თავი 3

287 30 2
                                    

სავადმყოფომდე ისე მივიდნენ ბევრი არ ულაპარაკიათ.რამდენჯერმე გზაში თვალი გააპარა კაიმ მისკენ ისევე როგორც თაკომ.თან ახსენდებოდა ნახევრად შიშველი კაი და ეღიმებოდა."რამდენი ფანი ინატრებდა ახლა ჩემს ადგილზე ყოფნას."_გაიფიქრა და იქვე სკამზე მიყრდნობილ და ჩაძინებულ კაის გადახედა-" რა საყვარლები და თბილები არიან "- ჩაიღიმა თაკომ და ფანჯარაში გაიხედა უკვე სავადმყოფოსთან იყვნენ.მანქანაც გაჩერდა და კაისაც გამოეღვიძა.

- უკვე მოვსულვართ-უცებ ძირს ჩახტა.მეორე მხარეს შემოურბინა კარები გაუღო და ხელი გაუწოდა.გოგონაც ხელზე დაყრდობილი ნელა ჩამოვიდა და სავადმყოფოში შევიდნენ.რეგისტრატურაში სანამ მივიდოდნენ თაკოს ჩანთა გაახსენდა,რომელიც მანქანაში დარჩა.

-ჩანთა მანქანაში დამრჩა.ახლავე მოვიტან.-გაბრუნებას აპირებდა, თუმცა კაიმ შეაჩერა.

-არა მე მოვიტან შენ აქ დაჯექი და დამელოდე.-გაუღიმა და მანქანისკენ წავიდა.
იქვე უსაქმოდ პაპარაცი ხეტიალობდა,როცა უცებ კაის თვალი მოკრა.

- ეს ხომ exo კაია.მანქანისკენ მიდის.- აპარატი მოიმარჯვა.კაის რამდენიმე ფოტო გადაუღო თუ როგორ მიდის მანქანისკენ,აღებს კარებს,იღებს ქალის ჩანთას და შედის ისევ საავადმყოფოში.პაპარაცმა უფრო ახლოს გადაწყვიტა მისვლა,რადგან შიგნით ვეღარ ხედავდა რა ხდებოდა.ახლოს მივიდა დაა ისიც აღბეჭდა აპარატზე თუ როგორ აწვდის ჩანთას გოგონას ნაზად უღიმის და თავზე ხელს უსვამს.
***
სახლში დაბრუნებულებს მხოლოდ ჩენი დახვდათ.

-ოჰ მოხვედით უკვე? როგორ გაქვს ფეხი? სერიოზული ხომ არაფერია? - აიპოდი გვერდით გადადო და წამოწია დივნიდან.- მოდი აქ დაჯექი.- პატარაზე გაიჩოჩა.გოგოც მის გვერდით დაჯდა.

-არა სერიოზული არაფერია. რაღაც მაზი გამომიწერა იმას წავისვამ ხოლმე და მალე გამივლის.- ამ დროს სახლის კარი გაიღო და ბექენიც შემოტყაპუნდა პარკებით ხელში.

My love for you is Infinite ∞Where stories live. Discover now