1.

140 18 9
                                    

პირველად სულ პატარამ გავიცანი, ხუთი წლის რომ ვიყავი ჩვენს გვერდით ახალი მეზობლები გადმოვიდნენ. მახსოვს დედამ მე და ჩემ უფროსი ძმა სონჰუნი მათ გასაცნობად რომ წაგვიყვანა. ახალი მეზობლები ამერიკიდან ჩამოსული ცოლ-ქმარი აღმოჩნდნენ ერთადერთი შვილით. ჯეი და სონჰუნი მაშინვე დამეგობრდნენ, ერთი დღე ვერ ძლებდნენ ერთმანეთის გარეშე, მე კი მშურდა მათი მეგობრობის, უფრო სწორად ასე მეგონა სანამ არ გავაანალიზე რომ ჯეი მომწონდა. ზაფხულში ყოველთვის ჩვენთან ერთად მოდიოდა დასასვენებლად ულსანში, სადაც კერძო სახლი გვაქვს ზღვის სანაპიროზე. ყოველ ზაფხულს ერთად ვატარებდით მაგრამ მისი მხრიდან ჩემდამი ინტერესი არასდროს მიგრძვნია, ვიცი სიგიჟეა რომ ჩვიდმეტი წლის ვარ ის კი ოცდაორის და ალბათ ესაა მიზეზი რატომაც არ აქვს ინტერესი, მაგრამ ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ გადავიყვარებ რადგან ჩემი ძმის გამო ყოველდღე მიწევს მისი ნახვა, თანაც ცუდად არასდროს მექცევა...

-დომიიიი უკვე გავდივართ!-მიყვირის დედაჩემი ქვემოდან

-სულ ორი წუთი თითქმის უკვე მზად ვარ!-არადა ჩემოდნის ნახევარიც არ მქონდა ჩალაგებული

10 წუთის შემდეგ როგორც იქნა ჩემოდანს ელვა შევუკარი და კიბეებზე ჩავაგორე, პატარა ზურგჩანთა რომელშიც ის ნივთები ჩავდე რაც ჩემოდანში არ ჩაეტია ზურგზე მოვიკიდე და სახლიდან გავედი

სონჰუნი ზუსტად გასასვლელში იცდიდა რომ კარი ჩაეკეტა და შემაშინა მაგ იდიოტმა. მაჯის საათმა წრიპინი დაიწყო, ჩვეულებრივი საათი არაა, როგორც კი პულსი იზრდება ასე წრიპინებს, ჩემს შემთხვევაში როცა 115-ს სცდება, ეს იმიტომ რომ დაბადებიდან გულის პრობლემები მაქვს, ამის გამო ორი ოპერაციაც კი დამჭირდა და ძლივს შემინარჩუნეს სიცოცხლე. სუსტი გული ასეთ რაღაცეებსაც რთულად უმკლავდება, სონჰუნს კი ხშირად ავიწყდება და მაინც განაგრძობს ჩემს გამწარებას

გულზე ხელი დავიდე და ჩემოდანი ძირს დავდე

სონჰუნმა ჩემს საათს დახედა

This Summer Changed Everything/ ჯეიWhere stories live. Discover now