3.

87 15 4
                                    

იმ ღამეს რათქმაუნდა ვერ დავიძინე, დიდხანს ვწრიალებდი ლოგინში მაგრამ ვერაფრით შევძელი თვალის მოხუჭვა. ბოლოს უმოქმედობა გაუსაძლისი გახდა, სადღაც ღამის 3 საათი იქნებოდა ბიკინი რომ ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. მინდოდა აუზში ჩავსულიყავი გასაგრილებლად, წყლის ხმა გავიგე და მივხვდი რომ ერთადერთი არ ვიყავი ვინც ვერ იძინებდა. აუზში ჯეი იყო საცურაო შავი შორტის ამარა, ცურავდა და ვერ შემამჩნია მე კი ხმამაღლა ჩავახველე რომ მისი ყურადღება მიმეპყრო, მაშინვე შემომხედა.

-დომი? აქ რა გინდა

-ვერ ვიძინებ, შენ რა გინდა აქ?

-სონჰუნი ხვრინავს და ცოტა რთულია დაძინება

-ხომ არაფერი გითქვამს არა?

-არა, არ ინერვიულო.

-მადლობა არ გადამიხდია-აუზს მივუახლოვდი, ჩამოვჯექი და ფეხები წყალში ჩავაწყვე

-რისთვის?

-რომ დამეხმარე

-მადლობას არ უნდა მიხდიდე, ყველაფერი რიგზეა...

წყალში ჩავედი, აუზი არცისე ღრმაა ამიტომ ფსკერზე თავისუფლად ვიდექი მაგრამ წყალი მხრებამდე მფარავდა

დიდხანს ვდუმდით და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, ძალიან ახლოს იყო ჩემთან, ჩვენი სხეულები თითქმის ერთმანეთს ეხებოდა. რათქმაუნდა ასეთი მომენტები ყოველთვის ფუჭდება ხოლმე და ახლაც არ იყო გამონაკლისი, კარის ხმა გაისმა

-ვიღაც მოდის-ჩამჩურჩულა ჯეიმ ხელი ჩამჭიდა და აუზის კიდემდე მივცურეთ რადგან ვინც იყო ვერ შევემჩნიეთ-ღრმად ჩაისუნთქე

ორივემ წყლაში ჩავყვინთეთ თითქმის ფსკერამდე ჩავედით მალევე კი მართალია წყლის გამო ცუდად მაგრამ მაინც გავიგეთ სონჰუნის ხმა. ვიღაცას ელაპარაკებოდა მერე კი გოგოს ხმაც გაისმა, წყალში რომ არ ვყოფილიყავი ვიყვირებდი. აქამდე ასეთი რამე არასდროს გაუკეთებია, გოგო მოიყვანა ღამის სამზე სახლში?

This Summer Changed Everything/ ჯეიWhere stories live. Discover now