4

90 12 0
                                    

ორსულობის მეორმოცე კვირა მშვიდობიანად ჩამთავრდა, თუ შეიძლება მშვიდობიანი ვუწოდოთ იმ სიტუაციას, რომელშიც ახალგაზრდა წყვილს უწევდათ ცხოვრება.

ომეგა, ისევ ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და კიდევ უფრო ცოტას ჭამდა. მომაბეზრებელი ტოქსიკოზი ყველაფრის სურვილს უკარგავდა. ისე ძალიან იყო გამხდარი, რომ ხერხემლის ყოველი მალა გარკვევით ჩანდა მისი მაისურიდან. ყვრიმალები ჩაუცვივდა, თვალების გარშემო პანდის მსგავსი შავი წრეები გაუჩნდა, მისი ლამაზი შავი თვალები, პირველივე დანახვაზე გარშემომყოფებს მაგნიტის ეფექტივით რომ იზიდავდა, აღარ ბრწყინავდნენ როგორც ადრე. მასში ყველა ვარსკვლავი ჩამქვრალიყო. სიგამხდრის გამო თითები გაუხმა და დაუჭკნა, ნიშნობის ბეჭედი დიდი ხნის წინ გაუდიდდა და გასძვრა. მინ ჯეიმ კალიცო ომეგის დაბანის შემდეგ აბაზანაში იპოვა, მილში გაჭედილი. ამოიღო, საგულდაგულოდ გაასუფთავა და ომეგას კისერზე ჩამოჰკიდა ცეპით, რომელიც თავად უყიდა აღებული ხელფასით საყვარელ ბატონს.

მხოლოდ მისი დიდი სიყვარულით და მამობრივი სიყვარულის მეშვეობით შეძლო ომეგამ ამდენი ტანჯვის გადატანა. მიუხედავად იმისა, რომ მინ ჯეი, მხოლოდ სამი წლით იყო თავის ომეგა ბატონზე დიდი, ისე ზრუნავდა და უვლიდა ომეგას, როგორც საყვარელი მამიკო მოუვლიდა თავის პატარა, უსუსურ შვილს.

ბავშვზე ბევრად მეტ ყურადღებას და ზრუნვას საჭიროებდა ორსული ომეგა. მუდამ გული უწუხდებოდა და ითიშებოდა, საჭირო იყო წამის დაუკარგავად მისი ჟანგბადის აპარატზე შეერთება, საათობრივად უნდოდა კვება და ვიტამინების მიცემა, ჰაერზე გაყვანა და მზის აბაზანების მიღება. რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, როგორც ომეგის, ასევე მისი ნაყოფისთვის.

ჯი ვუნი და მინ ჯეი მორიგეობით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, იუნვუს მოვლაში და ასე იცავდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ნერვებს, განადგურებისგან.

ინკოგნიტოWhere stories live. Discover now