-რა მოხდა? მომიყევი ყველაფერი.
-ის პატარა გოგო გახსოვს დღეს დილით რომ მოკვდა.
-კი მახსოვს მერე?
-საკუთარმა მამამ მოკლა ამის გამო გაბოროტდა შურის ძიება დააპირა, უხუცესებმა ის დილეგში გამოკეტეს,მთელს ისტორიაში ის პირველი ბავშვია რომელიც დილეგში დაამწყვდიეს.
-გასაგებია.... კაი არ ინერვიულო, ასე ყველა სულზე რომ ინერვიულო ხომ გაგიჟდები, შეირყევი და გაქრები!
-მე მათზე არ ვნერვიულობ, შენზე ვნერვიულობ იმათ რა უჭირთ ვინც ვერ ხედავს მათ, შენ კი..... მისმინე! გეხვეწები,გევედრები! მათ არ მიეკარო, ჯერ საფრთხე ახლოს არ არის რადგან, თვითონ ეს ბოროტი სულები საუკუნეების მანძილზე იყვნენ გამოკეტილნი, ამიტომ ახლა ძალების აღდგენას საჭიროებენ და დამიჯერე ეს ყველაფერი მცირე დროში არ ხდება. ცხოვრება გააგრძელე და სკოლის ბოლო წელი ბედნიერმა გაატარე, მე კი მათ მივხედავ.
-კარგი, მაგრამ თუ კი ამბობ რომ ჯერ საფრთხე არ გვემუქრება არ გინდა ცოტახნით რომ დაისვენო?
-არადა ხალხი ამბობს,სიკვდილის შემდეგ მარადისეული სასუფეველი სუფევსო, რა სისულელეა აქაც ისევე ვნერვიულობ როგორც ცხოვრებაში. არადა ჩემს დროს მსგავსი არაფერი ხდებოდა, არც მანქანები იყო გამოგონილი და არც ტელეფონები, ტექნიკა საერთოდ არ ვიცოდით რა იყო, შესაბამისად არც მშობლებს ეწინააღმდეგებოდნენ შვილები ახლა კი ისინი ერთმანეთს ხოცავენ, რა დრო დადგა, დედამიწა ნელ-ნელა კნინდება და იბილწება.
-ეჰ....ჰანა როდის არ იყო ცხოვრება სავსე მოულოდნელობებით?შენ ამბობ რომ მაშინ... ღრმა წარსულში ხალხი თავაზიანი და კეთილი იყო მაგრამ ხომ არ დაგავიწყდა როგორ მოგკლეს? რა გაგიკეთეს? მამაც კი მათ გამო მოგიკვდა, ნუ იცავ ნურც წინაპრებს და ნურც შთამომავლებს,ყველას გააჩნია ის ეგრედწოდებული ჭია რომელიც მათ შინგნიდან ჭამს და ბოროტებისკენ უბიძგებს.
-ერთის მხრივ მართალი ხარ_ ამოიოხრა და გაქრა, მე კი ლოგინზე გადავეშვი და ჭერს მივაშტერდი.
-როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება საჩუქარის გარეშე? თვითონ ჩემი სულიერი სამყარო როგორი იქნებოდა? როგორ აღვიქვამდი ყველაფერს? როგორ ვიაზროვმებდი? ალბათ ჩვეულებრივი მოზარდი ვიქნებოდი...... მიყვარს ბანალურობა, მაგრამ გულის სიღრმეში ხომ ვიცი რომ ყველაფერს მირჩევნია გამორჩეულად ყოფნა. იმდენად მივეჩვიე სივრცესთან საუბარს ახლა როდესაც არავინ არ არის ოთახში მაინც ვლაპარაკობ... ჰაჰ...მგონი დროა განვიტვირთო._აბანოში შევედი და ონკანი გავაღე რამდენიმე წუთში აბაზანაც აივსო, სარკისკენ მივბრუნდი და ტანსაცმლის გახდა დავიწყე.... საკუთარ სხეულს ვაკვირდებოდი, ჯერ ხალათი გავიძრე მერე შარვალი, მას კი ზედა მიჰყვა.... თმა ხელით უკან გადავიწიე და სარკეში დაჟინებით ჩავიხედე თითქოს ვიღაცის დანახვას ვცდილობდი და მართლაც რომ წამიერად სეჰუნის სახე მოვლანდე სარკეში. ოთახში აცივდა, სული მიახლოდება მაგრამ არ ვიცი რომელი.
