13 თავი

904 99 27
                                    

სანთელი იწვის სადაცაა ჩაქვრება.მე ტახტის ერთ ბოლოში ვარ ჯიმინი მეორეში.
-სიბნელის მეშინია(მე)
-არაუშავს მე აქ ვარ
-მერე შენ მანათობელი ვარსკვლავი ხარ?
-რა არ ვარ?
-ოჰ კი რო გიყურებ პირდაპირ თვალს მჭრის შენი სხივები
-არ გეძინება?
-არა
-ძაან კარგი მაშინ მე დავიძინებ.
-კაი
-...-5წუთი ხმა არ ამოუღია
-გძინავს?
-...-სანთელი თითქმის ჩაქვრა.
. ჯიმინის მხარეს მივიწიე და თავი მხარზე დავადე. უბრალოდ რომ მეგრძნო რომ მარტო არ ვიყავი სიბნელეში.
-აუუ გაიღვიძე!
-არც მძინავს, უბრალოდ გელოდებოდი ჩემთან როდის მოხვიდოდი.
-...-ტახტის გვარძე ხელი გადაყო და პლედი ამოიღო.
. კვლავ პლედში გავეხვიეთ ძველებურად. ამჯერად არსად გვეჩქარებოდა. მალევე ჩამეძინა. დილით ჯიმინი მაღვიძებს:
-წასვლის დროა შენ სახლში დაგტოვებ და მე კომპანიაში წავალ რომ ჯენნისგან ლექციები მოვისმინო
-აჰჰ ჩემს გამო?
-ჰო მაგრამ მოვიფიქრებ რამეს.ერთი კოცნა და ყველაფერს დავავიწყებ-ეს რომ მითხრა გული მეტკინა არ მესიამოვნა არ მინდოდა რომ მისთვის ეკოცნა.
-...-უხმოდ მანქანაში ჩავჯექი.
. სახლში მისულს ჩანეოლი კარებში შემეფეთა, თვალებზე ეტყობოდა მთელი ღამის უძილარი იყო.
-გაგიჟდი? მთელი ღამეა გირეკავ 100 შეტყობინება მაინც დაგიტოვე. შენ კიდევ პასუხიც არ გამეცი. იცი რამდენი ვინერვიულე? სად იყავი? -ასეთი გაბრაზებული არ მინახავს ჯერ.
-ბოდიში ხმა მქონდა გამორთული ტელეფონზე. ჯიმინთან ერთად ვიყავი.
-აჰჰ გასაგებია!
-კაი გთხოვ ნუ მიბრაზდები ჩან..-დამთავრება არ მაცადა ოთახში შეიკეტა.
. მშვენიერია! ესღა მაკლდა სრულ ბედნიერებამდე. ოთახში ავედი გამოვიცვალე და კომპანიაში წავედი. მთელი დღე ჯგუფთან დაკავშირებულ საქმეებს ვაგვარებდი. არც ჩანეოლი და არც ჯიმინი არ მინახავს. სახლშიც მარტო ვიყავი. ჩანეოლი გვიან მოვიდა ხმა არ გაუცია ოთახში შევიდა. ჯიმინი როდის მოვიდა არ დამინახავს.
დილით კარის კაკუნი მაღვიძებს.
-ჩანეოლი ვარ გუშინდელის გამო ბოდიში მინდოდა მომეხადა.- თავი ძლივს ავწიე და კარი გავუღე
-ჰეი (მე)
-ჰეი ბოდიში რა უბრალოდ გუშინ ძაან ვინერვიულე.
-ოჰჰ არაუშავს არც მახსოვდი-რა პირდაპირი ვარ.
-ამ საღამოს სადმე ვივახშმოთ თან რაღაც მაქვს სათქმელი.
-კარგი. მე სავარჯიშოდ მივდივარ.
. დარბაზში ვარჯიშობ როცა ტაშის ხმა შემომესმა.
-ყოჩაღ დამწყები როცა ვიყავი მეც შენსავით ვცეკვავდი-მითხრა ჯენნიმ.
-და შენი ცეკვის დონის ზრდა ფეხსაცმლის ქუსლის ზრდასთან პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული?
-ჰაჰ? მე ქუსლებსაც თავისუფლად ვხმარობ ვიღაც ვიღაცეებისგან განსხვავებით
-ჰო? და კოჭი შესიებული რატომ გაქ წნევამ აგიწია და ფეხრბი დაგისივა? ნუ შენ იმ სიმაღლეზე დგახარ მანდ ალბათ ზევით მაღალი წნევაა-სიცილი ვერ შევიკავე. ზოგადად ჩემს ხუმრობებზე მარტო მე ვიცინი ხოლმე მაგრამ ახლა კარებში შემოსულ ჯიმინს და ტაესაც გაეცინათ.
