თავი 10

159 14 8
                                    



„დგება მომენტი, როცა გულში გრძნობები ილექება, ტვინში კი- ყველა აზრი პოულობს თავის კუთვნილ ადგილს. ყველა გაუგებრობას ნათელი მოეფინება, თუმცა ამ სინათლის უკან ისევ იმალება წყვდიადი. ზოგჯერ ცხოვრება არ გვიტოვებს არჩევნის საშუალებას და სწორედ მაშინ, როცა ბედნიერ ადამიანად გრძნობ თავს , სიხარულს მტკივნეულ დარდად გიქცევს , ცრემლს გადენინებს და თვალებს დაგისიებს თეთრად გათენებული ღამეების გამო. „

მყუდროება პატარა სახლში ყრუ კაკუნმა დაარღვია, მასპინძელი ფეხზე წამოდგა, რათა კიდევ ერთი მოულოდნელი სტუმრისთვის , ჩარაზული კარი ღიმილით გაეღო.

- ჩვენი წასვლის დროც მოვიდა, დიდი მადლობა გამასპინძლებისა და დახმარებისთვის - მინიოკმა თქმის თანავე თავი პატივისცემის ნიშნად დაუხარა და სავარძლიდან წამოდგა.

- კარგად ბრძანდებოდეთ - დაემშვიდობა კანიც.

ქალმა ორივე კარამდე მიაცილა , უხმოდ გასწია ურდული და შემდეგ დააყოლა :

- იმედია კვლავ გიხილავთ.

- აუცილებლად.

სახლი კვლავ დაცარიელდა , მიუხედავად იმის , რომ ახლა ქალს ცნობისმოყვარე მეზობელი ესტუმრა :

- ვინ იყო ? რამე სიახლე აქვთ შენს ძმისშვილზე? - ქალმა ხელები მუხლებზე შემოირტყა. - აიგოო, ამდენი ხანი გავიდა.

- აიგო, რა ძმისშვილი. ისიც კი არ ვიცი ნამდვილად იყო ორსულად ის გოგო? ან თუ იყო კიდეც, მაშინ ვისგან ?! არ მინდა ილუზიაში ვიცხოვრო. თუ ბედია ჩვენ შევხვდებით.

- აჰ, ნწნწნწნ, სანდო წყაროდან ვიცი ეგ ამბავი , აი , ნახავ თუ არა , სიმართლეს ვამბობ ! - ჩაიბურდღუნა მეზობელმა და ინჰას მისაღებ ოთახში შეჰყვა კითხვებით.

უკვე მოსაღამოვებული იყო, თბილი ნიავი ფოთლებს ნაზად არხევდა, რომლებიც შემოდგომის მელოდიას ქმნიდნენ ერთად.

"მე ვქრები" (დასრულებულია)Where stories live. Discover now