3

187 32 7
                                        

შესასვლელთან სოლიდურ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი დგას და მოსაწვევების შემოწმებას ითხოვს, რომელსაც ჯიმინი დროულად პოულობს თავის პატარა კლაჩის ჩანთაში და დაცვას აწვდის. პრიალა ფურცელზე ნახევარმთვარის ლოგოს ქვეშ სონ ჯიეონის და კიმ სოჯონის სახელებია ამოტვიფრული. მამაკაცს ინფორმაცია კომპიუტერში შეჰყავს და რაღაცას ამოწმებს ამავდროულად კი სთხოვს, რომ ელექტრონული მოწყობილობები ჩააბარონ. ჯონგუკი გაოცებისგან წარბს ზევით სწევს და ჯიმინს უყურებს, მაგრამ თვითონაც ხვდება, რომ სხვა გზა არ აქვთ. მითითებებს უნდა დაემორჩილონ.

როცა ჯონგუკი მისიაზე მიდის არასდროს მიაქვს თან ტელეფონი ეს მართლაც დაუფიქრებელი ნაბიჯი იქნებოდა მისი მხრიდან. თუ დაკარგავდა და ვინმე არასასურველი პიროვნება იპოვიდა ნამდვილად არ იქნებოდა სახარბიელო. ეჭვიც არ ეპარება, რომ ჯიმინიც ასე იქცევა. მამაკაცი ჩაბარებული ნივთების სიმცირის გამო გაოცებისგან შუბლს იკრავს თუმცა არაფერს ამბობს.

-მიკვირს სურათებიც რომ არ მოგვთხოვა.-ჩურჩულით ამბობს ჯონგუკი როგორც კი შიგნით შედიან.

დიდი დარბაზი შიგნიდანაც ისეთივე დიდებული აღმოჩნდა, როგორც გარედან ჩანდა. მარმარილოს იატაკი ბროლის ჭაღის სინათლეს თეთრად ირეკლავს, აქაურობა სავსეა უამრავი უცხო ადამიანით, რომლებიც კლასიკური მუსიკის ფონზე ერთმანეთში მშვიდად საუბრობენ. რაც ჯონგუკის სტილში საერთოდ არ ჯდება, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც თავისებურ გავლენას ახდენს მის გულში იჭრება და შინაგანად რაღაცას ეხება. წყვილების უმეტესობა ამ მშვიდ მუსიკაზე ერთად ცეკვავენ.

-მათგან ერთ-ერთს მაინც უნდა გამოველაპარაკოთ-ამბობს ჯონგუკი და ჯიმინს მაჯაზე ძლიერად უჭერს ხელს როდესაც ის გვერდის ავლას ცდილობს.- ისე, ხომ შეგიძლია ერთხელ მაინც შემომხედო? ჩემი აზრით ცოლ-ქმარს შორის მეგობრული დამოკიდებულება მაინც უნდა იყოს.

AGENT 13 [Georgian Translation]Where stories live. Discover now