თავი 17

118 14 2
                                    



„ყველა ოცნებას, ჩანაფიქრს, სიზმარსა და რეალობასაც კი აქვს დასასრული, რომელსაც სწრაფი ნაბიჯით უახლოვდება. დასასრული დასაწყის ჰგავს, ისეთივე უეცარია, თუმცა ზოგჯერ არ ემთხვევა ბედნიერი დასაწყისის სტრიქონებს, ან პირიქით, უბედურ საწყისში შთაბერილ სიტყვებს. არ აქვს მნიშვნელობა , როგორი იყო მანძილი დასასრულამდე, ის მაინც მოკლე მოგეჩვენებათ."

მე და ისა ერთმენაეთისთვის სამყაროები გავხდით პირველივე დღიდან. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ უკიდეგანოდ და სწორედ ეს თავდაჯერებულობა მარწმუნებს, რომ ისასთვისაც პირველივე წამიდან გავხდი მისი სულის ნაწილი, რომელიც ბედად სდევდა მთელი ცხოვრება.

დილა ჩვენთვის ყოველთვის მზის სიყვარულით იწყებოდა, მიუხედავად იმის, იყო თუ არა მზე შუშის ფანჯრებს მიღმა ცაში გამოკიდებული. არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, რომ ფოთლები უკვე დიდიხანია დაცვენილიყვნენ ცივ მიწაზე და ერთმანეთს ათბობდნენ ჩაბღაუჭებით. ჩვენთვის მაინც მწვანე გაზაფხული იდგა და ყვავილების სურნელით ავსებდა სეულის ქუჩებს.

ჩვენი შეხვედრიდან განვლო ცხელმა ზაფხულმა – გაუთავისებელი გრძნობით, წვიმიანმა შემოდგომამ – რომელმაც ერთმანეთი გვაგრძნობინა და სუსხიანმა ზამთარმა რომლის სიცივემ კი არ დაგვაშორა, არა , უფრო საჭირო გაგვხადა ერთმანეთისთვის.

დიდი სირთულით ვლახავდით ყოველ დღეს, არასაკმარისი სიყვარულის გამო კი არა, სიფრთხილით, რომელსაც იწვევდა ერთმანეთის მიმართ ზრუნვა. თუმცა ამ სიფრთხილით განვლილი დღეების სიტკბო იმდენად დიდი იყო, არასდროს დამავიწყდება მათი გემო და გემო ერთად ხილული პირველი თოვლისა.

– სუჰო, სუჰო.

– ჰუ ?

– თოვს – სიხარულით ფარფატებდა ისა ღამის ცაში.

"მე ვქრები" (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora