9.

112 16 7
                                    

კარზე კაკუნი გაისმა

-დროზე გამოდით! იცოდეთ შემოვალ

ჯეიმ კარი გააღო

-რამე გინდა?

სონჰუნმა მკლავში ხელი მოჰკიდა და ოთახიდან გაიყვანა

-დომიმ უნდა გამოიცვალოს, შენ იქ არაფერში სჭირდები!

კარი ორივეს ცხვირწინ მივუხურე, სწრაფად კომფორტული ტანსაცმელი ჩავიცვი, კბილები გამოვიხეხე და პატარა ზურგჩანთა გავამზადე ყოველი შემთხვევისთვის

***

სეულში ჩასვლისას პირდაპირ სახლში მივედით, მამა სახლში არ დაგვხვდა, დედა კი არ გველოდა მაგრამ სონჰუნმა ყველაფერი აუხსნა.

-ცოტახნით ჩემთან გადავალ, დედა და მამა უნდა ვნახო-თქვა ჯეიმ და კარისკენ წავიდა

-წამოგყვები-უკან ავედევნე

-გამარჯობა-მივესალმე ორივეს როგორც კი სახლში შევედი და გადავკოცნე

-ასე მალე მოგბეზრდათ ულსანი?-გაუკვირდა ბატონ პარკს

-დომის ექიმთან ვიზიტი უწევს, ამიტომ ჩამოვედით

-დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება-გამიღიმა ჯეის დედამ და ქსოვა გააგრძელა, რაღაც ძალიან პატარას ქსოვდა, წინდასავით, იმხელა იყო რომ მხოლოდ ფეხის თითზე თუ მოგერგებოდა

-დედა ეს რა არის?-ჯეიმ ერთერთი ხელში აიღო-ძაღლს წინდებს უქსოვ?

-ძაღლს არა, შვილიშვილები რომ მეყოლება იმათ ვუქსოვ

ჯეის გაეღიმა

-მაგისთვის ძალიან ადრე არარის?

-შენი ტოლი რომ ვიყავი...-ჩაერთო ბატონი პარკიც

-მამა არ დაიწყო!

-ჯეიიიიი!!! ჯეიიი!! ჯეიიი!!!-გაისმა სონჰუნის ყვირილი, ნელნელა უფრო ძლიერდებოდა და მალე სახლშიც შემოვიდა, ჯეის მშობლებს მიესალმა და წამში საუბარი გააგრძელა

-დედამ წავიდეთო!

-მშვიდად მაგის თქმა არ შეგეძლო? დროებით დედა, დროებით მამა-სათითაოდ დაემშვიდობა და გარეთ გავედით

This Summer Changed Everything/ ჯეიWhere stories live. Discover now