-აჰჰ ჯიმინ მოხვედი რამდენი ხანია გელოდები-კისერზე ჩამოეკიდა ჯენნი
-ერთი წუთიც არ იქნება რაც მოხვედი თუ მანდ ზევით დრო უფრო სწრაფად გადის? - ნაგლი მზერით შევხედე ჯენნის. ერთი შემომხედა თვალები გადამიტრიალა და ისევ ჯიმინს მიუბრუნდა
-არ ვივარჯიშოთ?(ჯენნი)
-კი მაგრამ სპორტულებს თუ ჩაიცმევ უფრო თავისუფმად იქნები.
-არ წამომიღია და შენსას ჩავიცმევ
-კარგი.
. მე და ტაე სარკესთან კუთხეში დავჯექით.
-კაი მე წავალ.-ვუთხარი ტაეს და ასადგომად მოვემზადე
-აუ მოიცა ახლა ნახე ეს გოგო ფართხალს რო დაიწყებს ცოტა ვიღადაოთ და მერე მეც წამოვალ.
-ოკ
. ტაე მართალი იყო ეს გოგო მართლა ფართხალებდა თევზი გეგონებოდა რომელიც წყლიდან ამოიყვანეს. ტაე ადგა და დაიწყო მისი მიბაძვა მე სიცილი ვერ შევიკავე და ჩემებურად ბოლი ხმაზე დავიწყე სიცილი ტაეც ამყვა. ძლივს მოვსულიერდით.
-აუუ მე ასე ვერ ვიკრეფ კონცენტრაციას არ შემიძლია-აწუწუნდა ჯენნი.
-ახლავე დავაწყნარებ ამათ.
. ჯიმინმა ხელი მიგვკიდა ორივეს და გარეთ გაგვათრია მე და ტაე.
-სულ გაგიჟდით? რა გაცინებთ?
-აუ კაი ახლა არ დაიწყო ვითომ არ იცი რა (მე)
-ცოტა და მეც ვერ შევიკავებდი თავს. - უცებ სიცილი აუტყდა ჯიმინს. მე და ტაემ ერთმანეთს გადავხედეთ გაოგნებულებმა და ჩვენც ავყევით.
-კაი ცოტა ჩუმად თორე გაიგებს.
5 წუთში კარი გაითო და ჯენნი გამოვიდა
-რა ხდება?
-ხოდა რას გეუბნებოდით არანაირი სიცილი ვმეცადინეობთ აქ ჩვენ და თქვენი დასაცინი აქ არავინაა! -ტონი შეცვალა ჯიმინმა და მკაცრად გვითხრა.
მე და ტაემ დასჯილი ბავშვებივით თავი დავხარეთ.
შევიდნენ თუ არა მე და ტაეს ისევ სიცილი აგვიტყდა. ჯიმინმა კარი გამოაღო თვალი ჩამიკრა კოცნა გამომიგზავნა და კარი უცებ დაკეტა.
-ოჰოჰო აქ თურმე რა ხდება-დაიწყო ტაემ.
-ოჰჰ არაფერიც არ ხდება
-მაშინ რატო გაწითლდი?
-ბევრი ვიცინეთ და მაგიტომ
-ოჰჰ კაი რა რას მატყუებ ძაან უხდებით ერთმანეთს კაი წყვილი იქნებით. აუ არ გშია?
-კი
-მერე აქ რა გვინდა? ვჭამოთ და მერე მოვიდეთ.
. იქვე ახლოს დავსხედით კაფეში. ცოტა ვჭამეთ და ისევ სტუდიაში დავბრუნდით ჯიმინის და ჯენნის სანახავად.
-ოჰჰ რას შვებით?(ტაე)
-რავი საჭმელად ვაპირებთ საღამოს გასვლას წამოხვალთ?(ჯიმინი)
-მე არ მცალია (ტაე)
-არც მე ჩანეოლს შევპირდი რაღაც აქვს სათქმელი
-არაუშავს ჩანეოლიც წამოვიდეს. წყვილებში ვიქნებით.(ჯენნი)
-მე და ჩანელი წყვილი არ ვართ !
-არადა უხდებით ერთმანეთს
-ჰო ზევიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს ალბათ.
-ჰაჰ. სადაც მივდივართ იქ შენი კედები არ გამიგადგება.
