20

63 12 0
                                    

- გუკი სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, დაუყოვნებლივ უნდა დავბრუნდე ქალაქში, რამოდენიმე დღე ან შეიძლება ერთი კვირაც ვერ მოვახერხო მოსვლა. - აღელვებული სოკჯინი შეიჭრა ოთახში, ჯერ ისევ ძილბურანში მყოფი ჯონგუკი, გაბურძგნული თავით და ნახევრად დახუჭული თვალებით უყურებდა, უკვე წასასვლელათ მომზადებულ ომეგას. - პროდუქტები ორი-სამი დღე გეყოფა, ვინმეს გამოგიგზავნი და ბევრ გემრიელობას გამოვატან,  თავი მარტოდ რომ არ იგრძნო და მშიერი არ მოკვდე. - სოკჯინის შეწუხებულ სახეზე გუკს გაეღიმა.

- არავინაა საჭირო, მარტოც მშვენივრად ვგრძნობ თავს. - გუკი საწოლზე წამოჯდა, საბნიდან ფეხები გამოყო და იატაკზე ჩუსტების საპოვნელად მოაფათურა.

- ღამით, როგორ დაიძინებ მამაცო ბიჭო? - მოჭუტელი თვალებით დააკვირდა სოკჯინი აბაზანაში მიმავალი გუკის ზურგს.

- მოვახერხებ რამეს. - ჩაიცინა ომეგამ, - უკვე დიდი ბიჭი ვარ, ძიძა არ მჭირდება.

- შუქი, რომ ჩაქვრეს? ჭექა-ქუხილი, რომ დაიწყოს? სამზარეულოში თაგვმა რომ გაირბინოს? - სოკჯინი გულზე ხელებ დაკრეფილი, ზურგით კედელს იყო მიყურებული და ჯონგუკის გაშეშებულ ხსეულს უყურებდა.

- კარგი ჯინ, შენ გაიმარჯვე, გამოგზავნე ვინმე, ოღონდ იცოდე ძალიან სანდო! - ჯონგუკი ჩიკორივით დატრიალდა ქუსლებზე, საჩვენებელი თითის ქნევით წამოვიდა ჯინისკენ. - ძალიან სანდო! ისეთი ვისაც შენ სიცოცხლეს დაუფიქრებლად ანდობდი. - ჯონგუკი მხეცის მზერით აისვეტა ჯინის წინ.

- ძალიან სანდო, მიღებულია ბრძანება, ჩემო გენერალო! - სოკჯინი წელში გაიშალა, სამხედრო სალმით გაიჭიმა ჯონგუკის წინ.

  ომეგამ სიცილი ვერ შეიკავა ჯინის ხუმრობაზე.

- მოდი ჩაგეხუტო! - ჯინმა ორივე ხელი გუკის ჩასახუტებლად გაიწვდინა, ჯონგუკმაც არ დააყოვნა და გაშლილი ხელებით აეკრო მკერდზე.

- არ მოიწყინო, ძალიან მომენატრები პატარა ონავარო, არ იცელქო ჩემს არ ყოფნაში! - ჯინმა შუბლზე აკოცა და კიდევ ერთხელ ძლიერად ჩაიხუტა გუკი. - ხანდახან ჯინი ისე იქცეოდა როგორც მინ ჯეი, რაც ომეგის ცხოვრებას ხალისს მატებდა.

ინკოგნიტოWhere stories live. Discover now