არ ვიცი ამას რატომ ვწერ, ან საერთოდ რატომ გიყვებით, ალბათ მინდა რომ ვინმეს დაველაპარაკო. ყველაფრით დავიღალე, სიცოცხლე აღარ მინდა, მე ხომ სიკვდილის უფლებაც ამიკრძალეს.. ჩემი სახელია არია, უფროსი მოსიყვარულე ძმა მყავს.. მოსიყვარულე ?! ჰმმ.. ალბათ ასე უნდა ვთქვა. მე და ჩემი ძმა ტაო მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები ვართ ! არასოდეს არაფერი არ გვაკლდა.. მოსიყვარულე მშობლები, უამრავი სათამაშო, ფული სიმდიდრე მაგრამ.. ჰჰ.. მართლაც რომ მაგრამ.. ყველაფერი იმ წყულ ღამეს დაიწყო.. მე მას „უბედურების ღამე" დავარქვი. 2008 წლის 17 ოქტომბერი, ღამის 11 საათია, მამას ტელეფონზე ურეკავენ, ამის შემდეგ დედა და მამა წინ და უკან იწყებენ სიარულს. სასწრაფოდ ალაგებენ ნივთებს, წასვლის წინ კი ჩემთან და ტაოსთან მოდიან.. დედა მეხუტება და შუბლზე მკოცნის, შემდეგ ტაოს
დედა - ტაო საყვარელო მე და მამაშენს სასწრაფო საქმე გამოგვიჩნდა, ერთი კვირით ქვეყანა უნდა დავტოვოთ, გაუფრთხილდი შენ პარა დაიკოს, მალე დავბრუნდებით..
მამა - მიხედე შენ დას შვილო, შენ მისი უფროსი ძმა ხარ და უნდა გაუფრთხილდე.. გვიყვარხართ ორივე !
ჩვენ და საუბედუროდ, ეს მათი ბოლოსიტყვები იყო.. 2008 წლის 17 ოქტომბერი ღამის 5 საათი, უბედური შმეთხვევა მოხვდა, თვითმფრინავი ჩამოვარდა რომელითაც დედა და მამა მიფრინავდნენ.. იმ დღის მერე დედა და მამა აღარ გვინახავს, ეს იყო ბოლო დღე რომელიც ერთად გავატარეთ.. მის მერე ჩემი ძმა თავის თავში ჩაიკეტა, ოთახიდან აღარ გამოდიოდა. მხოლოდ თვალს თუ მოვკრავდი.. ერთი წლის მერე ყველაფერი შეიცვალა, 2009 წლის 12 მაისი ჩემმა ძმამ პერსონალი მოიხმო და განაცხადა, რომ დღეიდან ამ სახლში ყველაფერს ის განაგებდა ! მის მერე დაიწყო ჩემი ტანჯვა.. არ ვიცი როგორ გითხრათ, რანაირად დავიწყო ეგეც არ ვიცი.. 2014 წელი ყველაფერი უკვე ჩემი ძმის ხელშია, მთელი ქონება, ფული, კომპანია და.. და.. მიჭირს ყველაფრის მოყოლა, მიუხედავად იმისა რომ ამ ყველაფერს ვწერ.. 2009 წლის შემდეგ ყოველ წელს, დედ-მამის ქორწინების იუბილეს ავღნიშნავთ დიდი წვეულებით.. ერთი შეხედვით ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ.. როდესაც ჩემი ძმა მდგომარეობიდან გამოვიდა ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მარა ერთ დღესაც განმიცხადა რომ მე ვერანაირად ვერ მეყოლებოდა მეგობრები, არც სკოლაში ვივლიდი და არც სამომავლოდ შეყვარებული არ მეყოლებოდა, მაგაზე ხმაც არ უნდა ამომეღო. მის მერე სახლში ვარ, მხოლოდ სასახლის ეზოში მაძლევს გასვლის უფლებას.. ხალხს მხოლოდ მაშინ ვხედავ როცა დედ-მამის იუბილეა.. ალბათ იფიქრებთ რატოა ეს გოგო უბედური, სასახლეში ცხოვრობს, მოსიყვარულე ძმასთან ერთად რომელიც მასზე ზრუნავს.. ნეტა მართლა მარტო ეს იყოს, ხმას არ ამოვიღებდი.. დანარცენს მერე მოგიყვებით, თქვენთვითონაც მიხვდებით თანდათან რაშიცაა საქმე.. დღეს 2016 წელია, 17 წლის ვარ ჩემი ძმა 19 წლისაა.. მამა და დედას იუბიელა, ამასთან დაკავშირებით როგორც ყოველთვის უზარმაზარი წვეულება იმართება. დილიდანვე ჩემი ძმა დაკავებულია, მე კი ვცდილობ თვალი ავარიდო, მაგრამ არ გამომდის.. კარებზე კაკუნია..
ВЫ ЧИТАЕТЕ
Night of unluckiness
Fanfictionგესმის ?! თითქოს დრო გაჩერდა.. გაჩერდა იმ ბედნიერ მომენტზე, რომელსაც "შენამდე უსასრულობა" დავარქვი !!