-აჰჰ გამარჯობა კვლავ შევხვდით._ ის პატარა გოგონა...
-რა იყო? რატომ მოხვედი ჩემთან რამე გჭირდება?_ კი მაგრამ როგორ გამოიქცა ის ხომ დილეგში დაამწყვდიეს.
-არა არაფერი უბრალოდ შემოგირბინე მაინტერესებდა როგორ იყავი._ულვაშებში ჩაიცინა და ბნელი თვალებით ამომხედა.
-აჰ კარგი მაშინ შეგიძლია დამტოვო.
-რატომ? მეც ხომ გოგო ვარ რისი გრცხვენია მიდი მიიღე აბაზანა.
- გადავიფიქრე_ხალათს ხელი დავავლე და გასვლა დავაპირე როდესაც ჰანა ჩვენს შორის გაჩნდა.
-აქ რას აკეთებ მია?! შენ დამწყვდეული იყავი! ჰანამ ჩაიჩურჩულა და რამდენიმე მამაკაცი სულიც გამოჩნდა გოგონას ხელი დაავლეს და გაქრნენ.
-ჰოუფ, რატომ არ დამიძახე? შენი ენერგია რომ არ მეგრძნო რაიცი რა მოხდებოდა?
-მაპატიე უბრალოდ არ მოველოდი მის აქ გაჩენას._საცვლებიც გავიხადე და აბაზანაში ჩავწექი.
-ახლახანს ვფიქრობდი, თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება საჩუქრის გარეშე.
-და პასუხი იპოვე?
-კი, მოსაბეზრებელი._თვალები დავხუჭე და ვეცადე წყალი მთელი სხეულით შემეგრძნო ამბობენ ის ყველაფრის დასაბამიაო.
-მიხარია მასე რომ ფიქრობ რადგან შენ რომ არა ალბათ აქამდე გავგიჟდებოდი.
-ჰეჰე...მეც მიყვარხარ ჰანა_გაწითლდა და ხელები აიფარა, ვერასდროს ვერ ამბობდა ამ სიტყვებს ყოველთვის უჭირდა მისი წარმოთქმა.
-მეც მიყვარხარ
-......._გავჩუმდი ხმას ვერ ვიღებდი რადგან ჰანამ პირველად და უკანსკნელად მაშინ მითხრა ეს სიტყვები, მის მერე არასდროს არ გაუმეორებია.გამეცინა და ფეხზე წამოვდექი, აბაზანიდან გადმოვედი სხეული შევიმშრალე,ჩავიცვი და ლოგინში თბილად მოვკალათდი, დილით მაღვიძარას ნაცვლად ზარმა გამაღვიძა.
-გისმენთ?
-აჰ... ჰოუფ ხო არ გაგაღვიძე? მაპატიე მაგრამ ვიფიქრე სკოლაში ერთად ხომ არ წავსულიყავით?
-რომელი ხარ?
-ჯიმინი ვარ, კაიკაი დაივიწყე._ ყურმილი გამითიშა. ჯიმინს რა უნდოდა ამ დილაუთენია? თან არც კი ვიცნობ მას. ლოგინიდან წამოვდექი,ავალაგე და სკოლის ფორმა ჩავიცვი, სამზარეულოში ჩავირბინე, ჩაი და ტოსტი შევჭამე.
-ძიძა წავედიიი!
YOU ARE READING
Life after Death
Spiritualამბობენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება, მკვდრების ნაწილი სამოთხეში მიდის ნაწილიც შესაძლებელია ჯოჯოხეთში, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ იმათზე თუ გიფიქრიათ ვინც იკარგება? ვინც ვერც ზევით აღწევს და ვერც ქვევით....