36

86 11 0
                                    

დრომ ისევ სწრაფად დაიწყო წინსვლა, მას შემდეგ რაც ჯონგუკის ცხოვრებაში ჯეი და მინი გამოჩნდნენ, ბედნიერებისგან მოფარფატე ომეგას სევდა აღარ მიჰკარებია.  

   ისე გადიოდა თვეები და წლები ვერც კი იგებდა.

  როგორც არ უნდა გაბრაზებულიყო, როგორც არ უნდა დასევდიანებულიყო ჯონმინის და ჯეის ერთი ჩახუტება ყველანაირ სადარდებელს ავიწყებდა. მათთან გატარებული ერთი დღე მთელი კვირის სამყოფი ენერგიით ავსებდა.

  ჯონმინი თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა, პატარამ წარმატებით გადალახა ბაღის ასაკი და სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა.

  გუკმა ბოლო სამ წელში რამდენჯერმე მოინახულა ჯი ვუნი, გუკი სევდიანი თვალებით იდგა და გულდამძიმებული უყურებდა ჩაფერილი შუშის მიღმა არასრებულ მუსიკაზე აცეკვებულ თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილ ალფას.

  მასთან გასაუბრება სცადა, მაგრამ ალფამ მხოლოდ არაფროსმთქმელი მზერა მიანათა, შემდეგ კი მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა

- უინვუ არ მოსულა?  - და ისევ სივრცეში დაიწყო ყურება.
 
  ეცოდებოდა ჯი ვუნი, ბოლო ბოლო მისი მშობელი იყო, მაგრამ ვერასოდეს აპატიებდა იმას რაც მან ჩაიდინა.

   გახშირებული კონცერტები, გასტროლები, ტურნეები სუნთქვის საშუალებას არ აძლებდა ჯგუფის წევრებს.

  თვეობით უწევდათ წასვლა სხვადასხვა ქალაქებში.

სახლში დაბრუნებული ჯონგუკი რამოდენიმე დღით უცინარდებოდა კომპანიის სახლიდან, არავის ეუბნებოდა სად და ვისთან მიდიოდა.
 
  ჯონმინი სკოლაში მიღებული უმაღლესი შეფასებებით გულს უხარებდა გაამაყებულ მამიკოს.
 
  ერთად გატარებულმა დრომ ჯიმინის და ჯონგუკის ისე დააახლოვა ერთმანეთს ვერც კი შეამჩნიეს.
აღარ ბრაზობდნენ ერთმანეთზე, მათი მარტო დარჩენაც არ ხდებოდა სახიფათო.
უამრავი ცდის შემდეგ ყვირილის გარეშეც შესძლეს საუბარი.
ის კი არა ომეგა ხშირად მზრუნველობასაც იჩენდა ალფის მიმართ, მის ტანსაცმელს კეცავდა, გადაღლილ ალფასთან ჩაი შეჰქონდა ოთახში, მის არეულს ალაგებდა, აჩეჩილ თმას უსწორებდა.

ინკოგნიტოWhere stories live. Discover now