თავი 12

132 13 2
                                    


„ცხოვრებაში დგება დღეები, როცა შენში ყოველი უჯრედი, ნაწილი შევსებულია ბედნიერებისა და სიყარულის ჰორმონებით. ისა, ჩვენმა სიყვარულმა მარადიულობა შეიძნა სწორედ იმ დღეს, როცა პირველად შენ გამო დავეცი და შენივე უსუსურმა მზერამ წამომაყენა ფეხებზე. მზად ვარ უკანასკნელი ძალები შენ შემოგწირო და დარჩენილი დრო შენ გვერდით გავატარო"
უკვე 3 საათი ხდებოდა , როცა ღამემ დაძინების უფლება მომცა . სიზმარშიც კი მე და ისა ერთად ვიყავით, სიზმარშიც კი მის ხელს ვეხებოდი, ოღონდ რეალობისგან განსხვავებით სიზმარს ბედნიერი დასასრული არ ჰქონია.
ისას ხელს ძლიერ ვუჭერდი , რათა არ მიმეცა მისი სხეულისთვის სიკვდილის უფსკრულში აღმოჩენის უფლება, არ მიმეცა უფლება , რომ მის სულს ასე ადრე დაეტოვებინა შემოდგომის სურნელით ავსებული ქუჩები.
- ისა, ამას არ დავუშვებ. ისა გამოფხიზლდი ! ისა !
უშედეგოდ ვცდილობდი გამეთბო მისი გაყინული ხელები, შთამებერა სული უმოძრაო სხეულში. მხოლოდ ახლადჩამოდენილი ცრემლები მოწმობდნენ მის ტკივილს და განშორების სიძნელეს. საფეთქელიდან ნიკაპამდე სისხლით შეღებილი კვალი მინადგურებდა უკანასკნელ იმედებს შემენარჩუნებინა ის ჩემ გვერდზე.
სიზმარის კოშმარული ეპიზოდებისგან მზის სხივებმა დამიხსნეს, რომლებიც ნაზად ეფინებოდნენ ჩემ სხეულსა და მოშიშვლებულ იატაკს. თვალები ნელა მოვისრისე, რათა საბოლოოდ დამეღწია თავი შენი დაკარგვის საფრთხისგან. თვალი ცარიელ ოთახს გადავავლე და შეშინებული მუხლებზე დავდექი .
- ისა ?!
თუმცა ძახილზე არავინ მიპასუხა. ოთახიდან სამზარეულოში გავედი, თითქოს ისა გაქრა, როგორც იმ სიზმარში.
- ისა, ისა, სად ხარ ?
ემოციების შეკავება ძალიან მიჭრდა, რადგან დღევანდელი დილის რეალობა კოშმარის გაგრძელება იყო. ცივ კედელს მივეყუდე, სხეული ნელ-ნელა ჩამოვაცურე. ახლა განსაკუთრებით მიჭირდა ცრემლების შეკავება, რადგან მეშინოდა, რომ ერთხელაც ის სამუდამოდ გაქრებოდა და ეს მომენტი სწორედ ახლა დადგა.
თვალებზე ხელები ავიფარე , რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიჯექი, ოთახში სრული მდუმარება სუფევდა, სანამ ისას ხმის ექო არ შემომესმა კარის მოჯახუნებისას.
- ძილისგუდა, ადექი ? - ისამ კარები მიიხურა , ფეხსაცმელი შემოსასსვლელშივე გაიხადა და სწრაფი ნაბიჯით შევარდა მისაღებ ოთახში - სუჰო ? - ისა ოთახში შემოვიდა, ხელში ხილიანი ცელოფანი და 2 კროასანი ეჭირა. - სუჰო ? აქ რას აკეთებ ? მეგონა ისევ გეძინა!
ისა კვლავ ჩემ წინ იდგა, ხელი მის ხელს შევახე , რათა დავრწმუნებულიყავი მის რეალურ არსებობაში.
ისა მუხლებზე დაიჩოქა და ჩემკენ ახლოს მოიწია, მისმა ხელებმა ცივი კედლისგან გაყინული სხეული გამითბო , სულთან ერთად.
- საუზმეს მოვამზადებ - ჩამჩურჩულა და ფეხზე წამოდგა - შენ კი აბაზანა მიიღე . - ისამ შუბლზე მაკოცა და სამზარეულოში შევიდა.
