1978.06.01.
კალიფორნია, სან ფრანცისკო.
შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სან ფრანცისკოს ცხელი და მაცრისფერი ქუჩები ჯონგუკს ძალიან აბედნიერებს. საოცარი სანახავია, როდესაც ქალაქში მყოფი მანქანების სარკეები მზის სხივებს ისხლეტენ და თვალწარმტაცად ანათებენ გარემოს. თითქოს დისკოს საღამო იყოს ქალაქის კლუბებში.
ძალიან უყვარს მანქანების ცხელი სახურავები, ცხელ ბოძებზე შეხება, ან გავარვარებულ სკამებზე ჯდომა. თითოეული მათგანი ენერგიით მუხტავს მის დამყოლ სხეულს, სიცოცხლის ხალისს აძლევს. ბედნიერია, როდესაც მზე თავის ოქროსფერ ხელებს უშვერს და გულში იკრავს. თავს განსაკუთრებულად მიიჩნევს და
გრძნობს, რომ სამყაროს უყვარს.ახლაც დივისადეროს მიუყვება და ყოველ ნაბიჯში ცხოვრების არსს უფრო მეტად იგებს. ფიქრობს იმაზე, რამაც შეიძლება ტკბობისა და სიამოვნებისკენ უბიძგოს, არ გააჩეროს, უკან არ დახიოს. ადამიანი განვითარებისკენ უნდა ისწრაფვოდეს, არავითარი უკან დახევა, ყოველთვის პირდაპირ უნდა იაროს.
ქუჩებში ზუზუნია, ხალხი ერთმანეთში ირევა. ისინი იცინიან, ყვირიან, სამსახურისკენ მიიჩქარიან, ბავშვების თამაშობენ, წყვილები დასეირნობენ. ზოგი ჩხუბობს, ზოგი სიყვარულით კავდება და სიყვარულს გასცემს. ერთი სიტყვით, იმას აკეთებენ რასაც ადამიანები უნდა აკეთებდნენ - ცხოვრობენ.არცთუისე მაღალი ბიჭიტროტუარზე დაგებული ფილების თვლაშია გართული, როდესაც კატის კნავილი ესმის. იქვე მყოფ პატარა ბანერთან წევს, სულ გამურული და ჭუჭყიანი. ისე ტკბილად კნავის და ვიბრირებას იწყებს როცა უახლოვდება, ჰგონია ბომბივით გასკდება. პირველივე წამიდამ ხვდება, რომ თავადაც და კატაც ძალიან დიდ შარში არიან.
ჯონგუკს არასდროს შეუძლია ცხოველი ქუჩაში მარტო დატოვოს. ან სახლში მიჰყავს, ან ცდილობს ვინმეს აჩუქოს. ასეთია, ასეთი იყო სულ და ასეთად დარჩენას აპირებს ცხოვრების ბოლომდე.
YOU ARE READING
Tolerate It
Fiksi PenggemarI am sunflower and you are the sun. So, I love you, dearly! I will die without you. You make me lively as you exist in this world. Sunflowers love San Francisco as they're free there. They're bright and shiny. They do love the taste of freedom that...