ჯიმინი სუსტად განათებულ, მდიდრულ დარბაზში, ხალიჩაზე მიაბიჯებს. ქუსლიანების გახდას ფიქრობდა მაგრამ ხალიჩაზე რახან აღარ პაკუნობდა გადაიფიქრა. ნამდვილად არ ეპიტნავებოდა ათასი ვიღაცის გავლილ იატაკზე ფეხშიშველი სიარული.

ჯერჯერობით, ჩოი სონჰიუნმა, როგორც ჩანს, ვერაფერი შეამჩნია.

ჯიმინი კუთხეში დგას და ცარიელ დერეფანში მდგომ ორ მამაკაცს აკვირდება. ერთმანეთში რაღაცას თავაზიანი ტონით განიხილავენ. ჯიმინს ბუნდოვნად ახსოვს მეორე მამაკაცი. ნახევარმთვარის შტაბში მიდიოდა ხოლმე და მის ფავორიტ კათედებს აკვირდებოდა.

ხედავს როგორ აწვდის პორტფელს სოჰიუნი მამაკაცს, ის თავს უკრავს პორტფეილს იღებს და ერთმანეთს ხელს ართმევენ. თითქოს რაღაცაზე თანხმდებიან.

უნდა გაარკვიოს ქეისში რა დევს თუმცა მამაკაცი უკვე ჩოი სოჰიუნის საპირსპირო მიმართულებით მიდის.

გონებას ძაბავს ცდილობს აწონდაწონოს სხვა რა გზები აქვს. ექნება თუ არა მას შესაძლებლობა ისევ დაუახლოვდეს სონჰიონს? მაგრამ... მასში რაღაც ეუბნება, რომ გაჰყვეს მამაკაცს ქეისით, მიუხედავად იმისა რა დევს მასში. ნაკლებად სავარაუდოა რომ მათ ამ დროს ნაღდი ფული გაეცვალათ, მაგრამ თუნდაც უბრალოდ ფული იყოს მაინც სჭირდება.

ზურგის ქავილი დაეწყო, იცის რომ ეს უბრალოდ შეგრძნებაა მაგრამ მაინც აწუხებს.

დისკომფორტს აიგნორებს, ცოტახანს იცდის და მამაკაცს უკან მიჰყვება. ხედავს როგორ შედის სასტუმროს ნომერში.

ჯიმინი სარკეს ხსნის და მაკიაჟს ისწორებს, თმას ოდნავ იჩეჩს, რომ უფრო სექსუალური გამოჩნდეს. მერე კი კარზე ნაზად აკაკუნებს.

კარი თითქმის მაშინვე იხსნება, კაცმა ერთხელ აათვარიელ ჩაათვარიელა და ჰკითხა.

- სონჰიონმა გამოგგზავნა?

ჯიმინი თავს უქნევს და მამაკაცი გვერდით დგება, რომ შიგნით შეუშვას.

AGENT 13 [Georgian Translation]Where stories live. Discover now