ცხელი შხაპის წვეთები მთელ სხეულს თანაბრად ედებოდა, ადენილი ორთქლი ჭერს ეკროდა და მისი კვალი ნამის სახით რჩებოდა. ყველაფერი ტოვებს კვალს , გადაიქცევა სხვა მატერიად. ყველა სიცოცხლეს აქვს კრიტიკული მომენტი, გადასხვაფერების, რომელსაც კაცობრიობა გარდაცვალებას ვეძახით, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ პროცესია, როდესაც გადადიხარ სხვა სამყაროში, გარემოში , რომელიც შენთვის იმ მომენტამდე უცნობი იყო.
- სუჰო , ყველაფერი მზადაა . -ისას ხმამ ჩემამდე ვერ მოაღწია, სწორედ ამის მეშინია ყველაზე მეტად, რომ ერთხელაც მის ხმას ვეღარ გავიგებ. - სუჰო ? - ისამ კარები ნელ-ნელა შემოაღო და პირდაპირ ჩემს შიშველ ნატურას გადააწყდა .- ომო, მაპატიე. - შემომძახა და კარები დიდი სიძლიერით მიაბრახუნა.
პირსახოცი შემოვიხვიე , კარის სახელური გადავატრიალე და შევაბიჯე გარემოში, სადაც ის იმყოფებოდა. პირდაპირ სამზარეულოში შევედი, ისა სახით მაცივარს ეყუდებოდა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა.
- ვაიმე , სირცხვილია. რას იფიქრებდა ?! - ბუტბუტებდა და შუბლს მაცივრის რკინის კარს ურტყავდა.
- რა უნდა მეფიქრა ? - ჩავჩურჩულე ისას , წყლის შხეფები , რომელიც ჩემს სხეულს ნამად ედებოდა, ახლა ისაზეც დაიდეს ბინა- ნუ თუ გუშინდელი არ გახსოვს.
ისა შეშინებული შემოტრიალდა და ხელით უნებლიედ შემოხვეული პირსახოცისგან დამიხსნა. მისი დამფრთხალი სახე ახლა იმდენად სასაცილოო იყო, რომ ვერც კი აღვიქვამდი იმ უხერხულ მომენტს, რომ ახლა მის წინ შიშველი ვიდექი.
ისამ ხელები სწრაფად აიფარა თვალებზე, მე კი ჩამოვარდნილი ნაჭერი ისევ მოვირგე სხეულზე :
- მე არაფერი დამინახავს .
- როგორ დაინახავდი ხელები გეფარება. - ვუთხარი და გადავიხარხარე.
- სუჰო , ჩაიცვი და ვჭამოთ. მშია !
- მაშინ ხელი გამიშვი - ისას ნერვიულობისგან ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული ჩემს მკლავზე.
- აჰ .
რამდენიმე წუთში კვლავ სამზარეულოში შევედი, ისა უკვე მაგიდას მიჯდომოდა და კრუასანს ღეჭავდა.
- გაბრაზებული ხარ. - თავი ბედნიერად დავაქნიე, მიხარია, რომ მაქვს უფლება მისი ყოველი ემოციის მოზიარე გავხდე. - ასეთ დროსაც კი ლამაზი ხარ.
ამ სიტყვების გაგონებაზე ისამ უფრო მოღუშა წარბები და გამოტენილი პირით მიმითითა მეჭამა.
- ტრრრრ (ზარის ხმა)
- ექიმო ლი ? - დიდი ხანია მას არ შევხვდერილვარ, რადგან საკუთარი თავი და ისა უკვე აღმოვაჩინე.
- სუჰო, შეგიძლია დღეს შემომიარო?
- ბატონო ლი, ვფიქრობ სეანსები საჭირო აღარაა, მაგრამ მაინც შემოგივლით ! თქვენი ნახვა ყოველთვის მახარებს !
- მაშინ გელოდები.
ტელეფონი გვერდზე გადავდე და ყავით ტკბობა დავიწყე.
- ექიმი ? რა სეანსი ? - მკითხა ისამ და კროასანის ნაჭერი გადაყლაპა..
- არაფერი ისეთი ! - გავუღიმე მას და ყავა კვლავ მოვსვი.
- დღეს რა გეგმები გაქვს ?
- ბებიას საფლავზე ვაპირებ წასვლას.
- ალბათ მართლა ძვირფასი იყო შენთვის.
- ძალიან მენატრება, განსაკუთრებით კი იმაზე მწყდება გული , რომ ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებდა.
- რას გულისხმობ ?
- მეც არ მესმოდა , რას გულისხმობდა ბებია. მხოლოდ ერთს ამბობდა, რომ თვითონ იყო დამნაშავე საყვარელი ადამიანების სიკვდილში.
- შენ მშობლებს რა მოუვიდათ ?
- მამას არ ვიცნობ, ბებია მიკრძალავდა მასზე კითხვის დასმას. დედა კი... ის მშობიობის დროს გარდაიცვალა. ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია, მთელი ჩემი ცხოვრება უსასრულო პაზლია , რომელსაც უამრავი ნაწილი აკლია, ამიტომ არ შემიძლია დავალაგო და ბოლომდე გავიგო, ვინ ვარ სინამდვილეში.- ისას სახე ტკივილით შეივსო
- არ გააგრძელო , ეს ტკივილს გაყენებს.
- უბრალოდ, არ მესმის, ძალიან მტკივა გული. რატომ მტოვებს ყველა ? დედა, მამა , ბებია... ყველამ დამტოვა, ვერ წარმოიდგენ რა რთულია უზარმაზარ სამყაროში მარტო დააბიჯებდე.
ჭიქა მაგიდაზე დავდე და ისას მივუახლოვდი.
- მე არასდროს მიგატოვებ, არ მოგცემ უფლებას კიდევ იგრძნო მარტოსულად თავი !
ისას მთელი ძალით მოვხვიე ხელები და ატირებული ბავშვის დასამშვიდებლად თავზე ვაკოცე. ისამ ცრემლები მოიწმინდა და ხლი გამაშვებინა :
- ამას ნუ დამპირდები, ასე მაინც ვერ მოხდება. - მისი სიტყვები ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. რას გულისხმობდა , რატომ თქვა ეს, ვერ ვხვდებოდი , თუმცა ამის კითხვას ვერ ვბედავდი. ყველაფერს თავისი დრო აქვს !
ისას გამოვემშვიდობე და მისი სახლი დავტოვე. ახლა ჩემი გონება მხოლოდ ერთზე ფიქრობდა, გული ერთს ოცნებობდა : არ მინდოდა როდისმე გამეშვა მისი ხელი.
სახლში ბიჭები მოუსვენრად დაფუსფუსებდნენ, ყველა შეკრებილიყო მისაღებ ოთახში და ჩემთვის სამსჯავრო მოეწყოთ.
- ოჰ , ჰიონ მოხვედი ?
- სად იყავი ?
- რატომ არეფრს გვეუბნები სუჰო ? - დამაყარეს კითხვები ბიჭებმა.
- სუჰო, მასთან იყავი ? ყველაფერი მოგვიყევი ! - წამოიძახა სეჰუნმა.
- ვისთან იყო ? რა უნდა მოგვიყვეს ?
- აჰ , სეჰუნ ! - კბილები დავუკრიჭე, რათა მეტი სიტყვა არ დასცდენოდა.
- მაპატიე , მაგრამ ყველას გვაქვს უფლება ვიცოდეთ დეტალებიც კი ! როგორი იყო? მაგარი გოგოა ?
- ვუააააა , მართლა და მართლა ! - წამოიძახა ჩანმა.
- რაზე ლაპარაკობთ ბიჭებო ? ვინ გოგო ? - ადუდუნდა კაიც.
- ჯანდაბა. ყველაფერი ისე არაა , როგორც ფიქრობთ ! არაფერი მომხდარა.
- აიშ, სუჰო ! ვიქრობ დაგიჯერეთ ?
- კარგი , კარგი ! ზედმეტად გადაღლილი სახე გაქვს, ალბათ მთელი ძალები გამოგლია. დაისვენე და მერე დამშვიდებით მოყვები ყველაფერს ! - მირჩია თავის ტალღოვანი ქნევით სეჰუნმა და თითები ოთახისკენ გაიშვირა.
- ნწნწნწ, სუნამოც კი ქი მისი არაა ! - წამომაძახა ჩანიოლმა.
ოთახში შევედი, კარადა გამოვაღე , რათა ტანსაცმელი გამომეცვალა. ბიჭებთან დარჩენა ახლა არ შემეძლო, რადგან ჯერ საკუთარ თავში უნდა დამელაგებინა ყველა აზრი . ამიტომ გადავწყვიტე პირდაპირ ბატონ ლისთან წასვლა.
