ტაოს შევხედე, რომელიც სასტიკი მზერით უყურებდა მოსამსახურეს, შემდეგ მე გამომხედა, მე უცებ თავი დავხარე.. ტაო წამოდგა ფეხზე და მოსამსახურეს მიუგო
ტაო - შემოუშვით ! (ბრძანებით)
ხმას არ ვიღებდი, რადგან ვიცოდი ამას უარესი მოყვებოდა..
ტაო - ადექი მისაღებში გადი ! მეც გამოვალ..
ისევ ჩუმად ვიჯექი როცა მაგიდაზე ხელით დააბრახუნა და დამიყვირა
ტაო - დროზე მისაღებში გადი !
უცებ შევხტი და მაგიდის წვერს ავარტყი, მუხლი გამეკაწრა მაგრამ მაშინვე არ შემიმჩნევია. წამოვხტი და მისაღებში გავედი.. 2 წუთში ქაიც შემოიყვანა მოსამსახურემ კაიმ გამიღიმა და მომიახლოვდა, ხელი ხელზე მომკიდა ცალი მუხლი მოხარა და ხელზე მეამბორა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ვერ გეტყვით რო არ მესიამოვნა, მაგრამ ამ შემთხვევაში სულ სხვა რაღაცა იყო.. ჩემი ძმა შემოვიდა, თან იღიმოდა მაგრამ ვაი იმ ღიმილს.. მის თვალებში იმხელა ზიზღს ვხედავდი, უცებ ხელი გავწიე
ქაი - გამარჯობა მილედი
ამ დროს ტაო მოგვიახლოვდა და კაის მხარზე დაადო ხელი, ქაი გასწორდა და ტაოს შეხედა, შემდეგ ხელი გაუწოდა და მიესალმა
ქაი - გამარჯობა
ტაო - გამარჯობა ქაი
გამიკვირდა საიდან იცნობდნენ ისინი ერთმანეთს, როცა ქაიმ გაუღიმა და გადაეხვია. ამ საქციელმა შოკში ჩამაგდო, ვერავინ ვერ ბედავს ჩემ ძმასთან მიახლოვებას და ეს კიდე გადაეხვია.
ქაი - 3 წელია არ მინახიხარ, სულ არ შეცვლილხარ..
ტაო - არც შენ ქაი.. მეგონა უკვე დატოვე ქვეყანა, გუშენდელი წვეულების შემდეგ..
ქაი - კიდევ რამოდენიმე ხანი გაგრძელდება ჩემი აქ ყოფნა, ამიტომ თქვენთან დარჩენა მომიწევს, იმედია არ ხარ წინააღმდეგი
ეს სიტყვები წარმოთქვა თუ არა შევკრთი, ისე რო ორივემ შემატყვეს
ВЫ ЧИТАЕТЕ
Night of unluckiness
Fanfictionგესმის ?! თითქოს დრო გაჩერდა.. გაჩერდა იმ ბედნიერ მომენტზე, რომელსაც "შენამდე უსასრულობა" დავარქვი !!