ჯონგუკს გულისრევის შეგრძნება ეუფლება, იმ მომენტში როცა გოლიათი თავს ესხმის და საპირფარეშოს მოპირკეთებულ იატაკზე ანარცხებს. მას იმის ძალაც აღარ აქვს, ზიზღი იგრძნოს იმ ფაქტზე, რომ ახლა აბაზანის ბინძურ იატაკზე გდია. როდესაც მძიმე ფეხსაცმელით ზურგზე მტკივნეულად აჭერენ და ფაქტიურად გასრესვას უპირებენ.
ჯონგუკი ტკივილისგან კვნესის და პალტოს შიგნით იარაღს წვდება, რომელიც რა თქმა უნდა, თან წამოიღო. თუმცა, ამის საშუალებას არ აძლევენ, რადგან გოლიათი ხელს ზურგს უკან უგრიხავს.
-მეგონა, ვეღარასდროს გნახავდი. ძალიან მიხარია, რომ დაბრუნება გადაწყვიტე. ბევრი რამ დაგვრჩა გასარკვევი შენთან ჯერ არ დამისრულებია.
ჯონგუკმა სიმწრით კბილები ერთმანეთს დააჭირა და საკმარისად შემოტრიალდა იმისთვის რომ კაცისთვის ფეხი იმ ადგილზე ჩაერტყა, სადაც იმედოვნებდა, რომ კვერცხების ადგილი იყო.
გვერდით ტკივილისგან გამოწვეული სისინის ხმა გაიგონა, მამაკაცმა მოჭერა შეამსუბუქა და ჯონგუკმაც დრო იხელთა, ხელიდან დაუსხლტა. რამდენიმე წუთით ასე იდგა, რომ როგორმე თვალებში გამოეხედა. ადრენალინი ერთიანად შემოაწვა, გული ისე აუჩქარდა მის ფეთქვას ყურებში გრძნობდა. მან სწრაფი მოძრაობით ამოიღო იარაღი და გოლიათს დაუმიზნა.
დიდხანს ყოყმანობდა-ესროლა თუ არა. შიშმა და გაურკვევლობამ რომ ვიღაც აუცილებლად გაიგონებდა და შესამოწმებლად მოვიდოდა, გოლიათს საშუალება მისცა იარაღი ხელიდან გამოეგლიჯა. ლითონი ხმამაღალი ხმაურით მძიმედ დაეცა ძირს და იატაკზე გასრიალდა.
ჯონგუკის მუშტები თავისით იწყებენ მოძრაობას და მამაკაცს დაუნდობლად ურტყამენ. გოლიათს ყბაში და ტორსოზე ძლიერად ხვდება, მაგრამ მაინც ახერხებს განეიტრალებას, შემდეგი უკვე მუცელში რომელიც საბოლოო აღმოჩნდა, მამაკაცი ინერციით უკან ვარდება და პირდაპირ ნიჟარას ეჯახება. აქაური სააბაზანო საკმაოდ ღირებული ჩანს. სპეციალური წითელი განათებით და შემოსასვლელი კარით რომელიც მთლიანად ხეშია ჩასმული. დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ ნიჟარაზე დაწყობილი ლარნაკები მაშინვე იმსხვრევა.
YOU ARE READING
AGENT 13 [Georgian Translation]
Fanficერთმანეთის კონკურენტ აგენტებს ჯიმინს და ჯონგუკს მისიაზე აგზავნიან, სადაც მათ ცოლ-ქმრის ამპლუაში მოუწევთ მუშაობა. იძულებულები ხდებიან ერთმანეთისადმი ზიზღი გვერდით გადადონ რაც მეტისმეტად რთულია. თუმცა როგორც ჩანს ჯიმინს ფარული განზრახვა ამოძრავებს რამ...