-ნუ დარდობ მე ვიცი სად რა უნდა ჩავიცვა შენგან გნსხვავებით.
-კაი გეყოთ-გამაჩერა ტაემ-წამომყევი. -ხელი ჩამკიდა და ოთახიდან გამიყვანა
-რა გინდა?
-ქუსლებზე მართლა შეგიძლია სიარული?
-არა! პირველად და უკანასკნელად ორი წლის წინ მეცვა.
-ოჰჰ საქმე ცუდადაა.
-რატომ?
-საღამომდე უნდა გასწავლო სიარული და თან კაბაც შევარჩიით
-შენ უნდა მასწავლო სიარული?
-ჰაჰ შენ ჩემი ცეკვა არ იცი ქუსლებზე? იმენა სპეცი ვარ-კაი აბა საიდან დავიწყოთ?
-აუ კაი რა
-შანსი არაა დღეს ისე გამოგაწყობ ჯენნის მილიონჯერ აჯობებ
-არ მინდა არავის ვჯობდე ის მინდა ვიყო ვინც ვარ.
. მოკლედ ტაესთან კამათს აზრი არ ქონდა. ჯერ კაბის საყიდლად წამიყვანა შემდეგ ფეხსაცმლის ბოლოს სალონში.
საღამოც მოვიდა. ჩანეოლმა გამომიარა და ერთად წავედით. პირველი კომპლიმენტი ტაესგან მივიღეემეორე კი ჩანეოლისგან. ჯენნის სიფათი უნდა გენახათ როცა დამინახა. გაოგნებისგან ყბა ჩამოვარდა. ჯიმინმა კი ნაზად გამიღიმა. საღამო მშვიდად მიდიოდა:
-დღეს მინდა მნიშვნელოვანი რაღაც გითხრა-დაიწყო ჩანეოლმა და უკვე არ მომწონდა ეს შესავალი- დიდი ხანი არაა რაც გიცნობ მაგრამ პირველი დღიდან მომწონდი. მე არ ვიყავი მოცეკვავე მაგრამ მაინც დავიწყე შენთან მუშაობა. შენთან ახლოს ვიყიდე სახლი. აქამდე ვერ ვამჩნევდი თუ ასე მიგეჩვიე და ასე შემიყვარდი სანამ გუშინ უთქმელად არ გაუჩინარდი.არ ვიცი შეიძლება ნაჩქარევია მაგრამ მინდა რომ ჩემი გერქვას რადგან ძალიან მიყვარხარ!-შენ თავში ფეხი ხო არ გაქ? ახლა გაგისკდა სიყვარულის ბუშტი? ახლა ჯიმინთან ერთად უნდა გეთქვა აუცილებლად? რატო მიწა არ გამისკდა და არ ჩავარდი ნეტა.
-აჰჰ ჩანეოლ მე...
-არა არ მინდა პასუხის მოსმენა ახლა. -არ დამამთავრებინა წინადადება- მე ცოტა ხნით ჩინეთში ვბრუბდები რომ ჩამოვალ პასუხს მერე მოვისმენ. -ვაიმე რა რომანტიკულია-ჩაეკვეხა ჯენნი. ახლა თუ გწყვიტე სიფათში მერე იკნება რომანტიკული! -ხო ვამბობდი წყვილი ხართთქო.- ჯიმინს გავხედე ,ახლა შენი ბოზი გააჩუმე თორე გადაგამხობთ ყველაფერს, თვალები მქონდა. ჯიმინიც გაოგნებული მიყურებდა.
-ჩინეთში რატომ მიდიხარ?-ჰკითხა ჯენნი
-რაღაც პრობლემები შეიქმნა სტუდიაში და ლისას დახმარება სჭირდება. ამაღამ მივფრინავ.
-უკაცრავად უნდა წავიდე.-ავდექი და უკანმოუხედავად გამოვიქეცი.
. ჩანეოლი სახლში აღარ მოსულა ალბათ პირდაპირ ჩინეთში წავიდა. როგორ არ მინდა გული ვატკინო მაგრამ მე მართლა მეგობრად ვთვლიდი ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მოვწონდი. ოთახში აივნიდან ჯიმინი შემოვარდა!
.

ბოდიშით დაგვიანებისთვის😓💓💓 ვეცდები ახალი თავი ხვალ დავდო❗️❤️❤️💓💚✌🏻✌🏻ჯენნი არ არის blackpink-ის წევრი უბრალოდ სახელი მაქვს გამოყენებული😍✌🏻

მოულოდნელი სიურპრიზიWhere stories live. Discover now