მჭიდროდ აჭერს და ტელეფონს თითებს გათეთრებამდე უჭერს.

- მაღლა სართულზე აიყვანეთ და ჩაკეტეთ,მალე მოვალ.

ზარს თიშავს , პალტოს იცვამს და მაშინვე ლიფტში შედის. დაცვას თავისი მანქანის მოყვანას უბრძანებს, შემდეგ კი მასში ჯდება და სწრაფად შორდება ადგილს.

ოაზისი/OASIS || J.JKWhere stories live. Discover now