「 ✦ 1 ✦ 」

76 10 3
                                    

როცა ცაზე დილის თვალი გამოჩნდება, თეჰიონი მთის წვეროდან გადაეშვება და სამუდამოდ დაიძინებს.

ჰაერში მყოფმა არ იცის, რა მოელის ქვემოთ, თუმცა ხვდება, რომ ის ასე მარტივად არ გაქრება,

რომ მისგან აუცილებლად დარჩება რაღაც, მაგრამ რა?..
_

3 დღის წინ

გამოქვაბულში შეკრებილი არსებები, რომლებსაც ორი ფეხი და ორი ხელი გააჩნდათ, წელში საშინლად იყვნენ მოხრილნი და ბრტყელი შუბლი ჰქონდათ, ირმის უმ ხორცს ეტანებოდნენ. მათ შორის იყო თეჰიონიც.

მოულოდნელად ერთმა დიდმა არსებამ მეორე, უფრო პატარა, ჩხუბში გამოიწვია, რათა მისთვის ხორცის ნაჭერი წაერთმია.

აშკარაა, ძლიერმა გაიმარჯვა. წესის მიხედვით, დამარცხებული მთის წვეროდან უნდა გადაშვებულიყო.

მიდის ყველა და მიჰყვება ამ დამარცხებულს. თეჰიონიც, წელმოხრილი, უკან მისდევს მისი ტომის წევრებს.

თუმცა მასში გაკვირვება იჭრება. 'რატომ უნდა დაიძინოს სამუდამოდ, როდესაც მას არაფერი არ დაუშავებია?'

დამარცხებული არც კი იხედება ისე ეშვება მთის წვეროდან.

სხვები უკან ბრუნდებიან, თეჰიონი კი რჩება.

'სად წავიდა?' ბოლო ხეს სცდება და მთის წვეროდან უფსკრულში იხედება.

'ნუთუ, მისგან არაფერი არ დარჩა?' აქეთ-იქით იყურება. უეცრად სველ მიწაზე ფეხის ნაკვლალევს ამჩნევს, რომელიც სწორედ იმ დამარცხებულს ეკუთვნის.

ახლა ჩნდება თეჰიონში პასუხი: 'ის არ გამქრალა, ის აქ არის', თითი ნაკვალვეს მიაშვირა. მის სხეულში სიმშვიდე დაიბადა.

უეცრად ნაცნობი ღრენა ესმის. უკან ბრუნდება. ხედავს ბელადს და 'სხვებს'.

"რა უნდა თეჰიონს აქ?" უახლოვდება ბელადი თეჰიონს. თავი ჩახრილი აქვს, თვალს ვერ უსწორებს.

Timeless Love: A Primordial's TaleWhere stories live. Discover now