Night of unluckiness / Part 6.

66 6 0
                                    

ტაოს ჩემ ხელზე ხელი ქონდა ჩაჭიდებული, ისე ძაან ლამის სისხლმა შეწყვიტა მოძრაობა. დერეფანს მივუყვებოდით, მესამე სართულზე ავედით სადაც არასოდეს არ მიშვებდა იქ უამრავი ოთახები იყო, სულ ბოლოში კი ჩვენი მშობლების ოთახი.. უკან მივყვებოდი ხმის ამოუღებლად, უკვე აღარაფერი მაინტერესებდა.. გული აღარ მაქ, მე მკვდარი ვარ მოსიარულე მკვდარი ! ჩვენი მშობლების ოთახს მივუახლოვდით, ტაომ კარები შეაღო, შიგნით შევედით.. ირგვლივ ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც რვა წლის უკან არაფერი შეცვლილა.. ოთახში მათი სურნელი იდგა, მათი მოსიყვარულე სურნელი.. ტაომ თავიკსენ მომაბრუნა, ზომბივით გაქვავებული ვიდექი რეაგირება არ მქონდა

ტაო - მზად ხარ საყვარელო ?! (ისევ მკაცრი ხმით მომიგო)

ხმა არ ამომიღია.. მაგრამ არ მინდოდა ეს რომ გაეკეთებინა, მითუმეტეს ამ ოთახში

ტაო - არია მიპასუხე !!

არია - მზად ვარ.. მაგრამ შეიძლება კიდევ რაღაც გთხოვოთ ბოლოჯერ და შემდეგ ყველანაირად დაგემორჩილებით..

ტაო - გისმენ !

არია - გთხოვ ამ ოთახში ნუ გააკეთებ ამას.. გეხვეწები ძმაო

მუხლებზე დავემხე და ისე დავუწყე ხვეწნა.. ტაო მიყურებდა შემდეგ კი ფეხზე წამომაყენა

ტაო - კარგი ჩემ პრინცესას თუ მასე გინდა ასე მოვიქცევი..

ტაომ გამიღიმა შემდეგ ისევ ხელი მომკიდა და მის ოთახში ჩავედით..

მოგვითხრობს ქაი :

შემოდგომაა თუ ზამთარი !! პირველად ვხედავ შემოდგომას როგორ მოდის თოვლი, სასახლეს თითქმის მივუახლოვდით, ამ დროს კი მანქანას საბურავი დაეშვა !! ღმერთო ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ არის. მანქანიდან გადმოვედი სასახლისკენ გავიქეცი, ვტიროდი როგორც ქალი ისე ვტიროდი !! რადგან ჩემი სიყვარული იმ ურჩხულთან დავტოვე, მან ჩემს გამო თავი გაწირა.. ჩემს გადასარჩენად მოიქცა ასე, ხომ მთხოვა პრობლემებს ნუ შემიქნიო მე კიდე არ დავუჯერე, ახლა კი.. ახლა.. ამის წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლება მოხდეს.. მოვკლავ იმ ნაბიჭვარს, რომ რამე დაუშაოს !! უნდა მივასწრო.. მივრბოდი სასახლისკენ წვიმის წვეთები თოვლად იყო ქცეული, იმდენად ძლიერი თოვლი იყო გზას ძლივს ვიკვლევდი. თოვლთან ერთად ძლიერი ქარი ქროდა.. სასახლეს მივუახლოვდი, სასახლის შესასვლელში კი ორი დაცვა იდგა.. ორივე ვიცანი, აშკარა იყო მათაც მიცნეს ჩემ დანახვაზე ერთმანეთს შეხედეს, შემდეგ კი უფრო მყარად დადგნენ.. მათ მივუახლოვდი და შესვლა ვთხოვე

Night of unluckinessМесто, где живут истории. Откройте их для себя