მეორე დილა ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორიც ყველა დანარჩენი.. ავდექი ხალათი შემოვიცვი და ფანჯარასთან მივედი.. შემოდგომის გრილი დღე იყო, ნაზი ნიავი ქროდა.. ვუყურებდი როგორ ებღაუჭებოდნენ ფოთლები ხის ტოტებს, რომ არ მომწყდარიყვნენ, მაგრამ ამაოდ.. ისინი ხის ტოტებს წყდებოდნენ და ნიავს მიყვებოდნენ.. ალბათ ერთხელაც მეც მასე წავალ.. კარებზე კაკუნის ხმა გაისმა
არია - მობრძანდით
კარები მოსამსახურემ შემოაღო, შემოვიდა და თავი დახარა შემდეგ მომიგო
მოსამსახურე - თქვენმა ძმამ დამავალა, თქვენთვის რომ მეცნობა, თქვენ გელოდებიან
არია - კარგით, 10 წუთში ჩამოვალ..
მოსამსახურემ თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა, ჩაცვმა დავიწყე როცა მოსამსახურის სიტყვები გამახსენდა „თქვენ გელოდებიან" ნუთუ.. როგორც იქნა ჩავიცვი, ოთახის კარები გამოვიხურე და დაბლა ჩავედი. მართლაც რომ ჩემი ეჭვები გამართლდა.. დაბლა ჩემი ძმა და ქაი მელოდებოდნენ, კიბეზე ნელ-ნელა ჩავდიოდი, ვუყურებდი როგორ მიღიმოდა ქაი, შემდეგ კი ჩემ ძმას გავხედე, რომლის თვალებიდანაც ცეცხლი იფქვეოდა..
ქაი - დილამშვიდობისა მილედი..
ქაიმ მომღიმარი სახით მომიგო, შემდეგ ხელი გამომიწოდა.. მაგრამ ვერ გავბედე ხელის გაწვდენა, რადგან ჩემი ძმა ჩვენ გვერდით იდგა.. კაბაზე ხელი მოვიკიდე, მუხლი მოვხარე და თავი დავუკარი, შემდეგ კი გავუღიმე..
ტაო - როგორ გეძინა საყვარელო ?! (როგორც ყოველთვის მკაცრი ხმით მომიგო)
ტაოს ხმის გაგონებაზე ტანში ყოველთვის ჟრუანტელი მივლის, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო და ვპასუხობ
არია - კარგად ძმაო, თავად როგორ გეძინათ ?
ტაო - არაჩვეულებვრივად (ჩაიღიმა)
ქაი - მაკვირვებთ, როგორ პატივის ცემით ესაუბრებით ერთმანეთს
ВЫ ЧИТАЕТЕ
Night of unluckiness
Fanfictionგესმის ?! თითქოს დრო გაჩერდა.. გაჩერდა იმ ბედნიერ მომენტზე, რომელსაც "შენამდე უსასრულობა" დავარქვი !!