-ძვირფასო, ვაგვიანებთ!- ყვირის ჯონგუკი გასახდელში შესვლისას. ზოგი აგენტი მის დაძახილზე სარკეში ყურებას წყვეტს და გაღიზიანებულ მზერას აყოლებს მას. მაგრამ ჯიმინი თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, ხმასაც არ სცემს.
-შემოსვლისას მანერები გამოიჩინე, ჯონგუკ-აჰ -ერთ-ერთი აგენტი ვინმე ჰევონი რომელსაც ხანდახან უყვარს აგენტების შენიღბულ სამოსებზე მუშაობა ახლა ჯონგუკს დასცინის. - შენი კოსტუმი კარებთან კიდია კუთხეში.
-ჰო, მადლობა.- თქვა ჯონგუკმა და პირდაპირ გამზადებული კოსტუმისკენ გაემართა, ის ზუსტად მის ტანზე იყო შეკერილი.- და ჩემი ცოლი არ გინახავს?
გოგონა თვალებს ატრიალებს და ხელს მხარზე ურტყამს წინ უბიძგებს.- თმის დაგრძელებას მითუმეტეს შეღებვას დიდი დრო სჭირდება. სანამ შენ მორჩები მანამდე შენი ცოლიც გაემზადება.
-როგორც მივხვდი ქორწინება არც ისეთი იდეალური აღმოჩნდა როგორიც ჩანდა.
ჰევონს ისევ ეცინება და წასვლამდე კიდევ ერთხელ ურტყამს მხარზე ხელს.
ჯონგუკი მალევე ამჩნევს ყველასგან განცალკევებულ გამოსაცვლელს. არა, საქმე იმაში კი არაა რომ რცხვენია, არა შეიძლება ესეც იყოს, სულ ცოტათი მაგრამ შეიძლება იმის გამოცაა, რომ ყველას თვალში დასაცინი გახდება თუ აქვე გამოიცვლის, როგორც სხვა დანარჩენები აკეთებენ. მაინც როგორი სუსტია. ურჩევნია ნებისმიერი ძებნილი, ბოროტმოქმედი დაიჭიროს, ინფორმაცია დასტყუოს ვიდრე აქ ყველას თვალწინ გაშიშვლდეს.
მთლიანად სუნამოს სურნელითაა გაჟღენთილი. ბოლოს იარაღის შემოწმებაღა რჩება ამის შემდეგ კი შეუძლია თავი ნამდვილ მდიდარ ჯელტმენად წარმოაჩინოს რომელიც წვეულებაზე...მის ცოლთან ერთად მიდის.
ნაწილობრივ ვერ წარმოუდგენია ბოლომდე როგორი იქნება ჯიმინის გარდასახვა გაურკვეველი მიზეზის გამო. მეორეს მხრივ კი ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს ის ქალების გასახდელიდან უნდა გამოვიდეს...
YOU ARE READING
AGENT 13 [Georgian Translation]
Fanfictionერთმანეთის კონკურენტ აგენტებს ჯიმინს და ჯონგუკს მისიაზე აგზავნიან, სადაც მათ ცოლ-ქმრის ამპლუაში მოუწევთ მუშაობა. იძულებულები ხდებიან ერთმანეთისადმი ზიზღი გვერდით გადადონ რაც მეტისმეტად რთულია. თუმცა როგორც ჩანს ჯიმინს ფარული განზრახვა ამოძრავებს რამ...
![AGENT 13 [Georgian Translation]](https://img.wattpad.com/cover/366997792-64-k992636.jpg)