გამარჯობათ, მე პაკ ჰოუფი, მოგიყვებით ჩემს ისტორიას.
შესაძლებელია ამ ისტორიამ გული აგიჩუყოთ, მაგრამ ეს ნამდვილად მოხდა და მე გადამხდა თავს.
რატომ გადავწყვიტე ამ ამბის დაწერა?
რადგან აღარ შემეძლო ყველაფრის გულში ჩაკვლა, მინდოდა ვინმეს მაინც გაეგო ჩემი გულისტკივილი.
ამ წიგნს ყველა მორიგ "ფანტასტიკას" უწოდებს მაგრამ გახსოვდეთ რომ ეს სინამდვილეა და არა მოთხრობა.მე, პაკ ჰოუფს ჩვილობაშივე საფრთხე მემუქრებოდა, როგორც ჩემი ძიძა თხრობს, მე სასწაულმა გადამარჩინა, მარგამ არვიცი რამდენად ვუწოდო ამ მოვლენას სასწაული. დაბადებისას არ ვსუნთქავდი, ექიმებმა ჩათვალეს რომ მოვკვდი,მშობლები თავს დამატიროდნენ, ახალმა ნამშობიარებმა დედაჩემმა ვერ გადაიტანა ჩემი დაკარგვა და სული იქვე გაათავა. მამა კი მუხლებზე დაჩოქილი იდგა და ხმამაღლა ტიროდა. ჩემი "უსულო" სხეული დედას მიუწვინეს და ორივეს ზევიდან დაგვჰყურებდნენ.
ძიძას თქმით ზაფხულში დავიბადე, ოთახში ალბათ +28 გრადუსი იქნებოდა, მაგრამ უცბათ იქაურობა საყინულედ იქცა. ლურჯმა სხივმა გაანათა ოთახი და მეც ხმამაღლა მოვრთე ტირილი. მამა წამოდგა და გულში მაგრად ჩამიხუტა, დედას კი დასტიროდა მაგრამ ამავდროულად ჩემი "გაცოცხლება" უხაროდა.
-სასწაულია სასწაული!
გაჰყვიროდა ხმამაღლა და თან ტიროდა.
დედა მალე დაასაფლავეს, თვეები გასულიყო და ჩემთვის სახელი მოფიქრებული არ ჰქონიათ.
ერთ დღესაც მამამ კარი შემოაღო და იყვირა "ჰოუფი"
ძიძას გაუკვირდა რას გაჰყვირის ეს კაციო?.
-მორჩა პატარავ! დღეიდან შენ პაკ ჰოუფი იქნები! ჩემი იმედი!_ ასე გავჩნდი და გადავრჩი მე.ამ ქვეყნად ფასი ყველაფერს აქვს და რა თქმა უნდა ჩემს ასეთ გადარჩენას რაღაც მაინც დაჰყვებოდა. სწორედაც როდესაც 5 წლის გახლდით, ცარიელ სივრცეს ვესაუბრებოდი, თითქოს იქ ვიღაც იყო. დიახ, იქ ჩემი "მეგობრები" გახლდათ მარტო არ ვყოფილვარ და საკუთარ თავს არ ველაპარაკებოდი.
ყველაგან მარტო ვიჯექი სახლში,ბაღში.
და ჩემს მეგობრებს ვეთამაშებოდი.
სკოლაში რამოდენიმე თვე მათ გარეშე გავატარე, შემდეგ ისინი კვლავ გამოჩნდნენ და მეთამაშებოდნენ, ამისგამო მომიწია სკოლის დატოვება და სახლში მომზადება.
მათ არა ერთხელ გადავურჩენივარ.
მაგალითად ერთხელ ქუჩაში მანქანა სწრაფად მოდიოდა მე კი გზაზე გადასვლას ვაპირებდი როდესაც ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა უკან მიბიძგა, ხელი მკრა მას კი მანქანამ დაარტყა.
ვიკივლე და ვიტირე მაგრამ რა მატირებდა? მანქანამ გაიარა თუ არა ის თავის ადგილას იდგა, თითქოს მანქანას არც კი გადაუვლია. ეს ყველაფერი უჩვეულოდ მომეჩვენა მაგრამ არ დავინტერესებულვარ თუ რატომ არ დაეჯახა მანქანა რადგან მაგ დროს 6 წლის მეოცნებე გოგონა ვიყავი.
სკოლაში გიჟს და მატყუარას მეძახდნენ, ამის გამო მამა ძალიან ნერვიულობდა, მერე თავსატეხი მამასაც დაატყდა.
გამუდმებით ჩემზე ელაპარაკებოდნენ და ურჩევდნენ "საგიჟეთში" გამოვეკეტე.
მაგრამ მამა მაინც თავისას იცავდა და არ აძლევდა მათ უფლებას შემხებოდნენ.
ფიქრობთ მე და მამა მშვიდად ვცხოვრობდით? არა, როგორ გეკადრებათ, ბოროტებას რა გამოლევს ამ ქვეყნად?
ერთ დღეს ჩემთვის ვიჯექი და თოჯინებით ვთამაშობდი როდესაც მამამ ხელში ამიყვანა და ძიძას მიმაჩეჩა.
-ჰოუფი გადამირჩინე და გადამალე, აი აიღე მანქანის გასაღები და წადით სხვა ქალაქში აქედან შორს. ბანკში შავი დღისთვის ფული მქონდა გადანახული, ჰოუფის სახელზე, ჩვეულებრივ მიდი და გამოიტანე თანხა._ მამამ მედალიონი კისერზე დამკიდა და შუბლზე ნაზად მაკოცა, მახსოვს მისი აცრემლიანებული თვალები და მომღიმარე სახე.
ძიძამ სწრაფად გამომაქცუნა და მანქანით იქაურობას მოვშორდით. დღემდე არვიცი რა დაემართა მამაჩემს. უკვე 18 წლის გახლავართ, ამ ქვეყნად ყველაფერი ყველაზე უკეთ ვიცი. ჩემი მეგობრები ხომ სულ ჩემთან არიან, თან ისინი ათასობით არიან. აჰ დიახ, ხომ უნდა მოგიყვეთ მათ შესახებ, ისინი დაკარგული სულები არიან, დიახ დიახ არ მოგესმათ, ისინი ჩვენთან ერთად ამ ქვეყნად ცხოვრობენ მაგრამ მათ ყველა ვერ ხედავს, მე კი მხოლოდ იმიტომ ვხედავ რომ მათ გადამარჩინეს ბავშვობაში, ჩემი სული უკან დააბრუნეს, ჩემივე სხეულში. ისტორია ჩახლართული მაქვს, მისი მოყოლა ახლა გადავწყვიტე როდესაც უკვე ბევრი ტრავმა მივიღე ამ "საჩუქრისგან".სამწუხაროა არა?
YOU ARE READING
Life after Death
Spiritualამბობენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება, მკვდრების ნაწილი სამოთხეში მიდის ნაწილიც შესაძლებელია ჯოჯოხეთში, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ იმათზე თუ გიფიქრიათ ვინც იკარგება? ვინც ვერც ზევით აღწევს და ვერც ქვევით....