2.

88 18 7
                                    

მეორე დილით ძალიან ადრე გავიღვიძე.  ჯერ არავის არ ეღვიძა, შავი ბიკინი ჩავიცვი, ზევიდან კი შორტები და თეთრი მაისური, მერე კი სანაპიროზე გავედი. სანაპიროს ეს ადგილი რატომღაც სულ ცარიელია ხოლმე, ქვიშაზე დავჯექი და დიდი ხანი ვუყურებდი მზეს ნელნელა მაღლა როგორ მიიწევდა. ცოტახანში მაისური და შორტი გავიხადე, თმა შევიკარი და წყალში შევედი. გუშინდელთან შედარებით უფრო ცივი იყო მაგრამ საშინლად ცხელ ზაფხულში ცივი წყალი საოცრად სასიამოვნოა. ნახევარი საათი წყალში ყოფნის შემდეგ კი მომბეზრდა და ამოვედი, ახლა კი სანაპიროს გასწვრივ დავიწყე სიარული სანამ სხეული გამიშრებოდა. დიდხანს ვიბოდიალე აქეთიქით, ბოლოს შორტი ჩავიცვი, მაისური ავიღე და სახლში წამოვედი. ჩემდა გასაკვირად ყველას უკვე ეღვიძა, მამა და დედა დივანზე ისხდნენ ის ორი კი სამზარეულოში რაღაცას აკეთებდა

-ნეტავ სკოლისთვისაც ასე არ გეზარებოდეს ხოლმე ადრე ადგომა-გაეცინა დედას

სამზარეულოში გავედი, სონჰუნს დაბღვერილმა შევხედე და მაცივრიდან წყალი გამოვიღე

-დილამშვიდობისა ჯეი-მხოლოდ მას მივესალმე

-დილამშვიდობისა

-მაისური რომ ჩაიცვა არა?-მორიგი კომენტარი სონჰუნისგან

ამის გაგონებაზე წყალი ლამის გადამცდა

-სონჰუნ, ენა ჩაიგდე! ნაბიჭვრულად იქცევი!!-ვცდილობდი მშვიდად მელაპარაკა მაგრამ არ გამომდიოდა

-წესიერად ილაპარაკე!

-თორემ? თორემ რას იზავ? ყელში ამოვიდა შენი მითითებები, კომენტარები და საერთოდ ყველაფერი, არ შეგიძლია უბრალოდ თავი დამანებო? ვინ მოგცა მაგდენის უფლება?

-შენი უფროსი ძმა ვარ!

-და? რას წყვეტს ის რომ ჩემი უფროსი ძმა ხარ? რამე უფლება გაქვს ჩემზე თუ?-ცრემლები წამომივიდა

-ბავშვებო რატომ ჩხუბობთ?-ოთახში დედა შემოვიდა-დომი, რატომ ტირიხარ? სონჰუნ ახლა რაღა უთხარი!

This Summer Changed Everything/ ჯეიWhere stories live. Discover now