4 :: მოწყენილი ჩიტი მაინც იმღერებს

497 61 9
                                    

სეულის  ყველაზე ელიტარულ კლუბში "ENGIMA"-ს VIP ზონაში  ნელი მუსიკა უკრავს, ნახევარად შიშველი გოგონები გამომწვევად ცეკვავენ პატარა სცენაზე,ცდილობენ კლიენტებს ასიამოვნონ,ჯიმინი  თვალს უკრავს ერთ-ერთ ქალბატონს და ცალკე ოთახისკენ ანიშნებს,რის შემდეგაც ისევ ჯონგუკს უყურებს, რომელსაც ალკოჰოლის ჭიქა აქვს ხელში მოქცეული,თავი სავარძლის საზურგეზე აქვს გადაგდებული და თვალები დახუჭული.

- ისე ალბათ იცი, რომ "რებელის " კლანი ყველანაირი იარაღის გარეშედაც დაგვნებდებოდ,არა? - ამბობს ჯიმინი,რითაც ჯონგუკის ყურადღებას იქცევს. -თან ეგ ბებერი გამოცდილი მელა იყო, გამოგვადგებოდა.

- ასეა, მაგრამ მათი სისხლი წლებია მწყურია, ყოველღამე წარმოვიდგენდი როგორ ვკლავდი თითოეულ მათგანს, ახლა კი კიმების არცერთი ნაშიერი არ დავტოვე,და ამას დამატებული მივიღე ის რაც მინდოდა.

-აჰ,ხო ეგ გოგო. მაგრამ ძმაო, არ მესმის, ყოველთვის ამბობდი რომ მან გაგყიდა,მიგატოვა,მაშინ უბრალოდ რატომ არ მოკლავ იმისთვის, რაც გაგიკეთა?

-სიკვდილზე უარესი რამეებიც არსებობს,ჯიმინ,-ვერაგულად იღიმის ჯონგუკი და ჭიქას ცლის, - თანაც ლამაზია, რატომ არ გამოვიყენო პირადი სიამოვნებისთვის? მე ხომ ამდენი ხანი ველოდი, მისი მოკვლა ნაკლებად საინტერესო იქნება.

- როგორც გინდა, უბრალოდ ფრთხილად იყავი, ერთ დროს მაგ გოგოს გამო მზად იყავი ცეცხლმოკიდებულ შენობაში შესულიყავი.- იღიმის ჯიმინი და კარებისკენ იყურება, სადაც რამდენიმე წამის წინ შეუშვა ქალი.

- როგორც შენ თქვი, ერთ დროს,- ჯონგუკი ხელით ანიშნებს ერთ-ერთ მოცეკვავე  გოგონას თავისი კალთისკენ,ისიც მაშინვე მოდის და წინ უჯდება,- შენ ჯობია ჩინურ კლანზე გამაგებინო ყველაფერი, გავიგე გაფართოებულნან. ახლა კი შეგიძლია შეხვიდე იმ კარში, სანამ მზერით გახვრიტე. - იცინის ჯონგუკი და გოგონას კაბას ზემოთ უწევს.

ოაზისი/OASIS || J.JKWhere stories live. Discover now