- ჰეი, სად მიდიხარ ? აიჰ , პასუხსაც არ გვცემს !
- საღამოს ვერსად წაგვივა. - ჩანმა ხელები გადახლართა და თავი კმაყოფილებით დააქნია.
ექიმი ლი , საბედნიეროდ, უკვე სახლში იყო, როცა მას ვესტუმრე. როგორც ყოველთვის ,ღიმილით შემიპატიჟა სახლში.
- სუჰო, სეანსებზე რატომ ამბობ უარს ?
- ვფიქრობ , ამისთვის მიზეზი აღარ არსებობს.
- მიხარია , თუ კი ასეა მაგრამ ...
- ნუ ღელავთ, ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
- ჰაჰაჰა, რატომ ? უკვე დაადგინე ვინაა ?
- ბატონო ლი ნუ მაწითლებთ !
- სიყვარული არაა სასირცხვილო, მაგრამ ფრთხილად იყავი.
- რას გულისხმობთ ?
- შენ ცნობილი ადამიანი ხარ ! ჰაჰაა
- აჰ , ეგ.
- მიხარია, რომ ჩემი შიშები არ გამართლდა !- ღრმად ამოისუნთქა და კვლავ გადმომხედა, როცა ტელეფონის ვიბრაცია იგრძნო. - აჰ , ტელეფონი მირეკავს , ახლავე მოვალ - მითხრა ექიმმა და კაბინეტიდან გავიდა.
ოთახი გემოვნებიანად იყო მოწყობილი, განსაკუთრებულ გარემოს კი აურაცხებელი რაოდენობის წიგნი ქმნიდა. თითოეული თარო, თითოეული წიგნი, ფურცელი უამრავ აზრს, ისტორიას ინახავდა. სავარძლიდან წამოვდექი, წიგნების თითები გადავუსვი, ძველი და თანამედროვე სტილი იდეალურად ერწყმოდა ერთმანეთს.
ფანჯარასთან მივედი, ყოველთვის მიყვარდა ხედებით ტკბობა, განსაკუთრებიც , როცა მარტო ვიყავი, საკუთარ თავთან დარჩენილი მარტო. უკიდეგანო სივრცეს შეუწყვეტლივ ვუყურებდი, რატომღაც ისას სახე ამოტივტივდა ჩემ გონებაში, როცა სააბაზანოს კარი შემოაღო, რამაც ღიმილი მომგვარა.
ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი, ნელა შემოვტრიალდი , რათა ადგილს დავბრუნებოდი, თუმცა ჩემი ყურადღება ახლა სულ სხვა ნვთმა მიიპყრო.
დღიური ხელში ავიღე და ფურცვლა დავიწყე. არასდროს ვკიდებდი სხვის ნივთებს ხელს, რათა ვინმეს პირადი სივრცე არ დამერღვია. დღიური დავკეცე და დავაპირე მაგიდაზე დადება, როცა ფოტოსურათი გადმოვარდა. სურათი იატაკიდან ავიღე და დღიურთან ერთად მაგიდაზე დავდე.
2 ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო, რამაც კვლავ მიმატრიალა იმ დღიურისკენ. სურათს დავხედე, ჩემ წინ ისა იყო აღბეჭდილი !
- ბატონ ლის რატომ აქვს ისას ფოტო ? - ბლოკნოტი ისევ ავიღე და რამდენიმე წინადადება ამოვიკითხე :
- „მისი თვალები ყოველთვის იდუმალი იყო, რაც უფრო მეტს ვუყურებდი, მეტად ვიბნეოდი, რადგან ვერასდროს გამეგო , რას მეტყველებდნენ".
- სუჰო ?- კარებისკენ გავიხედე, ექიმი ლი გაკვირვებით მიყურებდა. - სუჰო , სურათით და დღიურით რატომ დაინტერესდი ?
- ამ გოგონას ფოტო საიდან გაქვთ ?
- იცნობ მაგ გოგონას ?
- ეს სწორედ ის ... მაგრამ თქვენ ... საიდან იცნობთ მას ?
ექიმი შეშფოთებით მიყურებდა, თითქოს მისი იმედები წამებში დაიმსხვრა, თითქოს ნათელ მომავალს , რომელიც მელოდებოდა , შავი ღრუბელი მოეფარა , რომელიც სიკვდილამდე გამყვებოდა.

"მე ვქრები" (დასრულებულია)Where stories live. Discover now