თავი 1

634 36 4
                                    


თვითვმფრინავი ინჩონის აეროპორტში დაეშვა. უამრავი ხალხი ირეოდა.გოგონა ,რომელიც ამდენი ხანი ელოდა თავისი ოცნების ასრულებას ,როგორც იქნა ახდა. თვითმფრინავიდან გახარებული ჩამოვიდა. არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა:დახეული ტანზე მომდგარი ჯინსი, თეთრი კედები, თეთრი მაისური,, გაშლილი დახვეული თმა , რომელიც სიარულის დროს ზურგზე ლამაზად თამაშობდნენ. ეს ყველაფერი მის არაჩვეულებრივ აღნაგობას ხაზს უსვამდა, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად გადაპრანჭული არ იყო.
ბარგი აიღო, ტელეფონში თავისი საყვარელი სიმღერა EXO-HURT ჩართო, ყურსასმენები გაიკეთა და გასავლელისკენ გაემართა.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და იგრძნო რომ ვიღაცის მზერა აცილებდა. თუმცა არ შეიმჩნია და გზა განაგრძო. უცებ გასასვლელიდან გოგონების ბრბო შემოცვივდა.
-დავიჯერო აეროპორტში რომელიმე აიდოლია?-გაიფიქრა გოგომ და იმ მიმართულებით დააპირა გახედვა საითაც გოგონების ბრბო მირბოდა. ამ დროს ერთ-ერთმა გაგიჟებულმა ფანატმა მხარი გაჰკრა და პასპორტი გააგდებინა ხელიდან.
-ჯანდაბა რა სიგიჟეა-კორეულად თქვა. ყურსასმენები მოიხსნა და პასპორტის ასაღებად დაიხარა. ისევ იგრძნო ბიძგი თავი ვეღარ შეიმაგრა და ძირს დაეცა.
დაცემისას ფეხი გადაუბრუნდა და ვეღარ ადგა.
-პირველი დღე საოცნებო ქვეყანაში ასეთი უნდა-თავისთვის ჩაილაპარაკა.-როგორ მტკივა ფეხი ღმერთო. ახლა რა ვქნა?-ცდილობდა ჩემოდანზე დაყრდნობით წამომდგარიყო. ოდნავ წამოდგა, მაგრამ თავს ვერ იმაგრებდა, ისევ ძირს უნდა დაცემულიყო, როდესაც იგრძნო, ვიღაცის ხელის მოკიდება.

ვიღაცამ დაცემას გადაარჩინა. მისთვის არც კი შეუხედავს ფეხი ისე სტკიოდა. უცნობმა ჰკითხა:
-ხომ კარგად ხართ?
ამ დროს კი გოგოს თავში ფიქრებმა დაიწყო ტრიალი.
-ღმერთო ეს ხმა როგორ მეცნობა ნუთუ ეს.....-თავი მაღლა ასწია და სეჰუნი დაინახა-... ო სეჰუნია? - გოგო გაშტერდა-არა შეუძლებელია მემგონი მოლანდებები დამეწყო, ან იქნებ მოვკვდი და სამოთხეში ვარ? არ მეგონა, რომ ოდესმე ერთმანეთს შევხვდებოდით თან ასეთ სიტუაციაში. რამდენჯერ წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა, თუმცა ასეთი არასოდეს.
სეჰუნმა კითხვა გაუმეორა-კარგად ხარ? -გოგო ფიქრებიდან მისმა ხმამ გამოარკვია.
-დიახ-ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვა. ხელზე დაიხედა და დაინახა, რომ ჯერ კიდევ ხელი ჰქონდა მოკიდებული სეჰუნს რათა არ წაქცეულიყო.
სეჰუნმა უკან გაიხედა და დაინახა რომ ბიჭები მოდიოდნენ, რომელთაც ფანები ყვირილით მოჰყვებოდნენ.
(ფანები)-ღმერთო ეს ო სეჰუნია? შემოსვლილსას რატომ ვერ დავინახეთ თუ აქ იყო? -ერთმანეთს ეკითხებოდნენ.
ბიჭები მიუახლოვდნენ სეჰუნს, თან უკან დაცვა მოჰყვებოდათ.
-სად წახვედი სეჰუნ იმდენი გეძებეთ. ეს ვინაა? -იკითხა ბექენმა
-აჰჰ.. ეს.. უბრალოდ დავინახე ფანებმა რომ წააქციეს და დახმარება მინდოდა. თუმცა, როგორც ჩანს ფეხი იტკინა.
-მართლა? ჯობია გავიდეთ აქედან თორემ ცოცხლები ვერ გავაღწევთ.-თქვა სიცილით ჩანიოლმა.-რადგან ჩვენი ფანების გამო დაშავდა ჯობია ჩვენი მანქანით წავიყვანოთ.
-საჭირო არაა ტაქსით წავალ-თქვა დაბნეულმა გოგომ.
-ასეთ მდგომარეობაში? უარი არ მიიღება-თქვა კაიმ.
-კარგი წავიდეთ უკვე დროა-თქვა სეჰუნმა
-მის ჩემოდანს მე წამოვიღებ-თქვა ლეიმ თან გაიღიმა და ლოყა საყვარლად ჩაეჭუტა ^_^
-გმადლობთ დახმარებისათვის-უთხრა გოგომ ღიმილით.
(ფანები)-ეს გოგო ვინაა ან მათთან რა უნდა? რატომ მიჰყავთ?-ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებდნენ
(მეორე ფანი)-და თან თავიანთ მანქანაში აჯენენ. რა გამაღიზიანებელია.
გარეთ ორი შავი ფურგონი იდგა. ნაწილი ერთში ჩაჯდა, ნაწილი მეორეში.

