თავი 18

122 14 2
                                    



„კაცობრიობა ფიქრობს, რომ მხოლოდ მას შეუძლია ბედის მართვა, მეც ასე მეგონა და მთელი რუდუნებით ვეჭიდებოდი ცხოვრების წარმმართველ საჭეს, თუმცა ასე არ ხდება... ჩვენზე მეტი ვარსკვლავებით მოჭედილმა ცამ იცის, რომელთა ნათების წიაღში თითოეული ადამიანის მომავალი ინახება, ვინ იცის , რას გვიმზადებენ ისინი , ისა ?!".

ცის სიმშვიდე და მოშკაშე ვარსკვლავების ელვარება , ლამაზი სანახავი იყო. ყველა შეჰყურებდა ერთსა და იმავე ცას, სხვადასხვა ადგილებიდან, სურვილებითა და ფიქრებით.

– ასეთი მთვარე დიდიხანია არ მინახავს – ჩაილაპარაკა მონასტრის წინამძღვარმა შაომ და მის გვერდზე მდგომ მოსწავლეს თავჩახრილმა გადახედა.

– რას გულისხმობთ, მასწავლებელო ?

– მალე ჩემი ვარსკვლავი ჩაქვრება, რომლის ნათება მთვარის ანარეკლში გადაინაცვლებს, მე კი იქ დავიკავებ ადგილს.- მთვარეს შეაპყრო მზერა, რომელშიც სინათლე დღითი-დღე კრთებოდა.

– მასწავლებელო ! როგორ...

– ყველამ უნდა ვიცოდეთ , რომ განსაზღვრულ დროზე მეტი არ მოგვეცემა – დააყოლა მან და ჯიბიდან რამდენიმე შუშის ბურთულა ამოიღო.

– ეს ბურთები ხომ...

– ხო – ხრიალით ამოილაპარაკა ბერმა – 4 ბურთი დარჩა ...

– ე.ი ჯერ საგანგაშო არაფერია, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ რამდენიმე ერთად...

– არავინ იცის, რას გადაწყვეტს განგება – თქვა ბერმა და შუშის ბურთები ქვის იატაკზე დაყარა.

– მასწავლებელო...ისინი, ისინი.

მოსწავლე შიშით დაჰყურებდა დამსხვრეულ ნაწილაკებს , მუხლებზე დადგა და ხელისგულებით ქვის იატაკს დაეყრდნო.

ბერი კვლავ ცას უმზერდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო :

"მე ვქრები" (დასრულებულია)Where stories live. Discover now