34

71 11 0
                                    

დილა საშინლად დაიწყო.

დილიდან უხასიათოდ გაიღვიძა.

   ჯერ სააბაზანოში ონკანი გაფუჭდა და ომეგა ცივი წყლით გაიწუწა, მერე საყვარელი წინდის წყვილი ვერ იპოვა, სამზარეულოში ჩასულს საყვარელი ჩაის ჭიქა გაუტყდა.

  ჯიმინიც არ აღმოჩნდა სახლში, რომ დაგრივილი ბრაზი მასზე ამოენთხია.

  მოჩვენებასავით დაეხეტებოდა ოთახიდან ოთახში დამძიმებული გულით.

გადაწყვიტა გარეთ გაესეირნა.

ცნობილობის გამო, ხშირად აჩერებდნენ გამვლელები, ავტოგრაფებს სთხოვდნენ, ფოტოს გადაღებას, საუბარს. ამიტომ გარეთ გასულებს შენიღბვა უწევდათ.

  საყვარელი შავი ჰუდი, შავი ქუდი და პირბადე მოირგო, ზემოდან კი უმკლავებო დუტი და ქუჩაში გავიდა.

  მზე ჯერ ისევ სუსტად მაგრამ მაინც ათბობდა დედამიწას.

  გუკმა გაუცნობიერებლად დაიწყო საყვარელი პარკისკენ სვლა. ჯიბეებში ჩაწყობილი ხელებით მიდიოდა. მიწას არ აცილებდა თვალს.

პარკში საყვარელ სკამზე ჩამოჯდა.

  გარემო დაზვერა.

  ქვიშის მოედანზე პატარა ადამიანები თამაშობდნენ, სასრიალოებზე სრიალდებოდნენ,
საქანელებზეც მხიარული ჟრიამული იდგა, მამიკოები სიამაყით შესცქეროდნენ ბედნიერებისგან აჭყლოპინებულ შთამომავალებს.

  ბუნებას დიდი ხანია გამოღვიძება დაეწყო, ზამათრის სიცივეს გარიდებული ბავშვები მხიარულად ირგებდნენ გაზაფხულის მზის სხივებს.

   ნაადრევად გამოსული ფოთლები შრიალებდნენ ნიავის დაბერვაზე.

გაზაფხულის მეორე თვე იდგა, აპრილი.

  ომეგამ ისე ამოიოხრა, გეგონებოდა გული ამოაყოლა.

  სწორედ ეს დღეა მისი სევდის მიზეზი.

მაშინაც აპრილი იყო როცა....

ინკოგნიტოWhere stories live. Discover now