-შენთვის სახელიც კი არ გვიკითხავს, როგორც ჩანს აქაური არ უნდა იყო-თქვა ბექენმა
-თაკო მქვია
-თაკო? ეს საჭმლის სახელს მაგონებს მექსიკურიი რომაა-ჩანიოლმა სიცილით თქვა როგორც ყოველთვის.
-ჩემს ქვეყანაში ეს სახელია-უპასუხა თაკომ და თან გაიცინა.
-რომელი ქვეყნიდან ხარ? -იკითხა სეჰუნმა
-Georgia-დან.
-ამ ქვეყნის შესახებ არაფერი გვსმენია -თქვა კაიმ
-ხო ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა არც ისე პოპულარულია
-იმედია მანდაც გვექნება მომავალში კონცერტი-თქვა სეჰუნამ და გაიღიმა.
-ხო მართლა... ხომ არ ჯობია რამდენიმე დღე ჩვენს სახლში დარჩეს სანამ ფეხი მოურჩება, უცხო ქვეყნიდანაა თან ასეთ მდგომარეობაში. უბრალოდ ვერ მივატოვებთ. აბა რას იტყვით? -იკითხა ჩანიოლმა
-არა რას ამბობ. ნამდვილად არაა საჭირო ასე შეწუხება, თან სასტუმრო უკვე დაჯავშნილი მაქვს. ჯობია იქ მიმიყვანოთ ამაზეც მადლობელი ვიქნები.
-მე თანახმა ვარ ჩვენს სახლში დარჩეს-თქვა ბექენმა სიცილით და ხელი ასწია.
-მეც არ ვარ წინააღმდეგი- უპასუხა კაიმ.
-არც მე ვარ წინააღმდეგი. კარგი აზრია.-სეჰუნმა ღიმილით თქვა და თაკოს შეხედა.
(ახლა მოვკვდები.. როგორია 9 ბიჭის სახლში მე ერთმა გოგომ რამდენიმე დღით ვიცხოვრო. ჯობია ახლავე მოვკვდე ვიდრე სირცხვილით დავიწვა. თან როგორია ამდენ სილამაზეს უყურო ყოველ დღე. ასეთ რამეს ნამდვილად არ მოველოდი)-ფიქრობდა თაკო და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-არა გმადლობთ, მაგრამ ვერ წამოვალ.-(ახლა მე სრულ ჭკუაზე ვარ? რაზე ვამბობ უარს. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეძლევა შანსი ადამიანს მე კიდე რას ვაკეთებ.)
-გადაწყვეტილი ამბავია უკვე :D ჩვენთვის პრობლემა არაა. თან ახალ მეგობარს შევიძენთ. უკეთ გაგიცნობთ. ნუ გეშინია ცარიელი ოთახი გვაქვს :D -გაეკრიჭა ჩანიოლი.
ამაზე ყველამ გაიცინა.
-არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
-მადლობის გადახდას სხვა დროს მოასწრებ- თქვა სიცილით სეჰუნამ.
(რა საყვარელია როცა იცინის ^___^ მგონი მართლა სამოთხეში ვარ, არ მჯერა რომ ეს ჩემს თავს ხდება. როცა თვალებში მიყურებს სული მეხუთება, გონება მეფანტება, ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი. არც კი ვიცი ახლა როგორ ვიკავებ თავს რომ არ ჩავეხუტო)
ფიქრებიდან კაის ხმამ გამოიყვანა.
-მოვედით. კეთილი იყოოს შენი შემოსვლა EXO-ს თბილ და წყნარ სახლში.

- a

My love for you is Infinite ∞Where stories live. Discover now