9 :: მე და შენ, არა "ჩვენ"

496 70 20
                                    

თუ აქამდე გაქცევას ვცდილობდი, შველას ვითხოვდი, მისი დანახვის შემდეგ გავშეშდი, გაქცევას აღარ ვაპირებდი, ეს ჭერიც რომ თავზე დამქცეოდა, არ გავიქცეოდი.წამის მეასედში გამომეცალა ძალა,  ცარიელ ფიტულად ვიქეცი,შანსის  გარეშე რომ მისი შევსება შეიძლება.თითქოს სულ ასეთი ვიყავი, ძალის გარეშე, იმედის გარეშე,რწმენის გარეშე.

მარტო ვიყავი. მთელი ჩემი ცხოვრება მარტო ვიყავი ხალხში,მოგონილ გამოსახულებებს ვებღაუჭებოდი, უჩინარ ბარიერს ვქმნიდი, ჭრილობებს ვიშუშებდი, ნაკერებს ვიდებდი და ხელახლა ვცდილობდი რაიმის აზრი მეპოვა, აქ დარჩენის არსი მეპოვა, მაგრამ ახლა ეს გამოსახულება ჩემს ხელისგულზე დარჩენილ ფერფლად იქცა, ყველაზე ბნელ ღამეზე მუქი, ჩემს წინ ზის,ჩემს იქით უყურება, არ ყოფნის სურვილს მიღვიძებს.ყველაზე საშინელი ის კი არ არის, რომ ჩემს წინ სულის დამღუპველი ჯალათია, რომელიც  დამცინავი ღიმილით შიშველ კანზე ლურსმნებს მარჭობს, არამედ ის რომ ეს ერთ-ერთია იმ ღამეთაგან ,ეს არასოდეს მორჩება, უარესი იქნება, მე კი უფრო მეტ ნაკერს დავიდებ, მთლიანად თავსაც გადავიხვევ და ცხოვრებას გავაგრძელებ,თითქოს არც არაფერი მომხდარა. ეს არასოდეს მორჩება.

განსაცდელი და ცხოვრებისეული გასაჭირი იმისთვისაა,რომ გაძლიერდე, მაგრამ  მე არასოდეს მდომებია ეს.   არ მჭირდებოდა ეს ყველაფერი, ჩვეულებრივი ცხოვრება მსურდა, რადგან მე ადამიანი ვარ და არა, საცდელი ობიექტი,რომელზედაც ცხოვრება ექსპერიმენტებს ჩაატარებს.  ჩემს გულში  გამუდმებული სიმძიმე ამოსუნთქვის საშუალებასაც არ მაძლევს. ხომ შეიძლება ამ ყველაფრის გარეშე? შეიძლება , მაგრამ სხვებისთვის, არა მისთვის ვისაც თვით უბედურებამ დაბადებისას შუბლზე აკოცა და თავისი ნიშანი დაუტოვა. ახლა კი ისევ მორიგი გამოცდის წინ ვდგავარ,იმის წინ, ვის გამოც იარები არ მიხორცდება. დამსხვრეულ გულს  უკან ვყალაპავ და სიტყვებს წარმოვთქვამ.

ოაზისი/OASIS || J.JKWhere stories live. Discover now